მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურში, წინა დღის მსგავსად, 6-დან 2 შეხვედრა აღმოჩნდა შედეგიანი

ანაკლია

მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურში, წინა დღის მსგავსად, 6-დან 2 შეხვედრა აღმოჩნდა შედეგიანი. დანარჩენ 4 პაექრობაში კი მეტოქეებმა მშვიდობიან ზავს მოაწერეს ხელი. ყაიმზე შეთანხმდნენ: ნინო ბაციაშვილი (2396)-ნინო ხურციძე (2436), მარიამ დანელია (2248)-მირანდა მიქაძე (2362), ლელა ჯავახიშვილი (2438)-სალომე მელია (2449), მაკა ფურცელაძე (2323)-ბელა ხოტენაშვილი (2440). ისევ სუსტად ითამაშა ჩემპიონატის რეიტინგფავორიტმა ნაზი პაიკიძემ (2455), რომელიც ტურნირზე მეორედ დამარცხდა, ამჯერადაც თეთრი ფიგურებით საქართველოს შარშანდელ მესამე პრიზიორ მაია ლომინეიშვილთან (2345). პირველი გამარჯვება იზეიმა ხუთი შვილის დედამ, საერთაშორისო ოსტატმა სოფიო ნიკოლაძემ (2254). მან მერი არაბიძეს (2315) აჯობა.

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ: მელია, ხოტენაშვილი, დანელია, ხურციძე-2-2, ბაციაშვილი, ჯავახიშვილი, ფურცელაძე (2-დან), მიქაძე, ლომინეიშვილი (2-დან)- 1,5-1,5, ნიკოლაძე-1, პაიკიძე, ხუხაშვილი (2-დან), არაბიძე - 0,5-0,5 ქულა.

დღეს მე-4 ტურში ითამაშებენ: არაბიძე-ფურცელაძე, მელია-ნიკოლაძე, მიქაძე-ჯავახიშვილი, ხურციძე-დანელია, ლომინეიშვილი-ბაციაშვილი, ხუხაშვილი-პაიკიძე, ხოტენაშვილი ისვენებს.

თბილისი

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გუშინ სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა 70-ე ეროვნულმა ჩემპიონატმა, რომელშიც სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის 16 წარმომადგენელი ჩაება. მედლების მფლობელები ნოკაუტსისტემით გამოვლინდებიან. პირველ და მეორე რაუნდებში მეტოქეები ორ-ორ, ნახევარფინალსა და ფინალში კი ოთხ-ოთხ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. მინიმატჩების მოგებისთვის ეს თუ არ იკმარებს, ტაიბრეიკები დაინიშნება.

ტურნირის (დირექტორი ზურაბ მიქაძე, მთავარი მსაჯი - ევგენი მელიქსეთ-ბეგი) საპრიზო ფონდია 14500 ლარი, რომელიც ასე განაწილდება: I ადგილი-4000, II-3500, III-3000, IV-2000, V-VIII-500-500 ლარი. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ეროვნულ ნაკრებში დაიბევებენ ადგილს, პრიზიორებს კი ჭადრაკის ფედერაცია ევროპის პირველობაზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

შეჯიბრებაში მონაწილეთაგან საქართველოს ჩემპიონები ორ-ორჯერ იყვნენ მიხეილ მჭედლიშვილი (2001-2002) და მერაბ გაგუნაშვილი (2004, 2010), ხოლო თამაზ გელაშვილი (2000), ლევან ფანცულაია (2008) და თორნიკე სანიკიძე (2009) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე თითოჯერ ავიდნენ.

წლევანდელი პირველობის რეიტინგფავორიტია მიხეილ მჭედლიშვილი (2641), რომელსაც ჩვენთან ბაადურ ჯობავას შემდეგ მეორე ადგილი უკავია. პირველ რაუნდში იგი ეროვნულ ოსტატს, სხვადასხვა ასაკში საქართველოს ჩემპიონსა (20-წლიანებში) და მრავალგზის პრიზიორს, შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიადის გამარჯვებულ დავით ზარქუას (2350) ხვდება.

ეგონათ, მჭედლიშვილი იოლად დაძლევდა ამ ბარიერს, მაგრამ 23 წლის ზარქუამ მასზე 8 წლით უფროს მეტოქეს (ისინი აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ანგარიში თანაბარია - 1:1) სიურპრიზი შესთავაზა: ძველინდური დაცვის ერთ-ერთ ვარიანტში, რომელსაც მჭედლიშვილი ეფექტიანად იყენებს, ზარქუამ თეთრებით მე-6 ა4 სვლით ტრადიციულ გაგრძელებას ზურგი აქცია. მე-16 სვლაზე ლაზიერის ც3 უჯრაზე გადაადგილების შემდეგ შავებმა მოწინააღმდეგეს წონასწორობის აღსადგენად ვერაფერი დაუპირისპირეს: პირიქით - 6 სვლაში ორი პაიკი დაკარგეს. 31-ე სვლისთვის ზარქუამ, ფაქტობრივად, მოგებული პოზიცია (დიაგრამა) მიიღო.

დიაგრამა

30. მც4 ეე7 31. ლფ5 ეფ8

32. ლგ4+ მფჰ8 33. მე3 ლდ6

34. მფ5 ლდ7 35. დ6 ეე5

36. მე3 ლდ8 37. დ7 ეგ8

38. ლფ4 ეჰ5 39. ეჰ1 ეჰ4

40. ლფ7 ეჰ6 41. ლც4 და შავები დანებდნენ.

სპეციალისტებისთვის ასევე მოულოდნელი იყო თეთრებით დიდოსტატ მერაბ გაგუნაშვილის (2619) ყაიმი ეროვნულ ოსტატ გიგა ყუფარაძესთან (2395). დანარჩენ ორთაბრძოლებში დაზავდნენ: ლუკა პაიჭაძე (2483)-დავით არუთინიანი (2578), კონსტანტინე შანავა (2560)-მალხაზ სულაშვილი (2497), დავით ჯოჯუა (2515)-თორნიკე სანიკიძე (2559), გიორგი მარგველაშვილი (2544)-დავით ბენიძე (2522). ლევან ფანცულაიამ (2610) შავი ფიგურებით ბაჩანა მორჩიაშვილს (2400) აჯობა, ხოლო თამაზ გელაშვილმა (2608) შოთა აზალაძე (2456) დაამარცხა.

დღეს განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა