ხერმან დენისის მუშტი და ანტუან გრიზმანის ვარცხნილობა

იტალია

ტურინული დერბის უსიამოვნებანი

მართალია, "ტორინოს" "იუვენტუსისთვის" 20 წლის განმავლობაში არ მოეგო, მაგრამ ტურინულ დერბის ფსევდო-დერბის მაინც ვერავინ უწოდებს. თუ "ტორო" ვერ ახერხებდა "იუვეს" გამწარებას, სამაგიეროდ, "ტოროს" ფანები ამას ყოველთვის ახერხებდნენ ხოლმე, ახლა კი ისე მოხდა, რომ ტიფოზებთან ერთად, დიდი "იუვენტუსი" თვით "ტორინოს" ფეხბურთელებმაც კი გაამწარეს.

მატჩს წინ უძღვოდა ძალიან სერიოზული შეტაკებები. "ტორინოს" ულტრასებმა "იუვეს" ავტობუსს ქვები, კვერცხები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს და იმდენი მოახერხეს, რომ ორმაგად დაცული მინები ჩაუმსხვრიეს. "იუვენტუსის" ავტობუსს ორმაგი მინები იმიტომ აქვს, რომ გასვლით შეხვედრებში სხვადასხვა იტალიური კლუბის ქომაგები ხშირად ესვრიან ხოლმე არა მარტო კვერცხებს, არამედ საკმაოდ მძიმეწონიან ქვებსაც.

ეს განსაკუთრებით ხშირად ნეაპოლში ხდება, სადაც "იუვენტუსს" და ზოგადად, ჩრდილოეთ იტალიის კლუბებს დასანახად ვერ იტანენ. უშუალოდ დერბის დროს კი "იუვეს" ფანებმა იძიეს შური და "ტორინოს" ულტრასები პიროტექნიკის კვამლში გაახვიეს. ათი ტიფოზი დაშავდა - საბედნიეროდ, მსუბუქად.

მატჩის შემდეგ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ განაცხადა, ამიერიდან ძალადობისკენ მიდრეკილ გულშემატკივრებს ოდნავადაც აღარ დავინდობთო და მათ ნულოვანი ტოლერანტობით დაემუქრა.

მაგრამ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, რომ მას ასეთი რამ შედარებით ადრე ეთქვა და სიტყვისთვის საქმეც მიეყოლებინა. ასე კი, მიუხედავად იმისა, რომ "ტოროს" საკმაოდ გაუმართლა, "იუვეს" რომ მოუგო, ამ გუნდის გამარჯვებაზე მეტად ის ძალადობანი გახდა აღსანიშნავი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

არადა, "ტორომ" "იუვე" 20-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაამარცხა - რამხელა ამბავია?!

დენისის მუშტი "ემპოლის" გასახდელში

ტურინელ ხულიგნებს არც ბერგამოს "ატალანტას" თავდამსხმელი ხერმან დენისი ჩამორჩა, რაც, პრინციპში, არცაა გასაკვირი, რადგან მას მეტსახელად "ტანკს" ეძახიან.

როგორც ამბობს და როგორც ირკვევა, "ემპოლისთან" მატჩის დროს ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი მცველი ლორენცო ტონელი მას იმდენად ხშირად და ისე ძლიერად უშლიდა ნერვებს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ დენისმა "ემპოლის" გოლით დასჯა არ იკმარა და მეტოქე გუნდის გასახდელს მიაშურა.

სანამ გეტყოდეთ, რა მოხდა "ემპოლის" გასახდელში, ის უნდა ვთქვათ, რომ როგორც ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა გამოარკვიეს, ლორენცო ტონელი ხერმან დენისს მთელი მატჩის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მისი მოკვლით და მისი ოჯახის ამოწყვეტით ემუქრებოდა.

ახლა კი მთავარი: ერთი სიტყვით, მატჩის შემდეგ დენისმა "ემპოლის" გასახდელის კარზე მიაკაკუნა და როცა გაუღეს, ღრიალით შევარდა და თავისი მძლავრი მუშტით ტონელის სიფათში მაგარი მოსდო! შედეგი: ხერმან დენისი-ტონელის ცხვირი 1:0.

ჩვენდა სამწუხაროდ, მომხდარის ფოტო ან ვიდეო არავის გადაუღია და ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა ამიტომაც შექმნეს კომიქსი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. ასეთი საქციელისთვის "ატალანტამ" დენისი მსუყე ფულადი ჯარიმით დასაჯა, ლეგაკალჩოსგან კი არგენტინელს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

"მე თუ მკითხავთ, დენისს საერთოდ სტადიონზე შესვლა უნდა აუკრძალონ, - ეს "ემპოლის" სპორტული დირექტორის, მარჩელო კარლის სიტყვებია, რომელიც დასძენს. - მართალია, ტონელიმ პირი ნაღდად აიმყრალა, მაგრამ ნუთუ დენისი სერიოზულად ფიქრობდა, რომ ის მის ოჯახს მართლაც ამოწყვეტდა?"

როგორც ჩანს, კი!

ინძაგი ჟურნალისტების წინააღმდეგ

"მილანი" ისევ დასჯილია - ფილიპო ინძაგიმ "უდინეზესთან" წაგებული და სამარცხვინოდ ჩატარებული მატჩის შემდეგ შეგირდები "მილანელოზე" გამოკეტა და ლექციებს უკითხავს.

საინტერესოა, რას ეუბნება ფილიპო ფეხბურთელებს, ფაქტი კი ის არის, რომ "უდინეზესთან" "მილანს" კარში პირველი ზუსტი დარტყმის განსახორციელებლად 88 წუთი (!) დასჭირდა.

მატჩის შემდეგ ინძაგიმ "სქაის" მიკროფონში კბილებში გამოსცრა:

"დღეს ისე ცუდად ვთამაშობდით, რომ ალბათ, მსოფლიოს ნებისმიერ კლუბთან წავაგებდით. დღეს ჩემმა ფეხბურთელებმა არ დაიმსახურეს ის, რომ "მილანის" ფორმა ეცვათ. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, შესვენებაზე ყველა მოთამაშეს შევცვლიდი! არადა, რა კარგად ჩავატარეთ წინა ცხრა შეხვედრა..."

ამის თქმა იყო და ინძაგის სტუდიიდან მაშინვე რეპლიკა ესროლეს - 9 თამაში გადაჭარბებული ხომ არ არისო, რაზეც პიპო მაგრად აიჭრა და ასეთი პასუხი გასცა:

"მოიცათ ერთი წუთით, 9 თამაში ვინ ახსენა? მე ვთქვი? თქვენ ყოველთვის სიტყვებს დასდევთ და სიტყვებს ეკიდებით!"

ოჰ, ეს ბოროტი ჟურნალისტები.

ინგლისი

ჟოზემ ავტობუსი ისევ დაქოქა

ჟოზე მოურინიომ თავისი "ავტობუსი" ისევ ამოქოქა, პირდაპირ "არსენალის" სტადიონზე შეაყენა და პირველ ტაიმში ერთ კართან ეყენა, მეორეში - მეორესთან. მართალია, სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით, ისეთივე მოსაწყენი სანახაობაა, როგორც ნაცარქექიაზე გადაღებული რეალითი–შოუ იქნებოდა, მაგრამ ეფექტიანი კი ნამდვილად არის და თანაც, როგორ!

"ჩელსიმ" "არსენალთან" თავისი 0:0 კბილებითა და ფრჩხილებით დაიცვა. შესაბამისად, ლოგიკურია, "არსენალის" ფანები "ჩელსის" ასეთ სიმღერას რომ უმღეროდნენ: "მოსაწყენი, მოსაწყენი, მოსაწყენი "ჩელსი".

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჟოზეს სწორედ ამ თემით აგდება სცადეს. ეუბნებოდნენ, თქვენ ფეხბურთს ფეხბურთთან კავშირი არ ჰქონდა, 11 კაცით თავის დაცვა ხომ მართლაც ძალიან მოსაწყენი სანახაობააო.

ამის გამგონე მოურინიომ, როგორც სჩვევია, ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო:

"იცით, რა არის სინამდვილეში მართლაც მოსაწყენი?” - კბილებში გამოსცრა პორტუგალიელმა, - თუნდაც ის, რომ 10 წელი ტიტულს ვერ მოიგებ. აი, ეს არის მართლა მოსაწყენი".

მოურინიოს თავისი სიმართლე აქვს. ფინიშამდე 5 ტურით ადრე მისი "ჩელსი" 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. თანაც, თავად ვენგერსაც არ უვარგა სტატისტიკა მოურინიოსთან.

თავად განსაჯეთ: 14 შეხვედრაში, რომელიც ვენგერმა ჟოზეს წინააღმდეგ ჩაატარა, ფრანგს პორტუგალიელი ერთხელაც არ დაუმარცხებია...

სატრანსფერო რჩევები ვან გაალს

წინა კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გულშემატკივრებს შეხვდა. შეხვედრაზე ჰოლანდიელს ერთ-ერთი ფანი წამოუდგა და ის ფეხბურთელები ჩამოუთვალა, რომლებიც "იუნაიტედმა" ზაფხულში უნდა შეიძინოს - თუკი ჩემპიონობა სურს.

ფანი ირწმუნებოდა, რომ მისი ღრმა რწმენით, ამ მოთამაშეების შეძენის შემთხვევაში ვან გაალის გუნდი გაისად ინგლისის ჩემპიონი გახდება.

ახლა მთავარი: სიას არ იკითხავთ? "ჰუმელსი – 36 მილიონად, ბეილი – 120 მილიონად და ჯექსონ მარტინესი – 30 მილიონად".

"გმადლობთ! ახლა უკვე ვიცი, ვინ უნდა ვიყიდო ზაფხულში", - ასეთი იყო ვან გაალის კომენტარი.

ესპანეთი

გრიზმანი

მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივრები ანტუან გრიზმანს თავიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ატლეტიკოს" ფანობიდან მხოლოდ ძალიან ცოტას თუ სჯეროდა, რომ ეს ტრანსფერი გაამართლებდა.

მადრიდელებმა ფრანგში საკმაოდ დიდი ფული (სავარაუდოდ, 30 მილიონი ევრო) გადაიხადეს და თანაც, მანამდე ის ხომ "რეალ სოსიედადში" თამაშობდა. კრიტიკულ მიდგომას ისიც დაემატა, რომ გრიზმანმა "ატლეტიკოში" ასპარეზობა ცუდად დაიწყო და პირველი გოლი ოდენ მე-10 ტურშიღა შეაგდო.

ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა! გრიზმანს "ატლეტიკოს" გულშემატკივრები ხელისგულზე ატარებენ და ეს უკანასკნელიც გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მარგალიტია.

გარდა იმისა, რომ 24 წლის ფრანგმა ბოლო ხუთ მატჩში გოლები შეყარა, ბოლო სამი შეხვედრაა, დუბლებს ასრულებს. ასეთი რამ კი "ატლეტიკოში" აქამდე მხოლოდ ერთადერთ ფეხბურთელს ჰქონდა მოხერხებული - "ვინმე" ფერნანდო ტორესს 2003/04 წლების სეზონში...

ამბობენ, მადრიდში გრიზმანის ვარცხნილობა ყველაზე მოთხოვნადი გახდაო - ოღონდ კრიშტიანო რონალდოს ვარცხნილობის მერე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

del piero 10
ო რა ჩავიდრიბლინგე?! ბრავო
Raul
მაგარი რუბრიკაა:) მაგარს ვხალისობ ხოლმე:)
მწვრთნელსაც ირჩევენ? - "რეალის" ფეხბურთელებმა მათთვის სასურველი სპეციალისტი დაასახელეს
"შევალიე საფონოვზე ნიჭიერია, მაგრამ..." - საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ მოსაზრება დააფიქსირა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
დრიბლინგი: გიბრალტარელი კლოზე და ჩაძინებული ქალბატონი
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
დრიბლინგი: როგორ წაუთაქა კოსტაკურტამ გატუზოს [VIDEO]
და დაიწყება თავდავიწყება - მოურინიო "რეალში" ბრუნდება
"ელ ნინიო" წავიდა - ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" დუბლებთან აღარ იმუშავებს
დრიბლინგი: ანდრეა პირლომ დარდი არ იცის...
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
იტალია. სერია A. X ტური: ხერმან დენისის ვენდეტა?
დრიბლინგი: სხვა პირლო სად არის?!
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
დრიბლინგი: ხუთი წლის რონალდო [VIDEO]
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
ფერნანდო ტორესი კარიერას განაახლებს
"ᓔ
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ტორესის ბოლო მატჩი - ინიესტას ბრწყინვალე პასი და 6 გოლი მეტოქისგან [VIDEO]
მსაჯობით უკმაყოფილო "ნაპოლის" მცველმა არბიტრს ბურთის სახლში წაღება შესთავაზა
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლორენცო ტონელი შესაძლოა "ნაპოლის" ორი თვე ვერ დაეხმაროს
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B"-ს მწვრთნელად დანიშნეს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ვენსან კომპანი ახალი სეზონიდან იტალიაში?
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ლევან მჭედლიძის "ემპოლის" მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოში" დაბრუნდა