საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი ბათუმის "დინამოს" საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი ბათუმის "დინამოს" საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოების ინტერესების დასაკმაყოფილებლად და მოცემულ ვითარებაში მეტი სიცხადის შესატანად საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალი "დინამო" ბათუმის საკითხთან დაკავშირებით უკვე მეორე განცხადებას ავრცელებს.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია. დასაწყისშივე ვიტყვით, რომ ბატონ გია აბაშიძეს საკუთარი ეჭვების გასაფანტად და ალბათობის გამოსარიცხად შეეძლო მობრძანებულიყო და გასცნობოდა საქმის მასალებში არსებულ დისკს, რომელიც მართლაც ცარიელია და მასზე ჩანაწერი არ იკითხება. რაც შეეხება ბათუმის დინამოსთვის სასჯელის დამძიმებას, ეს გამოწვეული იყო იმ ქმედებებით, რასაც ადგილი ჰქონდა მოედანზე გუნდის გულშემატკივრების მხრიდან.

ამასთან, ბატონ აბაშიძეს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახველი განცხადებების გაკეთება. სჯობდა, ბატონ აბაშიძეს ეზრუნა მტკიცებულებების წარმოდგენასა და მოწესრიგებაზე და არა ცილისწამებების მოფიქრებასა და გავრცელებაზე.

ტრიბუნალის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომ საკითხზე მსჯელობისას და ინფორმაციის გავრცელებისას ნუ დაიკავებენ მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას. ასეთ ფაქტებს უკვე აქვს ადგილი გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან და ვთხოვთ ჟურნალისტებსა და მათ რედაქციებს, რომ ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას მიკერძოებულად, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის წარმოჩენის გზით, მით უმეტეს, რომ ტრიბუნალის ადმინისტრაცია მზადაა, ნებისმიერ ფორმატში ითანამშრომლოს ნებისმიერ ჟურნალისტთან და მიაწოდოს მას ყველა ის ინფორმაცია, რაც არ შელახავს მესამე პირთა ინტერესებს.

საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის ადმინისტრაცია".

ასევე იხილეთ:

ადვოკატმა ტრიბუნალს შეუტია: ბათუმის "დინამო" გალიდერებისთვის დასაჯეს!

ბათუმელები სახტად დატოვეს... რატომ დაუმძიმდა სანქცია "დინამოს"?

111
111
777
შარშან შუქურა დასაჯეს ჩიხურას სასარგებლოდ და წელს ბათუმი სამტრედიის სასარგებლოდ. ზესტაფონი დასაჯეს სიონის სასარგებლოდ, 3-4 თვე და იმედია მოშორდებით ქართულ ფეხბურთს
ვახო
პირველად 10 წლის განმავლობაში გამიჩნდა სურვილი წავსულიყავი ქობულეთში (ბათუმში ჯერ არ არის სტადიონი) ბათუმის დინამოს თამაშზე. თუმცა ამ ტრიბუნალის წყალობით მომავალ სეზონამდე ეს აღარ გამოვა. მესმის რომ ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ რას აკეთებს სფფ გარდა მსგავსი სასირცხვილო სანქციებისა, რომ აღარ მოხდეს მსგავსი რამ. რა გააკეთა სფფ-მ რომ ბათუმს სტადიონი არაქვს და ფეხბურთი მკვდარი იყო 10 წელი ბათუმში. ბათუმს გაუჩნდა ჩემპიონობის შანსი და ასე აპირებენ მის შეჩერებას. სირცხვილი!!!
gaga
ამ მთავრობის მომხრეები ყველა სიბინძურეს და ტყუილს კადრულობენ. ბესელიები და ძმანი მათნი რო გეყოლება აბა რა მოხდება.
elene
ჯერ რო პირველი კომენტარი მეც მაინტერესებს და მერე ამ ტრიბუნალს უთქვავს უკვე რომ სადაც გინდათ იქ მიმიწვიეთო და დაუძახეთ აბაშიძესაც და მოვისმინოთ რას იტყვიან.
ani
და პირველიკომენტარი სადაა? რატომ არ დაიდო? ისე და მართლა თუ არაფერი იყო იმ დისკზე რას ერჩის ეს აბაშიძე სხვას? ჩემი შემოთავაზება იქნება პრისპირ დასვათ და თქვან ორივემ სათქმელი.
541
... ... ტრიბუნალი ხარტ ტუ ....მთხლე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია