30 წლის ლეგენდამ პირველი რბოლა მოიგო...
21 აპრილს, 30 წლის წინ, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა აირტონ სენამ პირველი რბოლა მოიგო ფორმულა 1-ში.

გთავაზობთ თარგმანს ინტერვიუსი, რომელიც მსოფლიოს მომავალმა სამგზის ჩემპიონმა ბრაზილიის ტელევიზიის გადაცემას Roda Viva-ს მისცა...

- აირტონ, თქვენ სამი სეზონი ჩაატარეთ ფორმულა 1-ში. ჯერ "ტოლემანის" რიგებში გამოდიოდით, შემდეგ "ლოტუსში", მაგრამ არასოდეს გყოლიათ რეალურად კონკურენტუნარიანი ბოლიდი. ყველას მიაჩნია, რომ 1987 წელს მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გახდეთ "ჰონდას" ძრავის წყალობით. ეს ჰგავს იმ სიტუაციას, რომელშიც ალენ პროსტი იყო 1982 წელს: მაშინ მას ასევე ყველა უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას. ფიქრობთ, რომ ამგვარმა ზეწოლამ, შესაძლოა, ცუდი სამსახური გაგიწიოთ?

- არავინაა ვალდებული ჩემპიონობა მოიპოვოს. მაგრამ თუ ასეთი პილოტები არსებობენ, მათ რიცხვს, უნდა მივაკუთვნოთ ალენ პროსტი და ნელსონ პიკე, რომლებსაც ორ-ორი ტიტული აქვთ მოგებული. ჩემი ვალდებულებაა - გავაკეთო ის, რაც ჩემზეა დამოკიდებული და მაქსიმალურად დავიხარჯო.

- როცა პილოტი რბოლის დროს იღუპება, რას გრძნობენ მისი კოლეგები? არსებობს შიში?

- რა თქმა უნდა. და შიში ყოველთვის ცუდი თანამგზავრია. სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ პილოტები უნდა აკონტროლებდნენ საკუთარ გონებას. ვალდებულნი ვართ გავაანალიზოთ ავარია და მივხვდეთ - რა მოხდა კონკრეტულ სიტუაციაში. საჭიროა მიზეზის დადგენა და მისი აღმოფხვრა, რათა მომავალში ასეთი რამ არ განმეორდეს. ერთი წლის წინ, ჩემი მეგობარი ვარჯიშის დროს მოხვდა ავარიაში ტრასაზე, რომელიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს.

ის დაიღუპა. როცა "ტოლემანის" რიგებში გამოვდიოდი, ჩემმა თანაგუნდელმა ინგლისის გრანპრის წინ კვალიფიკაციისას დაამტვრია მანქანა და ორივე ფეხი მოიტეხა. სწორედ იმ მომენტში ჩავიარე მის გვერდით. შოკირებულმა მივაღწიე ბოქსებამდე და საკუთარ თავს შეკითხვა დავუსვი: რა დამრჩენია ფორმულა 1-ში? კვალიფიკაცია დიდი ხნით შეწყდა და "ტოლემანის" ტოპ-მენეჯერმა არჩევანის უფლება მომცა.

კეთილი ადამიანი იყო და მითხრა, რომ გრანპრის გამოტოვების სრული უფლება მქონდა. როცა ასეთ ავარიას ხედავ, შოკის მომენტს გრძნობ და ორჭოფობ. ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად მიზანმიმართული უნდა იყო ბრძოლის გასაგრძელებლად. სწორედ ეს არის გამარჯვებისკენ სწრაფვა. შიში კი ყველაზე ცუდია, რაც კი ავტოსპორტში არსებობს. არ შეიძლება დამაჯერებლობის დაკარგვა იმ საქმეში, რასაც აკეთებ, მაგრამ, პარალელურად, უსაფრთხოების მოთხოვნები არ უნდა დაივიწყო.

- როგორ ამზადებთ საკუთარ თავს? როგორია ღამე რბოლის წინ?

- ყველაფერი მანქანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ ის წესრიგშია, იცი, რომ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი ხარ - ეს შესანიშნავი მოტივაციაა. ასეთ შემთხვევაში ღამე სასიამოვნოა, რადგან გესმის, რომ ხვალინდელ რბოლაში მოგების ყველა წინაპირობა არსებობს. მაგრამ, თუ მანქანა ცუდ ფორმაშია, ეს ნამდვილი კოშმარია. ამ დროს ცუდად მძინავს, მიწევს რაღაცის მოფიქრება, რაც მომდევნო დღეს წარმატების საშუალებას მიმცემს.

- უძილო ღამეებიც ყოფილა?

- დიახ, ძილი მიყვარს და ჩვეულებრივ, დღე-ღამეში 10 საათი მძინავს. მაგრამ რბოლის წინ, ჩვეულებრივ, ეს დრო ექვს საათამდე მცირდება - ძალიან დიდია სტრესი და დაძაბულობა.

- როგორ ახერხებთ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას? ჩოგბურთით, ფეხბურთით თუ ცურვით?

- შიშის გაფანტვასა და დამაჯერებლობის მოპოვებაში ლოცვა მეხმარება. ბოლიდში ჩაჯდომის წინ ღმერთს მივმართავ და ეს მოდუნების საშუალებას მაძლევს. დაძაბულობა ქრება და სტარტის მომენტში ყველაფერი თავის ადგილას დგება.

- ლოცვის დროს რას სთხოვთ ღმერთს: გამარჯვებას თუ ტრავმების თავიდან აცილებას?

- ერთსაც და მეორესაც.

- ყველაზე რთული ვისი გასწრებაა? და კიდევ, დაასახელეთ ყოფილ და მოქმედ პილოტებს შორის სამი საუკეთესო.

- ყველაზე რთული იმ პილოტის გასწრებაა, რომელიც უკანა ხედვის სარკეში არ იყურება და არ იცის, რომ მის უკან ვმოძრაობ. შედეგად, როცა გასწრების მცდელობა გაქვს, ავარია ხდება.

- ჩვეულებრივ, ვინ არ იხედება სარკეში?

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთის ბოლიდს სარკე საერთოდ არ აქვს. კონკრეტული გვარების დასახელება არ მინდა.

- მათ არ იციან პორტუგალიური ენა, ასე რომ, მშვიდად შეგიძლიათ ილაპარაკოთ ამ თემაზე.

- არავითარ შემთხვევაში. ერთ-ერთმა მათგანმა იცის პორტუგალიური. რაც შეეხება სამ საუკეთესო პილოტს... ბევრი ბრწყინვალე მრბოლელი არსებობს. მათგან, ვინც ტრასაზე პირადად მინახავს, ჯეკი სტიუარტსა და ემერსონ ფიტიპალდის დავასახელებ. ყოველთვის მომწონდა ჟილ ვილნევის სითამამე და ნიკი ლაუდას პროფესიონალიზმი.

- ვინ არის დღეს საუკეთესო პილოტი?

- დღეს? ვფიქრობ ამ სამეულიდან ერთ-ერთი - ალენ პროსტი, ნელსონ პიკე, ნიკი ლაუდა. თუმცა ეს უკანასკნელი რბოლებში აღარ მონაწილეობს.

- რა ადგილი გიჭირავთ თქვენ საუკეთესოების სიაში?

- მე თითქმის მათთან ვარ. მათ გვერდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის