ფიფას პრეზიდენტის თქმით, ამაზე ფიფას რჩეულ თერთმეტეულში 8 ესპანელი და ლა ლიგის ფეხბურთელის ყოფნაც მეტყველებს
ფიფას პრეზიდენტს ზეპ ბლატერს მიაჩნია, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონი საუკეთესო ლიგაა მსოფლიოში და ამბობს, რომ პრემიერლიგამ მისგან უნდა ისწავლოს.

ბლატერმა ამის დასამტკიცებლად ფიფას მსოფლიოს თერთმეტეულში 8 ესპანელი ფეხბურთელის შესვლა და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ესპანეთის მიერ მოგება მოიყვანა, რაც იმას ამტკიცებს, რომ ლა ლიგა საუკეთესო შიდა ჩემპიონატია.

"ეს უძლიერესი ლიგაა მსოფლიოში. როდესაც ესპანეთის ნაკრების სასტარტო თერთმეტეულს უყურებ, ხედავ, რომ ყველა მათგანი ესპანეთში თამაშობს. ესპანურ ლიგას ასევე ადგილობრივი ფეხბურთელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს", - განაცხადა ბლატერმა.

ფიფას პრეზიდენტმა ჭრილობაზე მარილი დააყარა, აღნიშნა რა, რომ ფიფას მსოფლიოს რჩეულ გუნდში ინგლისიდან და პრემიერლიგიდან არც ერთი ფეხბურთელი არ არის, რაც მათი ჩემპიონატის სიძლიერეს ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა ბლატერმა დასძინა, რომ პრემიერლიგას თავისი პლუსები აქვს და მარკეტინგის მხრივ საუკეთესოა მსოფლიოში.

ფიფას რჩეული თერთმეტეული "ბარსელონას" ექვსი, მადრიდის "რეალის" ორი და დანარჩენი მილანის "ინტერის" ფეხბურთელებითაა წარმოდგენილი, რომელთაც ჟოზე მოურინიოსთან ერთად სამი ტურნირი მოიგეს.

ფეხბურთელებს შორის ლეო მესი არჩია, რომელმაც "ოქროს ბურთი" ზედიზედ მეორე წელს მოიპოვა და მისთვის ბრძოლაში თანაგუნდელებს, ინიესტას და ჩავის აჯობა. "ლეო მესი არის ის, ვისაც საოცარ ფეხბურთელს და კარგ ბიჭს ვუწოდებ. ის მართლა თავმდაბალი ადამიანია და არ მსახიობობს", - ამბობს ბლატერი.

ამასთან, ფიფას პრეზიდენტმა თქვა, რომ იმისთვის, რათა მესი დიეგო მარადონას შევადაროთ, ის არგენტინას მუნდიალის მოგებაში უნდა დაეხმაროს, როგორც ეს მარადონამ 1986 წელს გააკეთა.

"მესიც და მარადონაც, ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელია და შეუძლებელია უფრო მეტად ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ განსხვავება მათ პიროვნულ მახასიათებლებშია. ერთი მოქმედი ფეხბურთელია, მოკრძალებული ადამიანია და ექსტრავაგანტურობას არ ცდილობს, რაც მეორისთვის უცხო არ იყო", - ამბობს ბლატერი.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

ciyvi
სხვისი რა გითხრატ მაგარმ მე ამჟამად მარტო 2 გუნდის ყურება მანიჭებს სიამოვნებას, ბარსელონა და დორტმუნდის ბორუსია :)
thomas
აიი ცოტა აცადეთ ბუნდესლიგას ეხლა დაიწყეს და აიიი სულ რამოდენიმე წელში გერმანული ფეხბურთი იბატონებს მსოფლიოში !!!
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა