"ცხინვალის" მთავარი მწვრთნელის მთავარი საზრუნავი გუნდში დღევანდელი შემადგენლობის შენარჩუნებაა
"ცხინვალმა" თბილისის "დინამოს" 4:1 მოუგო და ამით ჩემპიონობისკენ გზა გორის "დილას" გაუხსნა, ხოლო თავად ევროპა ლიგაზე მოხვედრის იმედი შეინარჩუნა. კლუბის პრეზიდენტი მურთაზ შელია იმედოვნებს, რომ წინსვლის პარალელურად, "ცხინვალის" ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდება.

"ბიჭებმა ძალიან მოინდომეს, მაგრამ "დინამოსთან" 3 ქულის ასაღებად მხოლოდ მონდომება არ კმარა. ასეთ შეხვედრებში ჩნდება, რა შეუძლია გუნდს და რა პოტენციალი გააჩნია.

მე მხოლოდ მოგება არ მახარებს - ისიც გამოჩნდა, რომ მწვრთნელი სწორად მუშაობს და "ცხინვალიც" სწორი მიმართულებით მიდის. სეზონს ჩავამთავრებთ და თუ ევროპა ლიგაზე გავედით, იმედია, მერე გუნდს უკეთესი პირობებიც ექნება და სასიამოვნო სიახლეებსაც შეიტყობთ.

ჩვენ საკუთარი ბაზა არ გაგვაჩნია. ეს პრობლემა ბევრ ქართულ გუნდს აწუხებს, მაგრამ ახლა მთავრობის დონეზე მიდის მოლაპარაკება, რომ "ცხინვალს" საამისოდ ტერიტორია გამოუყონ და ბაზა ავაშენოთ", - ამბობს შელია.

"ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა კი არ მალავს, რომ "დინამოსთან" თამაშის შემდეგ ორმაგი განწყობა ჰქონდა:

"ამ გუნდთან შეხვედრას ყოველთვის მღელვარებით ველი, რადგან "დინამო" ჩემთვის ყველაფერია.

არავის ეწყინოს, მაგრამ თუ ვინმე უნდა გახდეს ჩემპიონი, მიმაჩნია, რომ ეს, უპირველესად, სწორედ "დინამო" უნდა იყოს. მის წინააღმდეგ თამაში და მოედანზე გუნდის გაყვანა ყოველთვის მიჭირს.

მაგრამ რას ვიზამთ, დღეს "ცხინვალი" მაბარია და მის წარმატებაზე ვზრუნავ. თანაც, ეტყობა, ეს ჩვენი დღე იყო, რადგან ყველაფერი გამოგვდიოდა".

გამოცდილი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ "ცხინვალს" თამაშის გაუმჯობესებაც შეუძლია და საამისო პირობასაც ასახელებს:

"ჩვენ კიდევ გვყავს მოთამაშეები, რომელთაც ჩვენი თამაშის გაძლიერება შეუძლიათ, მაგრამ ამჟამად ვერ გვეხმარებიან - არაბული, ფანცულაია, მარკოზაშვილი, ქოჩლაძე... გუნდს პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

ზრდა რომ არ შეჩერდეს, საამისოდ მთავარია, დღევანდელი შემადგენლობა შევინარჩუნოთ. ბევრი ახალგაზრდა გვყავს და მათ დიდი შრომა დასჭირდებათ, პოტენციალი სრულად რომ გამოავლინონ. მაგრამ მათ მოედანზე გასვლა და ბრძოლა სწყურიათ. სელექციისას ამ მნიშვნელოვან ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებთ და მიმაჩნია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს სწორედ ეს გამოარჩევთ".

თბილისის "დინამოსთან" მატჩში ცხინვალელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი ივანიშვილი - მან პირველ ტაიმში წონასწორობა აღადგინა, მეორეში კი ის კომბინაცია განავითარა, რომელმაც მისი გუნდი დააწინაურა.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ზაფხულში გადაწყდება, დარჩება "ცხინვალში" თუ კარიერას უცხოეთში გააგრძელებს:

"როცა ასეთ გუნდს ხვდები, ძნელია, თავიდანვე შეუტიო, მაგრამ გამოჩნდა, რომ შეტევები კარგად გამოგვდიოდა და მიხარია, "დინამოს" რომ მოვუგეთ. ისიც დავინახეთ, ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი რომ აქვს.

ფეხბურთიდან ერთი წლის წასული ვიყავი და "ცხინვალმა" სპორტული ჟინი და მოტივაცია დამიბრუნა. კარგი ბიჭებიც გვყავს და სამწვრთნელო შტაბიც მშვენივრად მუშაობს.

თუ უცხოეთიდან რეალური წინადადება მექნება, სიამოვნებით წავალ. საქართველოში თუ დავრჩი, ისევ "ცხინვალში" თამაში მირჩევნია. მთავარია, რომ ტრავმა მოვირჩინე და ფორმაში შევდივარ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tarasi
რა კაჭარავა და რა გეგუჩაძე, შეუქმნას შესაბამისი პირობები და ჩამოიყვანოს ფიფიამ შოთა არველაძე,ასევე ის ქართველი იგროკები რომლებიც უცხოეთში თამაშობენ.
მერაბი
კაჭარავა, მეტის მეტი ნუ მოგდის და მეტის მეტად ნუ ეპათხალიმები თბილისის "დინამოს"/ანუ ფიფიას/ალბათ "დინამოს"მთავარი მწვრთნელობა გინდა და მიტომ/ხვდები რომ წელს"დინამო" ჩემპიონი ვერ გახდება და გინდა სიტუაციით ისარგებლო გოგოჩაიშვილის გაგდების ხარჯზე/. რატომ გგონია,რომ "დილას " ან ბათუმის"დინამოს" არ მოუხდება ჩემპიონობა? დიდი ალბათობით ასეც იქნება.
კლიმენტი
გაუკუღმართებული აზროვნების მსხვერპლი ხარ შენ ჯიმა: რა უბედურებაა? რატომ უნდა გახდეს თბილისის "დინამო"?
ფერნანდო
ჯობია გეგუჩაძეს დაუძახონ.
გოგი
ანუ დამნშნეთ დინამოს მწრთვნელადო!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ლაშა ლომიძე და ანა შელია დაინიშნენ
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"ვაჩვენეთ ყველაფერი საუკეთესო, რაც კი ქართულ ფეხბურთს ჰქონდა..."
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა
"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
მურთაზ შელიას ქალიშვილი პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა [PHOTO]
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...