საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ფასს - 1,2 მლნ ევროს ებრაელებმა ფეხი არ მოუცვალეს
საქართველოს ნაკრებისა და ჰაიფას "მაქაბის" თავდამსხმელ ლადო დვალიშვილის დამატება პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ კრაკოვის "ვისლას" რომ უნდოდა, გუშინ გაუწყეთ. ამ თემაზე ებრაულ და პოლონურ ვებგვერდებზე გუშინ ახალი ცნობები გავრცელდა.

გუშინ "მაქაბი" კლუბის მეპატრონე იაკობ შახარიმ მოინახულა, გუნდის მწვრთნელებსა და კლუბის სხვა წევრებს ეთათბირა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ლადო დვალიშვილს შეინარჩუნებენ. ჰაიფელებისთვის ქართველი დიდი ძალაა და ამიტომაც არ ეთმობათ. თავად განსაჯეთ, ჯერ იანვრის ნახევარიც არ გასრულებულა და ლადო უკვე სამი გოლით შეეწია გუნდს.

კლუბის მესვეურები ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ მათი სურვილი ცნობილია - ლადოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდათ, თუმცა მასთან ამ საკითხზე მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყიათ, - წერს ებრაული საიტი www.nrg.co.il-ი.

დვალიშვილის ტრანსფერის ჩაშლას პოლონური ვებგვერდებიც ადასტურებენ, მაგრამ ამ საკითხზე სხვაგვარი ინფორმაცია გაავრცელეს. "მაქაბიდან" ქართველ ფორვარდ ვლადიმერ დვალიშვილის დამატება "ვისლასთვის" პრიორიტეტი იყო, მაგრამ გარიგება არ შედგა.

ჰაიფელებმა დიდი თანხა მოითხოვეს. ბოლოს 1.2 მილიონ ევროზე ჩამოვიდნენ, მაგრამ "ვისლა" მხოლოდ 1 მილიონი ევროს გადახდისთვის იყო მზად. კრაკოველებმა ვითარება აწონ-დაწონეს და მილიონზე მეტის გადახდაზე უარი თქვეს, რადგან ივნისის ბოლოს დვალიშვილი თავისუფალი აგენტი გახდება. ასე რომ, კრაკოველებს დვალიშვილის ტრანსფერზე ხელი არ აუღიათ, ზაფხულისთვის გადადეს და ივლისში უკვე არა "მაქაბისთან", არამედ დვალიშვილთან და მის აგენტთან წარმართავენ მოლაპარაკებას. სეზონის დასრულებამდე კი "ვისლა" სხვა თავდამსხმელს დაიმატებს, - ეს ცნობა გუშინ პოლონურმა sport.pl-მა გამოაქვეყნა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა