დღეს საღამოს ქართველ ძიუდოისტთა 6-კაციანი ჯგუფი მატარებლით ბაქოში გაემგზავრება, სადაც უქმეებზე მასტერსის ტურნირში იჭიდავებს

დღეს საღამოს ქართველ ძიუდოისტთა 6-კაციანი ჯგუფი მატარებლით გაემგზავრება ბაქოში, სადაც ამ უქმეებზე მასტერსის ტურნირში იჭიდავებს. შეგახსენებთ, რომ ამ ლიმიტირებულ შეჯიბრებაში გამოსვლის უფლება ამირან პაპინაშვილმა, დავით ასუმბანმა (60), ლევან წიკლაურმა (81), ვალერი ლიპარტელიანმა (90), ლომერ ჟორჟოლიანმა (100) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100) მოიპოვეს.

ამათგან ლიმიტირებულ 18-ეულში მხოლოდ ხანჯალიაშვილი ვერ მოხვდა, თუმცა ორგანიზატორთა მიწვევით მაინც იჭიდავებს. ეტყობა, ასეთი შეღავათი იმის გამო მიიღეს, რომ ლიმიტირებულთაგან რამდენიმემ იუარა ბაქოში ჭიდაობა.

ყოველ შემთხვევაში, ამავე წონაში მასპინძლებმა რუსი დიმიტრი სტერხოვიც მიიწვიეს, რომელიც რეიტინგში ხანჯალიაშვილზე დაბლაა.

მასტერსი "სერხედჯის" ოლიმპიურ ცენტრში ჩატარდება. ხვალ ტურნირში ვაჟთაგან 60, 66 და 73, ქალთაგან კი 48, 52, 57 და 63-ის წარმომადგენლები ჩაებმებიან, ხოლო დანარჩენები კვირას იჭიდავებენ. შეხვედრები იქაური დროით 10 საათზე დაიწყება, 15 საათიდან კი ნახევარფინალური ეტაპია დაგეგმილი. ქომაგთ შეხვედრების პირდაპირ რეჟიმში ცქერის საშუალება კვლავაც მიეცემათ ძიუდოს საერთაშორისო თუ ევროპული ფედერაციების საიტებზე. მით უფრო, საერთაშორისო ფედერაცია ამჯერად ჩვენების ხარისხის გაუმჯობესებასაც გეგმავს და მედლებისთვის ბრძოლის დაწყებამდე გულშემატკივრებს ჩართვებს მოსათელი დარბაზიდანაც ჰპირდება, როგორ ემზადებიან ფინალისტები გადამწყვეტი შეხვედრებისთვის. საერთაშორისო ფედერაციას კიდევ ერთი სიახლე აქვს დაგეგმილი - ტატამზე ლურჯ-ყვითელი ფერი წითელით შეცვალოს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტია.

ტურნირი უძლიერესი შემადგენლობისა უნდა იყოს, თუმცა ტრავმების, ავადმყოფობების თუ რიგ სხვა მიზეზთა გამო (ბევრმა, უბრალოდ, არ ისურვა აქ ჭიდაობა) რამდენიმე ვარსკვლავი მაინც დააკლდება. ჯერჯერობით ბოლო დანაკლისი უკრაინელთა ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაიაა (60), რომელსაც ანგინა აწუხებს. შესაძლოა, მან თბილისის მსოფლიოს თასზე იჭიდაოს 29-30 იანვარს.

ტურნირი იაპონელთაგან მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ჰიროიუკი აკიმოტოს (73), მსოფლიოს ბოლო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორ ჰიროაკი ჰიროაკას (60) და აზიის ჩემპიონ კაზუჰიკო ტაკაჰაშის (+100) მოისაკლისებს. პირველი ორი შარშანდელი სეზონის ბოლო ტურნირზე - ჩინურ ქინგდაოში გამართულ "დიდ პრიზზე" მიღებულ მყესების ტრავმებს იშუშებენ და შეჯიბრებებში გამოსვლას თებერვალში გასამართ დიუსელდორფის "დიდ პრიზამდე" არ გეგმავენ, ტაკაჰაში კი გაციებულია.

ავადმყოფობის გამო ვერც რუსთა ლიდერი, ვროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ივან ნიფონტოვი (81) იჭიდავებს, თუმცა ეს იქაურთა ერთადერთი დანაკლისი არაა - მუსა მოგუშკოვიც (66) გაციებულია, მურატ კოძოკოვი (73) კი - ტრავმირებული.

არ იქნება არც ფრანგთა ევროპის წლევანდელი გამარჯვებული სოფიენ მილოუში (60) და სომეხი ჰოვანეს დავთიანი (60), რადგან სომხები არც ჩადიან აზერბაიჯანში. თუმცა ბაქოში ძალიან ბევრი ვარსკვლავიც ჩავა. მათ შორის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები: უზბეკი რიშოდ სობიროვი (60), იაპონელი ჯუნპეი მორიშიტა (66), კორეელი ჯი-ბუმ კიმი (81), ბერძენი ილიას ილიადისი (90), იაპონელი ტაკამასა ანაი (100), ფრანგი ტედი რინერი (+100) და იაპონელი დაიკი კამიკავა (აბსოლუტური). ცხადია, ამათ სხვა ბევრი ვარსკვლავიც დაემატება წინა წლების მსოფლიოსა თუ ოლიმპიურ მედალოსანთა სახით.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა