გორის "დილას" მთავარ მწვრთნელს ფეხბურთში ყველაზე მეტად სისუფთავე უყვარს
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი და სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცეული გორის "დილა" ქართული ოქროს მოპოვების მთავარი პრეტენდენტია. სამქულიანი ჰანდიკაპი უახლოეს მდევარ ბათუმის "დინამოსთან", კარგი კალენდარი და აკრეფილი სვლა - ეს კომპონენტები უჩა სოსიაშვილის გუნდის სასარგებლოდ მეტყველებს.

მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გორის "დილას" 25 წლის მწვრთნელი სადებიუტო სეზონშივე პირველი საჩემპიონო ტიტულისკენ გაიწევდა. გორული კლუბის ისტორიაში ახლა სასიამოვნო მოლოდინით დამუხტული დღეები დგას.

გვესაუბრება "დილას" დამრიგებელი უჩა სოსიაშვილი...

- წარმოიდგენდით თუ არა, რომ საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გორის "დილა" საქართველოს პირველობის სატურნირო ცხრილის სათავეში იქნებოდა? მით უმეტეს, იმ ფინანსური კრიზისის ფონზე, რომელიც თქვენმა კლუბმა გამოიარა?

- რაღა დაგიმალოთ და, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ყველამ კარგად იცის, ფინანსური თვალსაზრისით რა მდგომარეობა იყო "დილაში" პირველ წრეში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ასეთი კრიზისის მიუხედავად, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულეს.

ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ერთი ოჯახი იყო გუნდი და ამან შედეგი გამოიღო. მეორე წრეში ფინანსური სიტუაცია გამოსწორდა. ხელმძღვანელობამ ყველანაირი პირობა შეგვიქმნა წარმატებისთვის. მიზნად დაისახა ის, რომ გორის "დილას" ევროასპარეზზე ეთამაშა, მაგრამ ჩემპიონობაზე მაშინაც არ გვიფიქრია.

მერე და მერე, დროის გასვლასთან ერთად, გამოიკვეთა კონტურები იმ პროცესებისა, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას გვაძლევდა. ახლა ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ საჩემპიონო გზიდან არ გადავუხვიოთ.

- "დილას", საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. თვალშისაცემია კიდევ ერთი ტენდენცია - გუნდის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა ეგრეთ წოდებული მოთამაშე-ფეხბურთელია. ეს თქვენი ინიციატივით მოხდა?

- კი, ეს ჩემი ინიციატივაა. ძალიან მიყვარს შემოქმედი ფეხბურთელები. სწორედ ასეთი მოთამაშეებით ვეცადე გუნდის დაკომპლექტებას. საერთოდ, ფეხბურთში მიყვარს შეტევა და სანახაობა.

- "დილა" არასოდეს ყოფილა საქართველოს ჩემპიონი. ფეხბურთელები ფსიქოლოგიურ წნეხს ხომ არ გრძნობენ?

- როცა რაღაც მიზანი გაქვს და მას უახლოვდები, ყოველთვის ჩნდება ფსიქოლოგიური დაძაბულობა. როცა მიზანი არ გაქვს, ადვილია თამაში, მინდორზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გადიხარ. მე მომწონს ისეთ გუნდში მუშაობა, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ამბიციურია.

- პირადად თქვენთვის, რამდენად იოლია ამ სიტუაციაში ყოფნა? რაც უნდა იყოს, პირველ სეზონს ატარებთ უმაღლეს ლიგაში, 25 წლის ხართ....

- ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა. მე ასე ვიტყოდი - ერთდროულად რთულიც არის და სასიამოვნოც. მიხარია, რომ ასეთი გამოცდილი ფეხბურთელები მიდგანან გვერდში. მწამს, ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს.

ვფიქრობ, არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა გამოცდილი მწვრთნელისთვის დიდი გამოწვევა და პატივია, ხელმძღვანელობდეს საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს. ახლა ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს - თავი უნდა დაედგას იმ დიდ შრომას, მთელი სეზონის განმავლობაში რომ გავწიეთ.

- "დილა" ჩემპიონი გახდება, თუ საკუთარ თავს თავადვე არ შეუშალა ხელი. ეთანხმებით ამ აზრს?

- ვერა, ვერ დავეთანხმები. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატის ბოლომდე ხუთი ტურია დარჩენილი. სხვანაირად რომ ვთქვათ, "დილას" ხუთი ფინალი დარჩა სათამაშო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე არნახულადაა გათანაბრებული. ყველა გუნდს შეუძლია, ქულები დაგაკარგვინოს. ასე რომ, ჯერ განაღდებული არაფერი გვაქვს.

როგორც იცით, უახლოეს მდევარ ბათუმის "დინამოს" 3 ქულით ვუსწრებთ. თუ დავუშვებთ, რომ ისინი ყველა მატჩის მოგებას შეძლებენ, ჩვენც ყველა შეხვედრაში გვჭირდება გამარჯვება. შეგახსენებთ, რომ თუ ჩვენ და ბათუმის "დინამო" პირველობას თანაბარი ქულებით დავასრულებთ, პირველობა მეტოქეს დარჩება.

- სამაგიეროდ, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ "დილას" საუცხოო კალენდარი აქვს...

- კალენდარი მისაღებია ჩვენთვის, თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - სამი მატჩის გამართვა გვიწევს ხელოვნურსაფარიან მოედანზე.

- როგორც ბევრ ტექნიკურ გუნდს, "დილასაც" არ უყვარს ხელოვნური საფარი?

- არ უყვარს. ჩვენი სტილი არის კომბინაციური ფეხბურთი. ერთი კია - "დილას" რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობდა თავის დროზე რუსთავის "მეტალურგში". ეს მოთამაშეები შეჩვეულნი არიან ხელოვნურზე თამაშს.

- წყალი არ გაუვა იმას, რომ "დილა" ევროტურნირებზე დაიცავს საქართველოს პრესტიჟს. გაძლიერებას არ აპირებთ?

- გაძლიერება ყველას სჭირდება. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია. სადღეისოდ, ჩვენს შემადგენლობას კონკურენტუნარიანი ნამდვილად ეთქმის. ხშირად ისეთი ფეხბურთელები გვყავს სათადარიგოთა სკამზე, სხვა გუნდებში ლიდერები რომ იქნებოდნენ. ისინი გაგებით ეკიდებიან შექმნილ სიტუაციას.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ასეთ პირობებში ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, თითოეული ნიუანსი უნდა გაითვალოს. რაც შეეხება გაძლიერებას, კარგად იცით, "დილა" სტრუქტურული თვალსაზრისით გამართული გუნდია. უკვე ვესაუბრე კლუბის შესაბამის მუშაკებს გაძლიერების აუცილებლობის თაობაზე. არ დაგიმალავთ, რამდენიმე ფეხბურთელის საკითხი გადაწყვეტილიც კია, მაგრამ სანამ სეზონი არ მორჩება, მათ ვინაობას ვერ დავასახელებ.

მერწმუნეთ, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ "დილამ" ევროტურნირებზე ღირსეულად დაიცვას საქართველოს პრესტიჟი.

- გუნდის პოტენციური ახალწვეულები ქართველები არიან თუ უცხოელები?

- გადაწყვეტილია-მეთქი, რომ გითხარით, ქართველი ფეხბურთელები ვიგულისხმე. მოლაპარაკება ასევე მიდის ლეგიონერებთანაც.

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაძაბულად მიმდინარეობს. განსაკუთრებით აქტიურია "ფეარ პლეის" პრინციპების დაცვის თემა. რა დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ "დილაში"?

- ყოველ წელიწადს გამუდმებით ისმის ეს თემა. მე ასე მგონია: როცა კეთდება ასეთი აქცენტები, მას მეტი კონკრეტიკა და დასაბუთება სჭირდება. ასეთ ბრალდებას როცა უყენებ ვინმეს, ხელში ფაქტი უნდა გეჭიროს.

"დილა" სუფთად თამაშობს. თუ რამე იქნება მანკიერი, მე ვიქნები პირველი, ვინც ხმას ამოიღებს. მე ფეხბურთში ყველაზე მეტად სისუფთავე მიყვარს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura berashvili
dila chempion.... da ar gvinda aseti braldebebi. nu gesobat dilas warmatebebi
zura
პირი გამოირეცხეტ და ისე ილაპარაკედ დილაზე
zura
უნამოსო ხარ დილას რომ ცილს წამებ დაამტკიცე რომელი თამაში იყიდა დილამ....
zura
marto daasaxele romeli tamashi iyida dilam. ....
zaza
რა სისუფთავე თამაშებს ყიდულობთ, ჯუღელია ჩემპიონი თქვენ კი არა :D
nano
წარმატებები, უჩა! :))
gizog
გაიხარეთ, გამარჯვებას გისურვებთ. გორი სპორტული ქალაქია, უყვართ ფეხბურთი და უნდა გახდეს ფეხბურთის ერთერთი ცენტრი, ისე როგორც ჭიდაობაშია.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა