"უოტფორდი" პრემიერლიგაში დაბრუნდა
25 აპრილს ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის 8 შეხვედრა გაიმართა.

"მანჩესტერ სიტიმ" "ასტონ ვილას" უმასპინძლა, 3:2 მოუგო და პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გადავიდა, თუმცა მდევარ "არსენალს" ორი თამაშით ნაკლები აქვს გამართული, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედს" - ერთით.

შეხვედრის დებიუტში თავი სერხიო აგუერომ გამოიჩინა. 66-ე წუთზე "სიტის" უპირატესობა ალეკსანდარ კოლაროვმა გააორმაგა. ამის შემდეგ ტიმ შერვუდის გუნდმა გაიბრძოლა - ტომ კლევერლის და კარლოს სანჩესის გოლებით გაათანაბრა.

გამარჯვება მანუელ პელეგრინის გუნდს ფერნანდინიომ მოუტანა 89-ე წუთზე. სერხიო აგუერომ პრემიერლიგაში 21-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადავიდა. ჰარი კეინს 20 გოლი რჩება, მან "საუთჰემპტონთან" მატჩში მხოლოდ საგოლე პასი მიითვალა.

იხილეთ ვიდეო

მანუელ პელეგრინი (სიტი): "დღეს არც ისე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გუნდმა აჩვენა საბრძოლო განწყობა და ბოლომდე მოსაგებად იომა იმის მიუხედავად, რომ მეტოქემ თამაშის ბოლოსკენ გაათანაბრა. შედეგი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თამაშის ხარისხი".

"საუთჰემპტონისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებას ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, საბოლოოდ ფრე - 2:2.

"წმინდანები" 29-ე წუთზე გრაციანო პელემ დააწინაურა, მაგრამ იტალიელს მალევე ერიკ ლამელამ უპასუხა გოლით. 65-ე წუთზე პელემ კვლავ დააწინაურა რონალდ კუმანის გუნდი, მაგრამ ნასერ შადლიმ ხუთ წუთში გაათანაბრა.

მართალია, მარიო ბალოტელი ნოემბრის მერე პირველად მოხვდა "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ამან "წითლებს" ვერ უშველა, ისინი სტუმრად "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში ქულას გამორჩნენ - 0:0.

სტივენ ჯერარდმა პრემიერლიგაში მე-500 მატჩი ითამაშა, ის მე-12 ფეხბურთელია, ვინც 500-მატჩიან ზღვარს მიაღწია.

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ დამე ნდოიეს დუბლს, რომლის წყალობითაც "ჰალმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "კრისტალ პალასი".

ამასობაში ჩემპიონშიპში მოასპარეზე "უოტფორდმა" 88 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში თამაშის უფლება ნაადრევად დაიბევა. "უოტფორდი" პრემიერლიგიდან 2007 წელს გავარდა.

საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 2:2

გოლები: 1:0 პელე (29), 1:1 ლამელა (43), 2:1 პელე (65), 2:2 შადლი (70)

ბარნლი-ლესტერი 0:1

გოლი: ვარდი (60)

შენიშვნა: ტეილორმა (ბარნლი) ვერ გაიტანა პენალტი - 59

კრისტალ პალასი-ჰალი 0:2

გოლები: 0:1 ნდოიე (51), 0:2 ნდოიე (92)

ნიუკასლი-სუონსი 2:3

გოლები: 1:0 ა. პერესი (20), 1:1 ოლივეირა (45), 1:2 სიგურდსონი (49), 1:3 კორკი (71), 2:3 დე იონგი (87)

ქპრ-ვესტ ჰემი 0:0

სტოკი-სანდერლენდი 1:1

გოლები: 0:1 უიკჰემი (1), 1:1 ადამი (27)

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 0:0

სიტი-ასტონ ვილა 3:2

გოლები: 1:0 აგუერო (3), 2:0 კოლაროვი (66), 2:1 კლევერლი (68), 2:2 სანჩესი (85), 3:2 ფერნანდინიო (89)

1. ჩელსი - 76 ქულა; 2. სიტი - 67; 3. არსენალი - 66; 4. იუნაიტედი - 65; 5. ლივერპული - 58.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს