საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ ფრანგულ კლუბ "მონპელიესთან" კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ ფრანგულ კლუბ "მონპელიესთან" კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა. როგორც ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" იუწყება, გორგოძესთან მოლაპარაკება გუშინ მთელი დღე მიმდინარეობდა და გვიან ღამით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გორგოძეს წინასწარი შეთანხმება ჰქონდა დავით ქუბრიაშვილის "ტულონთან". ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნებათ ტულონელთა ხელმძღვანელებს.

"მონპელიეში" დარჩებიან 2014 წლის ივნისამდე გუნდის სხვა ლიდერებიც, მესამეხაზელი ფულენსე უედრაოგო და ცხრა ნომერი ჟულიენ ტომასი. არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდოდ, გუნდში დარჩება შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ჟღენტიც. კიდევ ერთ ქართველ პირველხაზელს, გოდერძი შველიძეს კი კონტრაქტი 2012 წლის ივნისში უმთავრდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, სად ითამაშებს ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე.

შეგახსენებთ, რომ გორგოძეზე დიდი ხანია საფრანგეთის უძლიერესი კლუბები, "ტულონი" და "მეტრო რასინგი" ნადირობდნენ, თუმცა "გულივერამ" ისევ "მონპელიეში" თამაში ამჯობინა, მით უფრო, რომ კლუბის ხელმძღვანელები, სამომავლოდ, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ისახავენ მიზნად და გუნდის გაძლიერებას აპირებენ.

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა