მოვლენა საფეხბურთო-სარაგბო-საკალათბურთო მილეთმა, მედიამ, ელიტამ და უბრალო გულშემატკივრებმა ერთად აღნიშნეს
გუშინ "თი-ბი-სი გალერეაში" დავით ყიფიანის ფონდის განახლებულ ჟურნალ "ათიანის" პრეზენტაცია გაიმართა. მოვლენა ერთად აღნიშნეს საფეხბურთო-სარაგბო-საკალათბურთო მილეთმა, მედიამ, ელიტამ და უბრალო გულშემატკივრებმა. იყო მილოცვები, თბილი სიტყვები. არც არის გასაკვირი - 2001 წელს დაარსებულმა გამოცემამ ქართულ სპორტულ სამყაროში თავისი წონიანი ადგილი დაიკავა.

პრეზენტაციაზე ჟურნალის რედაქტორმა გია გორგოძემ განაცხადა, რომ სარედაქციო კოლექტივი უცვლელი რჩება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან "ათიანის" ავტორები არიან: გიო ახვლედიანი, დათო ტურაშვილი, ილია ბაბუნაშვილი, გიორგი დარჯანია, ილია ნანობაშვილი, დავით კოვზირიძე, მამუკა კვარაცხელია, გოჩა კაჭარავა, ვაჟა სიმონიშვილი, ანუ ქართული სპორტული მედიის ნაკრები და მათ ავტორთა ახალი ჯგუფიც შეემატება.

განახლებულ ფორმატში ადგილი დაეთმობა არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ რაგბისა და კალათბურთს.

იანვრის ნომერი მართლაც გამორჩეულია: საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საინტერესოდ და გულახდილად ლაპარაკობს, რატომ არ სურდათ მისთვის ნაკრების ჩაბარება, რატომ სჯერა ვითარების გამოსწორების, უკეთესი წინადადებების მიუხედავად, სამშობლოში რატომ დაბრუნდა და სხვა.

არანაკლებ საინტერესოა დათო ტურაშვილი წერილი ბასკ ფეხბურთელ ჯიგიაზე, რომელიც 1950 წელს ურუგვაის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ბასკები კი ჩვენი მონათესავე ხალხია.

"ათიანს" ვულოცავთ განახლებას და კოლეგებს წარმატებას ვუსურვებთ.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა