უკრაინულ კლუბებში ბევრი ქართველია მიმოფანტული, თუმცა კალაძის დატოვებულ სახელს ჯერაც ვერავინ ამართლებს
კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი 10 იანვარს კონჩა ზასპაში კიევის ოლქის ჩემპიონატის მონაწილე "პუტროვკას" ამხანაგურად ეთამაშა და 1:2 დამარცხდა. კიეველთა შემადგენლობაში ჩვენთვის უცნობი კიდევ ერთი ფეხბურთელი, სიჭინავა აღმოვაჩინეთ.

"კიეველი" სიჭინავა ფოთის "კოლხეთის" ყოფილი თავდამსხმელი დათა სიჭინავა არ არის, რაც "გაგრას" ვიცე-პრეზიდენტ გოდერძი ჩიხრაძესთან გადავამოწმეთ - დათა "გაგრაში" გადავიდა და ამ კლუბში ვარჯიშობს.

ასე რომ, კიევის "დინამოს" მეორე და ახალგაზრდულ შემადგენლობებში სამ ქართველს აკვირდებიან: უკვე ნახსენებ და უცნობ სიჭინავას, ბაჩანა არაბულსა და დათო იაშვილს.

კიევის "დინამო" წლების განმავლობაში ქართველების ბუდედ იყო ქცეული: მისი სახელით ჩემპიონთა ლიგაში პირველად მიხეილ ჯიშკარიანმა ითამაშა, რომლის შემცვლელიც ანდრეი შევჩენკო იყო და უკრაინელ ვარსკვალვს გზა მხოლოდ ქართველი ფორვარდის წასვლით გაეხსნა.

მერე იყო კახა კალაძის ეპოქა, გიორგი დემეტრაძის, ალეკო ამისულაშვილის, ოთარ მარცვალაძის, დათო იმედაშვილის, კახა ალადაშვილის ვერშემდგარი კარიერა და საბოლოოდ ამ კლუბში ქართველების წინსვლა წარმოუდგენელი გახდა.

ამჟამად "დინამო 2"-ში ირიცხება თემურ ფარცვანია, დუბლებში კი ბადრი აქუბარდია. შეგექმნებათ აზრი, თითქის კიევში ქართველების მიზღვავება დაიწყო, მაგრამ მთავარია, "დინამოში" თუ დარჩებიან. საერთოდ, უკრაინულ კლუბებში ბევრი ქართველია მიმოფანტული, რაზეც ჩვენ მიერ მოკვლეული მასალებიც მეტყველებს.

უკრაინის ჩემპიონ დონეცკის "შახტარში" ქართველების მიმართ დიდი ინტერესი არც ჰქონიათ. წლების წინ დონბასში იყვნენ მიხეილ ფოცხვერია, გიორგი ციმაკურიძე და აჩიკო ბაჯელიძე, მაგრამ, როგორი სახელიც კახა კალაძემ კიევის "დინამოში" დატოვა, ასეთი ვერც ერთმა მოახერხა. ამას მიზეზიც ჰქონდა: ლუგანსკში გაზრდილმა ფოცხვერიამ უკრაინელები იმით გაამწარა, რომ საქართველოს ნაკრები მათსას ამჯობინა და "შახტარის" ძირითადი შემადგენლობის ფორვარდს ორი წელი არ ათამაშებდნენ. ციმაკურიძემ ძირითად შემადგენლობაში ორიოდე შეხვედრა ჩაატარა და ალჩევსკის "სტალში" გადავიდა. 2003 წელს მილანის "ინტერის" მაშინდელ ერთ-ერთ მეწილეს, ჯანფრანკო ბედინის თბილისში "ნორჩი დინამოელის" მცველი აჩიკო ბაჯელიძე ძალიან მოეწონა. ამის შემდეგ აჩიკო "შახტარი 3"-ი აიყვანეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც საქართველოში დაბრუნდა და, სამწუხაროდ, დაიკარგა.

"შახტარის" ძირითადში ვერც თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშა. სავარაუდოდ, ის კონტრაქტს "შახტართან" გააფორმებს, მაგრამ მარიუპოლის "ილიჩოვეცში" ვარჯიშობს და, სავარაუდოდ, უკრაინის ჩემპიონატის მეორე წრეს ამ კლუბში ჩაატარებს.

ოქრიაშვილი მარიუპოლში 18 იანვრამდე ივარჯიშებს, შემდეგ კი კლუბს თურქულ შეკრებაზე გაჰყვება.

ეგაა, ოქრიაშვილის მწვრთნელი ის ვალერი იარემჩენკოა, რომელიც ქართველებს აშკარად არ წყალობს და ზემოთ მონათხრობ ფოცხვერია-"შახტარის" ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულა. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდულ წლებში იარემჩენკოს თანაგუნდელი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ერთხელ სცემა და ეს ბოღმა გულიდან ვერ ამოიღო.

კიევის "არსენალში" წარმატებით ბევრ ჩვენიანს უთამაშია: შალვა აფხაზავას, რომლის ოჯახსაც შალვას გარდაცვალების შემდეგ ხუთი წელი ხელფასს უხდიდნენ; გელა შეყილაძეს, გიორგი დემეტრაძეს, ლაშა ჯაკობიას, ჯაბა კანკავას. კიეველ "მეთოფეთა" საფეხბურთო სკოლის გაზრდილია მეკარე თემურ ჩანგელია, მაგრამ ახლა 22 წლის კიპერი დაბალ ლიგაში გამოდის.

დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ეკუთვნიან: ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე, ბექა გოცირიძე და სანდრო კობახიძე, მაგრამ ძირითადში მხოლოდ ლობჟანიძე თამაშობდა, ისიც ესპანელი ხუანდე რამოსის დანიშვნამდე. კობახიძე და გოცირიძე კრივოი როგის "კრივბასში" იჯარით თამაშობდნენ, მაგრამ უცნობია, სად ვიხილავთ მათ მეორე წრეში. კანკავა ტრავმის შემდეგ მომჯობინდა, მაგრამ დნეპროპეტროვსკელებმა შეკრებაზე არ წაიყვანეს - კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჯაბას ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

"დნიპროს" სარეზერვო შემადგენლობაში თამაშობენ ნახევარმცველი ლევან არველაძე (06.04.1993) და თავდამსხმელი ევგენი ბოხაშვილი (05.01.1993). არველაძე დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ბოხაშვილი კი უკრაინის 18-წლამდელებისა.

ამ უკანასკნელის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით და, ცხადია, დავინტერესდით: ევგენი (182 სმ) უკრაინაშია გაზრდილი, "დნიპროს" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა და კლუბშიც იქიდან მოხვდა. მას დუბლშემადგენლობის 42 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანია.

ლვოვის "კარპატის" ძირითადში თამაშობს ჩვენი ნაკრების კანდიდატი სანდრო გურული, 1994-წლიანების გუნდში კი - ამბროსი ჩაჩუა. სიმფეროპოლის "ტავრიას", სადაც ერთი ხანობა ერთდოროულად შვიდი ქართველი თამაშობდა, ამჯერად მხოლოდ ვასილ გიგიაძე შემორჩა და მასაც კლუბის დატოვება სურს.

წლების წინ დონეცკის "მეტალურგს" გოჩა ჯამარაული კაპიტნობდა, გიორგი დემეტრაძემ კი ორი საუცხოო სეზონი ჩაატარა, მაგრამ ახლა ძირითად და სარეზერვო გუნდებში ქართველი აღარ არის - კლუბში წამყვან თანამდებობებზე სომხებიც საქმიანობენ და, ცხადია, თავისიანებს პატრონობენ.

წმინდა უკრაინული ბილბაოს "ატლეტიკია" კიევის "ობოლონი", რომელსაც უცხოელი თითქმის არასდროს მიუწვევია. ამ კლუბში კიდევ ერთი უცნობი, ირაკლი მესხია (07.01.1993) აღმოვაჩინეთ. დავინტერესდით და დავადგინეთ, რომ მესხია ამპლუით ნახევარმცველია, უკრაინის მოქალაქეა, დუბლშემადგენლობაში 45-ნომრიანი მაისურით თამაშობს და შვიდ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, "ობოლონის" ნახევარმცველი არტიომ მიროშნიჩენკო თბილისში, მოსკოვის გამზირზეა გაზრდილი და უკრაინაში 90-იანი წლების ბოლოს დასახლდა.

ლუგანსკის "ზარიას" გაზრდილია მიხეილ ფოცხვერია, კლუბში ბევრ ქართველს უთამაშია, მაგრამ ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არავინ თამაშობს. ჯაბა ლიპარტია 11 იანვარს "ზარიასთან" ერთად თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრა, სადაც 25 იანვრამდე მოემზადება.

დუბლებში ირიცხებიან ნახევარმცველები გიორგი სარალიძე (08.07.1990) და გიული მანჯგალაძე (09.09.1992). ორივეს რატომღაც მოქალაქეობის გრაფაში უკრაინა უწერია, არადა, გიორგის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.

კრივოი როგის "კრივბასში" მთავარ მწვრთნელად იური მაქსიმოვის დანიშვნის შემდეგ კობახიძემ და გოცირიძემ კლუბის დატოვება გადაწყვიტეს.

მარიუპოლის "ილიჩოვეცში" თორნიკე ოქრიაშვილი კი გადავიდა, სამაგიეროდ, იარემჩენკომ თავიდანვე განაცხადა, რომ გიორგი გაბედავას (და მასთან ერთად გაშვებულ კიდევ ექვს ფეხბურთელს) მეორე წრეში არ დაეყრდნობოდა. გაბედავამ კონტრაქტი კლუბთან შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

"სევასტოპოლის" დუბლშემადგენლობაშია ნახევარმცველი სანდრო შუღლაძე (24.10.90).

ერთი ხანობა ზაპოროჟიეს "მეტალურგი" და ირაკლი მოდებაძე სინონიმებად იქცნენ, მაგრამ კლუბი ტრავმის გამო დატოვა, მის შემცვლელად კი დიმიტრი ტატანაშვილი მიიყვანეს, რომელიც ახლახან თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა.

ცნობილი გახდა, რომ ტერნოპოლის "ნივას" ყოფილი პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე ტერნოპოლის მხარის ხელმძღვანელად დაინიშნა და, ცხადია, საფეხბურთო კლუბს მიხედავს, ანუ "ნივაში" ქართველების გამოჩენაა მოსალოდნელი - წლების წინ მდინარაძემ კლუბში ერთდროულად რვა ქართველი მიიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
"ტოტენჰემი" მიქაუტაძის 60 მილიონად შესაძენად ემზადება
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე