"ვიტ ჯორჯიის" ტანმაღალი ფორვარდის აზრით, გუნდს ცოტა მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა
ფოტოზე: ელგუჯა ლობჯანიძე დინამოელთა წინააღმდეგ

საქართველოში დღეს თვითმყოფადი ფორვარდების დიდი დეფიციტია. ფაქტია, ყველა გამორჩეულ თავდამსხმელს ბოლომდე უნდა ჩავეჭიდოთ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს "ვიტ ჯორჯიის" თამაში, დაგვეთანხმება - ელგუჯა ლობჯანიძე ასეთ შემტევთა რიგს მიეკუთვნება.

ტანმაღალი ფორვარდი ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის, ფიზიკურად ძლიერია და არც საგოლე ალღო დაეწუნება.

24 წლის ლობჯანიძემ შესანიშნავად ითამაშა "სიონთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში და მისი გუნდის გამარჯვებაში (2:0) ლომის წილი მარტო გატანილი გოლით როდი დაიდო...

- ფეხბურთის თამაში საფეხბურთო სკოლა "სიხარულში" დავიწყე, - გვითხრა ელგუჯა ლობჯანიძემ საუბრის დასაწყისში. - ჩემი პირველი მწვრთნელი ცხონებული შუქრი ჭუმბურიძე იყო. ამის შემდეგ გადავედი თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში. უმცროსი თენგიზ სულაქველიძე მავარჯიშებდა. მერე ვახტანგ კოპალეიშვილთან გადავინაცვლე, სულ ბოლოს კი დიდმა თენგიზ სულაქველიძემ გამიწია რეკომენდაცია "ვიტ ჯორჯიაში". კლუბის ყველა საფეხური გავიარე.

- საქართველოს ჩემპიონატში თქვენებრ ტანმაღალი შემტევი ბევრი არ არის. ზუსტად რა სიმაღლის ხართ?

- 194 სანტიმეტრი ვარ.

- როგორ ფეხბურთს ანიჭებთ უპირატესობას?

- უფრო ისეთს, რომელშიც ჩემი ფიზიკური მონაცემების, ჩემი სიმაღლის გამოყენება შემიძლია.

- დღეს ბევრ ფეხბურთელს აქვს რეჟიმის დაცვის პრობლემა საქართველოში. ეკუთვნით თუ არა ბოლომდე ფეხბურთს?

- შემიძლია გულზე ხელი დავიდო და ვთქვა - ელგუჯა ლობჯანიძე თავიდან ბოლომდე ეკუთვნის ფეხბურთს. ვიცი, რომ რეჟიმის დაცვა წარმატების მიღწევის მთავარი წინაპირობაა.

- რას იტყვით "ვიტ ჯორჯიის" შანსებზე? შეინარჩუნებს გუნდი ადგილს უმაღლეს ლიგაში?

- ფაქტია, შანსი არსებობს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. თუნდაც "სიონთან" მატჩმა გვიჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია.

- რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში თუ გითამაშიათ?

- არა, არც ერთში.

- თქვენი სტილის ფორვარდებიდან ყველაზე მეტად ვისი თამაში მოგწონთ?

- ზლატან იბრაჰიმოვიჩის. მას ძალიან ბევრი შეუძლია. ვცდილობ ხოლმე კიდეც, მის სტილში ვითამაშო.

- როდისმე მინდორზე თქვენთვის ზლატანი ან "იბრა" ხომ არ დაუძახია ვინმეს?

- ზლატანს და "იბრას" არა, მაგრამ ერთი პერიოდი ჟიგიჩს კი მეძახდნენ. გემახსოვრებათ, იყო ასეთი ტანმაღალი სერბი ფორვარდი. ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ.

- ვუყურებ თქვენს თამაშს და მიჩნდება განცდა, რომ ცოტაც და თვისობრივად ახალ დონეზე გახვალთ. გჯერათ ამის?

- ბევრი რამეა აქ გასათვალისწინებელი და სათვალავში ჩასაგდები. მე ცდას არ დავაკლებ. შინაგანად მჯერა, რომ გაცილებით მეტი შემიძლია.

- რას იტყვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონეზე? არის კი იმის საშუალება, რომ აქ ფეხბურთელმა პროგრესი განიცადოს?

- ჩვენი ჩემპიონატი ყველას გვიყვარს, თუმცა ასევე ყველამ ვიცით, რომ აქ უამრავი პრობლემაა. რას ვიზამთ, ერთი ან ორი კაცის სურვილი ვერაფერს შეცვლის. რჩება ერთადერთი არჩევანი - ფეხბურთელმა, თუ მას პროგრესი სურს, რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და გარეშე ფაქტორებს ნაკლებად უყუროს.

- ოდესმე საზღვარგარეთიდან თუ გქონიათ შემოთავაზება?

- არა. არც მიფიქრია ჯერ ამაზე. ჩემი აზრით, ჯერ საქართველოში მაქვს რაღაც დასამტკიცებელი.

- როგორი მცველების წინააღმდეგ გიადვილდებათ თამაში?

- გაგიკვირდებათ და, რაც უფრო მაღალია მცველი, მით უფრო მიადვილდება მის წინააღმდეგ თამაში.

- რა არის თქვენი მთავარი ნაკლი?

- მეტი მოძრაობა, მეტი სირბილი მმართებს. ჩემი აღნაგობის ფეხბურთელებზე გავრცელებულია აზრი, თითქოს ისინი ბევრს ვერ დარბიან. მე არ ვეთანხმები ამ კლიშეს და ვმუშაობ ნაკლის გამოსასწორებლად.

- როგორ ფიქრობთ, ამ ფორმაციის "ვიტ ჯორჯიას" მეტი არ შეუძლია?

- ბოლო ადგილზე ნამდვილად არ უნდა ვიყოთ. რამდენჯერმე მეტოქემ გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა. სათითაოდ რომ ავიღოთ ჩვენი გუნდის მოთამაშეები, ყველას აქვს პერსპექტივა. იყო შემთხვევები, როცა აშკარად ფორტუნამ გვაქცია ზურგი. მჯერა, რომ მეტი შეგვიძლია.

- რა შეიცვალა თენგიზ კობიაშვილის მწვრთნელად მოსვლის შემდეგ და როგორ დაახასიათებთ ყოფილ დამრიგებელ ზურაბ ბერიძეს?

- თენგიზი ახალგაზრდა მწვრთნელი და კარგი პიროვნებაა. მჯერა, მისი ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯია" წარმატებას მიაღწევს. ალბათ, "ახალი სისხლი" იყო საჭირო.

რაც შეეხება ზურაბ ბერიძეს, მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი გუნდისთვის. მწვრთნელის ბრალი არაა, შედეგი რომ არ იყო სახარბიელო. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა - ცოტა მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით.

- ხშირად ტრიბუნიდან ისე ჩანს, რომ "ვიტ ჯორჯია" ზედმეტად ემოციური გუნდია: არანაირად - თავხედი, მაგრამ - ემოციური. ეთანხმებით ამ შეფასებას?

- უნდა დაგეთანხმოთ, კარგად შეგისწავლიათ ჩვენი გუნდი (იცინის). ალბათ, ესეც გამოუცდელობის ბრალია. ახალგაზრდები ვართ და თავი სულ მართალი გვგონია. მგონი, ეს ისეთი ნაკლია, რომლის წამლობაც შეიძლება. გუნდი "დაღვინდება" და ამას ეშველება. ისე, მართლაც არის პრობლემა - უკეთესია, ის ენერგია თამაშზე გადავანაწილოთ.

- დაბოლოს, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის შეფასება უნდა გთხოვოთ...

- არ ველოდი ასეთ დაძაბულობას. როგორც ზემო, ისე ქვემო ეშელონში დიდი ბრძოლაა. ცუდი ისაა, რომ არის ფინანსური პრობლემები. მაგალითად "ზესტაფონის" ამბავი გამოგვადგება. მინდა ვისურვო, რომ ჩვენს ჩემპიონატში რაც შეიძლება ნაკლები იყოს ფინანსურად გაჭირვებული გუნდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi1982
ჯერო არ ვაპირებო აქ მაქ დასამტკიცებელიო :))))) საქართველოს ჩემპიონატის ბოლოადგილოსანის ფორვარდზე რატო უნდა დაწერო სტატია :)))))))))))) წარმატებები ამ ბიჭს მაგრამ არ ჯობია ჯერ თუნდაც სამეულისთვის მებრძოლ გუნდში გადავიდეს, ბომბარდირობისთვის იბრძოლოს ჩვენდა საუბედუროდ ამ ჭ კლასის ჩემპიონატში და მერე დაწეროთ სტატია? იუმორის გრძნობა აქ ავტორს აშკარად :)))
Saba
- როდისმე მინდორზე თქვენთვის ზლატანი ან "იბრა" ხომ არ დაუძახია ვინმეს? - ზლატანს და "იბრას" არა, მაგრამ ერთი პერიოდი ჟიგიჩს კი მეძახდნენ. გემახსოვრებათ, იყო ასეთი ტანმაღალი სერბი ფორვარდი. ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ. სასწაული კითხვა და სასწაული პასუხი. ეხლა თუ მიხვდა რო პროგრესია საჭირო საღოლ. არც ისაა მთლად მართალი რო წერია საზღვარგარეთზე არ მიფიქრიაო :დდდდდდდ
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
ყველამ იცოდეს, რა ადამიანია კვირკველია! - თენგიზ სულაქველიძე უცნობ ამბავს ჰყვება
აქ თამაშს აზრი არ აქვს - ოთარ ხიზანეიშვილი ფეხბურთიდან წავიდა...
თენგიზ კობიაშვილი: მიზნად პრო ლიგა 1-ში გადასვლა დავისახეთ
ვიტ ჯორჯია-სამტრედია 0:1 - ზამთარაძემ გაზაფხული სამი ქულით დაიწყო
"შუქურას" თენგიზ კობიაშვილი აღარ გაწვრთნის
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
"ვიტ ჯორჯია" მწვრთნელის გარეშე დარჩა - ვინ შეცვლის ზურაბ ბერიძეს?
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
ფეხბურთელის ბედი: სად ხარ, მათე?! ოკუპაციის შემდეგ დაკარგული ღვინიანიძე
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
სანამ მათემატიკური შანსი იქნება, ვიბრძოლებთ - "ვიტ ჯორჯია" თენგიზ კობიაშვილმა ჩაიბარა
სამტრედია-ტორპედო 2:1 - ოქროს შეცვლა [VIDEO]
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: ეპიცენტრი თბილისსა და ქუთაისში
"შუქურას" მწვრთნელად თენგიზ კობიაშვილი დაინიშნა
ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება
ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს