გასულმა უქმეებმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, ტრადიციულად, საინტერესოდ ჩაიარა
გასულმა უქმეებმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, ტრადიციულად, საინტერესოდ ჩაიარა. 25-26 აპრილს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში, ბრინჯაოს ლიგის მერვე ტურის გარდა, ვერცხლის ლიგის წრიული ეტაპის ბოლო ტურის დარჩენილი შეხვედრები და ოქროს ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი დაპირისპირებები გაიმართა.

ბრინჯაოს ლიგის პლეი ოფში გამსვლელი 10 გუნდის ვინაობა საბოლოოდ ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა. განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციაა ამ მხრივ "ა" ჯგუფში, სადაც მომდევნო ეტაპის საგზური მხოლოდ ერთ გუნდს აქვს განაღდებული.

მფკ "ტატიშვილმა", როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად, 10-4 დაამარცხა "კრედო-ქვემო ქართლი" და ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ევროკრედიტმა", რომელმაც "ბი პი 2" დაამარცხა - 4-0 და ხუთეულში მოსახვედრად ბოლო ტურში გამარჯვება ესაჭიროება.

უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და თბილისის მერიის გუნდების დაპირისპირება. ორივე გუნდის უამრავი მცდელობის მიუხედავად, შეხვედრა მათთვის "არასასურველი" შედეგით, ფრედ - 2-2 დასრულდა და ამ გუნდების მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსები მხოლოდ თეორიულია.

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა მფკ "პალერმოსა" და "ბიბლუსს" შორის. მინი-ფეხბურთის ვეტერანებით და მათი მეგობრებით დაკომპლექტებულმა "სიცილიელებმა" არად ჩააგდეს მეტოქის ფავორიტის სტატუსი და 4-1 გაიმარჯვეს. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში ორივე გუნდს თითო ქულაც ჰყოფნის.

"ა" ჯგუფისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი საგზურის ბედი უნდა გაირკვეს "ბ" ჯგუფის ბოლო ტურში. კვლავ დაუმარცხებლად აგრძელებს ასპარეზობას კასპის "გენერალი", რომელიც "რეგიონალურ დერბიში" მცხეთის "გუჯარს" დაუპირისპირდა და ფრედ - 2-2 ეთამაშა.

კასპელების მსგავსად, წაუგებელია და 20 ქულა აქვს "საქართველოს ფოსტას", რომელიც ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება. პლეი ოფში ითამაშებენ ასევე VIVUS.GE და "პალიტრა". ამ უკანასკნელმა "ბაქსვუდი 2"-ს სძლია - 4-1, ხოლო "ვივუსმა" კვირას "ჯო ენი" დაამარცხა - 6-2.

რაც შეეხება ბოლო საგზურის ბედს, იგი მცხეთის "გუჯარისა" და "მედიქლაბჯორჯიას" ბოლო ტურში გასამართ დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს. გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი ხუთეულის საგზურს გაინაღდებს. არსებობს იმის შანსიც, რომ თუ ეს დაპირისპირება ფრედ დასრულდა და "ჯო ენმა" ბოლო ტურში "გენერალს" მოუგო, 1/8-ფინალში სწორედ მათ ითამაშონ. სხვა შემთხვევაში მცხეთელებს ფრეც აძლევთ ხელს, ვინაიდან ისინის ბურთების უკეთესი სხვაობით ჯობნიან მეტოქეს.

25-26.04.2015. ბრინჯაოს ლიგა. VIII ტური

ა ჯგუფი

BP 2 - ევროკრედიტი 0-4

სდსს - მერია 2-2

მფკ ტატიშვილი -კრედო-ქვ. ქართლი 10-4

MFC PALERMO - ბიბლუსი 4-1

ბ ჯგუფი

მეგაკო - საქართველოს ფოსტა 0-3

გენერალი (კასპი) - გუჯარი (მცხეთა) 2-2

მედიქლაბჯორჯია - კარფური 2-1

ბაქსვუდი 2 - პალიტრა მედია 1-4

26.04.2015

VIVUS.GE - ჯო ენი 6-2

ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი), პაატა ჩახაია (ჯო ენი) - 16, ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) - 15, გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა) - 14, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა), ირაკლი კირვალიძე (ბიბლუსი) - 13

ვერცხლის ლიგის 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია. ბოლო ტურის დარჩენილმა სამმა შეხვედრამ ყოველგვარი სიურპრიზის გარეშე ჩაიარა. "კრედომ" იოლად, 5-1 დაამარცხა დისკვალიფიკაციებით შესუსტებული "სნიკერსი" და ცხრილში მეორე პოზიცია დაიკავა.

მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა GWP-მ, რომელმაც "ბანკ რესპუბლიკას" მოუგო იოლად - 7-0. მეოთხე ადგილით ითამაშებს პლეი ოფში "ბი პი ჯორჯია", რომელმაც "პროკრედიტ ბანკს" სძლია - 4-0.

26.04.2015. ვერცხლის ლიგა. XIII ტური

ბანკი რესპუბლიკა - GWP 0-7

კრედო - სნიკერსი 5-1

პროკრედიტ ბანკი - BP GEORGIA 0-4

საბოლოოდ გუნდები 1/4-ფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

საქართველოს ბანკი 2 - ბანკი რესპუბლიკა

კრედო - ტატიშვილი

GWP - ვითიბი 2

BP GEORGIA - სნიკერსი

ორრაუნდიანი დაპირისპირებები 10 და 24 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება დანარჩენ ექვს გუნდს, ისინი ბრინჯაოს ლიგის პლეი ოფში განაგრძობენ ასპარეზობას.

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ზურა ცერცვაძე (კრედო) - 29, ლაშა ჯოხაძე ( საქართველოს ბანკი 2) - 27, ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 26, გიორგი აფციაური (GWP) - 25.

ოქროს ლიგაში კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული განაგრძობს.

1/4-ფინალის განმეორებითი შეხვედრები განსაკუთრებული სენსაციის გარეშე დასრულდა.

"ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურამ" მეორე შეხვედრაშიც დიდი ანგარიშით (12-3) დაამარცხა "ბორჯომი". შედეგიანი ფრე დაფიქსირდა "ნატახტარისა" და "ერისთავის" დაპირისპირებაში - 5-5. პირველი შეხვედრა "ნატახტარს" 5-1 ჰქონდა მოგებული.

რაც შეეხება კიდევ ორ ¼-ფინალურ დაპირისპირებას, ისინი უაღრესად დაძაბულად წარიმართა.

პირველ შეხვედრაში "ვითიბი ბანკთან" მოგებული 3-1 შემდეგ "ევროპაბეთმა" განმეორებითი მატჩი მინიმალური სხვაობით - 0-1 დათმო, თუმცა ეს გამარჯვება "ბანკირებისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა.

"საქართველოს ბანკისა" და "პრივატ ბანკის" "საბანკო დერბიში" კი გამარჯვებულის გამოსავლენად 7-მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო. პირველ მატჩში ნაჩვენები ფრე (1-1) გუშინდელ შეხვედრაში გუნდებმა თითო ბურთით გააუმჯობესეს - 2-2.

უგოლოდ დასრულდა დამატებითი 5-წუთიანი ტაიმიც. 7-მეტრიანები კი "საქართველოს ბანკის" ფეხბურთელებმა შეასრულეს უკეთ და სერიაში 6-4 იმარჯვეს.

26.04.2015. ოქროს ლიგა. 1/4-ფინალი (განმეორებითი)

GM ჭიათურა - ბორჯომი 12-3 (8-0)

ვითიბი ბანკი - ევროპაბეთი 1-0 (1-3)

საქართველოს ბანკი - პრივატბანკი 2-2 პენ. 6-4 (1-1)

ნატახტარი - ერისთავი 5-5 (5-1)

1/2-ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

GM ჭიათურა - ევროპაბეთი

ნატახტარი - საქართველოს ბანკი

მატჩები 17 და 31 მაისს გაიმართება.

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 14, მიხეილ გოგბერაშვილი (GM ჭიათურა) - 12, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) - 11

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!
SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!