სფფ-ის განცხადებას პროფლიგის ყოფილი გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი გამოეხმაურა
რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების ანგარიში წარადგინა. სფფ-ის პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ეს ნაბიჯი ამ დახმარების გაუფასურებისა და დისკრედიტაციის ბოლოდროინდელმა მცდელობებმა განაპირობა, თანაც, ყველა ეს მცდელობა მიზანმიმართული იყო...

"სფფ-ის ზოგიერთი ოპონენტი სფფ-ის დახმარებაზე უფრო წარმატებულ და კლუბებისთვის სარფიან პერიოდად იმ დროს აფასებს, როცა ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზატორი პფლ (პროფესიული ფეხბურთის ლიგა) იყო.

2003-09 წლებში პფლ-ის მიერ უმაღლესი ლიგის კლუბებზე გაცემული საპრიზო თანხის ჯამმა დაახლოებით 800 ათასი ლარი შეადგინა. ეს ფული ასე გადანაწილდა: 2004, 2005, 2006, 2007 წლებში მხოლოდ გამარჯვებული/ჩემპიონი იღებდა 50 ათასს, 2008 და 2009 წლებში კი სეზონის საერთო საპრიზო თანხამ 250 ათასი ლარი შეადგინა (ორ წელზე - 500 ათასი ლარი).

აქვე, გვინდა დავაფიქსიროთ პოზიცია: 2003-09 წლებში პფლ-ის მიერ გაწეული ფინანსური დახმარება ქართული კლუბების არსებობისა და გადარჩენისთვის მართლაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო. გვსურს მცირე სტატისტიკით საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა დაფინანსებას იღებდნენ პფლ-ისგან და რა დაფინანსებას იღებენ სფფ-ის პირობებში ეროვნული ჩემპიონატის კლუბები.

ეს მაშინ, როცა სფფ-ის მოვალეობებში არ შედის კერძო და სახელმწიფო კლუბების დახმარება. მსგავსი პრეცედენტი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება - ეს გამოწვეულია ჩვენი რეალობიდან და სფფ-ის კეთილი ნებაა", - წერია პრესრელიზში.

იხილეთ: სფფ-ის მიერ კლუბებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების ანგარიში

ამაზე კომენტარი პროფლიგის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანმა გააკეთა:

"ამ თემის განვრცობა აღარ მსურდა, რადგან წარსულზე ხშირი ლაპარაკი მოსაბეზრებელია, მაგრამ ამ განცხადების არსი ისაა, რომ ფედერაცია ფულს პროფლიგაზე უკეთ იზიდავს.

ეს გაუგებარია, რადგან პროფლიგას სახსრები ბიზნესიდან მოჰქონდა, ფედერაცია კი კლუბებს უეფასა და სახელმწიფო სახსრებს ურიცხავს. დაფინანსების ამ ორ წყაროს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია.

არადა, ქართულ ფეხბურთს მაშინაც არ ულხინდა. კერძო ინვესტიცია უფრო დასაფასებელია, რადგან ფეხბურთისადმი გულგრილ ბიზნესმენს აჯერებ, რომ ფულის დაბანდება უღირს. ჩვენ სპონსორებად მოვიზიდეთ "ყაზბეგი", "კოკა-კოლა", "სილქნეტი", "აქსისი", "ჯეოსელი", "საქართველოს ბანკი", "ვი-თი-ბი ბანკი"...

ნოსტალგიით ვიხსენებ იმ დროს, რადგან ასეთი კომპანიები ახლა ფეხბურთისკენ არ იხედებიან", - ამბობს ბურჯალიანი.

პროფლიგის ყოფილი გენმდივანი საკითხს სხვა კუთხითაც განიხილავს:

"აღარც მახსოვდა და ამ განცხადების შემდეგ უფრო ამაყი ვარ და ვიტყვი - 1,3 მილიონი ლარი მოგვიზიდავს. შედარებას რომ ახდენენ, ისიც დაასახელონ, კერძო ბიზნესიდან თავად რა თანხები მოიზიდეს.

თასის ფინალსა და მნიშვნელოვან თამაშებზე ჩვენ დროს რამდენი მაყურებელი მოდიოდა და ახლა ეს ციფრი რამდენია.

საინტერესო იქნება იმის გახსენებაც, რომ ლიგის ინიციატივით, საქართველოს ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს 4 ტელევიზია გადასცემდა, ხოლო საფეხბურთო თოქ-შოუ რამდენიმე არხზე იყო. ახლა ამ კუთხით უკეთესი ვითარებაა?

ასე უფრო ობიექტური სურათი გამოჩნდება და ხალხი რეალურად შეადარებს, ვინ რას აკეთებდა და აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

asea es
კი არ მოგიზიდავთ აგიხევიათ,ეს ერთი რაც შეეხება დასწრებას ხალხი ისე დაგყავდათ სტადიონებზე და სპორტის სასახლეში როგორც კომუნისტებს პარადზე.
mee
შენც კაი უნამუსო იყავი
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
პროფლიგის ყოფილი გენმდივანი: გულს გაუხარდა, ისეთი რეპორტაჟი და შეფუთვა იყო...
"ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე კარგი არველაძე-კობიაშვილის გაერთიანება იქნება"
დინამო (თბ) VS ჩიხურა - წელიწადი სუპერთასით გავაცილოთ!
სურვილი ერთია, მაგრამ... კლუბები პროფლიგაზე ისევ დაფიქრდნენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აქტუალურ თემაზე: ჩვენი პრობლემა დილეტანტიზმია
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოპტიმალური 10! როგორ იცვლებოდა გუნდების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში
რა პროფლიგა, რისი პრეზიდენტობა? - ლევან ზუხბაია გაოცებულია
[აქტუალურ თემაზე] თუ არ სცადე, არაფერი გამოვა
უმაღლესი ლიგა. I ტურის წინ: რას მოგვიტანს რევოლუცია?
"ამიტომაა, ევროპაში ამ გაცდენილ ტაიმს ცხვირში ძმრად რომ გვადენენ..."
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება