საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უკრაინაში გაემგზავრა, სადაც უკრაინელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
გიორგი დევდარიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრიბა, 26 აპრილს კი ჩვენი დელეგაცია კიევში გაემგზავრა, სადაც გუნდი 2 მაისამდე ელიტრაუნდისთვის კიევში მოემზადება და შეკრებასთან ერთად, უკრაინელ 19-წლამდელებთან ორ ამხანაგურ მატჩს (28 და 30 აპრილს) გამართავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მიზეზის გამო გუნდს უკრაინაში ვერ დაეხმარებიან ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები: გიორგი თევზაძე, ილია კერძევაძე, რომან ჭანტურია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი კილასონია, ხოლო ლუკა ზარანდია ტრავმას იშუშებს.

უკრაინულ შეკრებაზე გიორგი დევდარიანმა ნაკრებში ორი დებიუტანტი მიიწვია - ქუთაისის "ტორპედოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი ზაურ გოგუაძე და "საბურთალოს" თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი. პირველი - ქუთაისელთა რიგებში წლეულს გამოჩნდა და სპეციალისტებს თავი სითამამითა და კარგი თამაშით დაამახსოვრა. გოშთელიანი კი პირველი ლიგის ბომბარდირებში 25 გოლით მეორე ადგილზეა.

საინტერესოა, რომ სულ გუნდში პირველი ლიგის B ჯგუფის გამარჯვებული "საბურთალოდან" 8 მოთამაშეა, პლუს, "ქასიმფაშას" მეკარე ოთო გოშაძე, რომლის ტრანსფერიც სწორედ "საბურთალოს" ეკუთვნის. უკრაინაში გუნდი ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი);

მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გია ჩაბრაძე (ყველა - საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), ზურაბ ჯაფიაშვილი (დინამო, თბ), გიორგი დუმბაძე (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, ლადო მამუჩაშვილი (ორივე - საბურთალო), ლადო მოხევიშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ზაურ გოგუაძე (ტორპედო), ბექა ჭკუასელი (დინამო, ბთ);

თავდამსხმელები: გიორგი ხორხელი, გურამ გოშთელიანი (ორივე - საბურთალო), გიორგი ბერიძე, მათე კვირკვია (ორივე - ზესტაფონი), აკაკი შულაია (მერანი).

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებს 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისი უმასპინძლებს, ჩვენი მეტოქეები კი ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან. საბერძნეთში დაგეგმილ ფინალურ ეტაპზე (6-15 ივლისს) მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოხვდება.

ამ შეხვედრებისთვის უკრაინის ნაკრებში გამოიძახეს ბექა ვაჩიბერაძეც, რომელმაც ახლახან დონეცკის "შახტარის" რიგებში იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

სხვათა შორის, ოლექსანდრ გოლოვკოს გუნდიც ელიტრაუნდისთვის ემზადება. 29 და 31 მარტს ამ გუნდმა საბერძნეთთან ამხანაგური მატჩები ფრედ დაასრულა (2:2 და 1:1). დონეცკის "შახტარის" ქართველმა ნახევარმცველმა პირველი შეხვედრა გამოტოვა, მეორეში კი მოედანზე შეცვლაზე შევიდა და 67-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"საბურთალოს" ფეხბურთელი იჯარით გორის "დილაში" ითამაშებს
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
"საბურთალო": გურამ გოშთელიანი ისრაელში მკურნალობს
"მთელი ყურადღება ოქრიაშვილზეა" - ქართველები ერთმანეთის პირისპირ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
მერანი-ჩიხურა 3:2 - მოსალოდნელი მოულოდნელობა [VIDEO]
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
ბოლნისის "სიონი" გადახალისდება
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
"საბურთალომ" ზურაბ არზიანი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"რუსთავის" ფეხბურთელმა მეკარესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა [VIDEO]
"საბურთალო" ბულგარულ შეკრებაზე ადგილობრივ "მონტანასთან" ფრეს დასჯერდა
ოთო გოშაძე ბათუმის "დინამოდან" ბოლნისის "სიონში" გადავიდა
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
ქუთაისელმა ფანებმა "დინამო"-"ტორპედოს" ამხანაგური მატჩი ჩაშალეს
ქართველი ფეხბურთელის სოლიდარობის ჟესტი გატანილი გოლის შემდეგ [VIDEO]
ოთო გოშაძემ "დინამო თბილისი" დატოვა