ევროზონაში ჩამოცხა
"მარსელმა" ზედიზედ სამი მარცხი იწვნია და სამეულში ადგილი დაკარგა. ეს კი არა, მას უკვე მე-4 პოზიციასაც ეცილებიან. ამიტომაც მარსელო ბიელსას ბიჭებმა "ლორიანთან" აუცილებლად უნდა მოიგონ, მაგრამ ბრეტანელებს ქულები ასევე ჰაერივით სჭირდებათ, ისინი გასავარდნ ზონაში დაეშვნენ და "ველოდრომზე" არაფერს დათმობენ.

ბოლო 7 მატჩიდან 6-ის მოგებით თავმომწონე "ლილი" "პარი სენ-ჟერმენს" სტუმრობს და ნამდვილი გამოცდის ჩაბარება "პარკ დე პრენსზე" მოუწევს. რენე ჟირარის ბიჭებს ასე აქამდე რომ ეთამაშათ, ახლა მინიმუმ, ევროზონაში იქნებოდნენ. ლილელებს ათამაშება ცოტა დაუგვიანდათ. პსჟ-ს კი რაღა დარჩენია, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" ვერაფერს გახდა, საფრანგეთის ერთი თასი მოიგო, მეორეს ფინალამდე ჯერ დროა და შესაბამისად - სრული სვლით ლიგა ერთის ტიტულისკენ!

ლიონელები "რეიმსს" სტუმრობენ, უბერ ფურნიეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს პაექრობა, რომელიც გასაჭირშია, მაგრამ ფურნიე ვერაფრით დაეხმარება, რადგან თავადაც მოსაგები აქვს.

სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში. "მონპელიესაც" კი გაუჩნდა შანსი და როლან კურბისის გუნდს ახლა მძიმე მატჩი ელოდება "სენტ ეტიენთან". "ჟოფრე გიშარის" ბინადრებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის ამბიცია და რეალური შესაძლებლობა დაუბრუნდათ.

ხსენებულ ორ გუნდს შორის მყოფი "ბორდო" კი აუტსაიდერ "მეცს" უმასპინძლებს, ხოლო ბოლოადგილოსან "ლანსს" "მონაკო" სტუმრობს, რომელმაც გმირულად იბრძოლა "იუვენტუსთან", მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან მაინც გავარდა და იმისთვის, რომ მომავალ სეზონშიც ითამაშოს ამ ტურნირზე, ახლა ბოლომდე ლიგა 1-ზე უნდა გადმოერთოს.

ლიგა 1. XXXIV ტური

24 აპრილი

მარსელი-ლორიანი 22:30

25 აპრილი

პსჟ-ლილი 19:00

ბორდო-მეცი 22:00

კაენი-გენგამი 22:00

ევიანი-ბასტია 22:00

რენი-ნიცა 22:00

ტულუზა-ნანტი 22:00

26 აპრილი

სტ. ეტიენი-მონპელიე 16:00

ლანსი-მონაკო 19:00

რეიმსი-ლიონი 23:00

ბომბარდირები:

25 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 18 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 12 - ნაბილ ფეკირი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა