„ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსს“ „ვოლფსბურგის“ მცველის, ანდრეა ბარძალის გადაბირება სურს და თავად ფეხბურთელი უკვე შეიპირა

იტალიური „ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსს“ „ვოლფსბურგის“ მცველის, იტალიელი ანდრეა ბარძალის გადაბირება უნდა. ტურინული გაზეთის გუშინდელ ნომერში ეწერა, რომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელებს თანხმობა შეუთვალა და ახლა ერთმანეთში კლუბები უნდა შეთანხმდნენ.

ბარძალის „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და თუ „იუვენტუსს“ ანდრეას გადაბირება ახლავე სურს, გერმანულ კლუბს გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს. როგორც ჩანს, ზედიზედ ორი წაგების შემდეგ (პარმასთან 1:3 და ნაპოლისთან 0:3) ტურინელებმა სასწრაფოდ დაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტეს.

საინტერესოა ისიც, რომ ბარძალის „ვოლფსბურგში“ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის საფრთხე ემუქრება, რადგან გერმანიის ნაკრების მცველი არნე ფრიდრიხი გამოჯანმრთელდა და „მგლების“ თავკაცი სტივ მაკლარენი მეორე წრეში ფრიდრიხისა და სიმონ კიაერის დუეტს უფრო ენდობა, ვიდრე ბარძალის რომელიმეს ნაცვლად.

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის