ისტორიული შეხვედრის ფავორიტად ფლოიდ მეივეზერი მიიჩნევა
ხვალ, ნევადის შტატში, ლას ვეგასის მეზობელ ქალაქ პარადაიზში გაიმართება საკრივო შეხვედრა, რომელსაც კრივის მოყვარულები მრავალი წელია ელოდნენ. ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი, 38 წლის ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი (47-0, 26KO) 36 წლის ფილიპინელ მენი პაკიაოს (57-5-2, 38KO) შეხვდება. ეს უკანასკნელი რვა წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

MGM Grand Garden Arena-ზე გათამაშდება WBC-ის, WBA-სა და WBO-ს ტიტულები ნახევრად საშუალო წონაში (66.67 კგ).

ამ ბრძოლამ უნდა დაამხოს ყველანაირი რეკორდი ფინანსური მოგების მხრივ. სავარაუდოდ, ორგანიზატორები დაახლოებით 400 მილიონ დოლარს მოიზიდავენ. პირველ რიგში, იმათ ხარჯზე, ვინც ბრძოლის სანახავად 70 დოლარს გადაიხდის.

ტრანსლაციების გარდა, ორგანიზატორები დიდ ფულს იშოვიან მერჩენდაიზინგით, აგრეთვე, ბილეთების გაყიდვით და რეკლამით. მაგალითად, ბრძოლის დროს რეკლამას გაუწევენ ფილმების - "ტერმინატორისა" და "შეუსრულებელი მისიის" მორიგ ნაწილს.

თავის ბოლო ბრძოლაში, 13 სექტემბერს მეივეზერმა ქულებით დაამარცხა არგენტინელი მარკოს მაიდანა - 116:111, 116:111, 115:112. რამდენიმე თვით ადრე ამერიკელმა იმავე მეტოქეს ასევე ქულებით მოუგო, თუმცა ერთმა მსაჯმა ფრე დააფიქსირა, რის შემდეგაც სამხრეთამერიკელმა განაცხადა, რომ თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. რაც შეეხება პაკიაოს, 23 ნოემბერს მან ქულებით სძლია ამერიკელ კრის ალგიერის.

ბუკმეკერთა პროგნოზების მიხედვით, "საუკუნის ბრძოლა" ამერიკელის გამარჯვებით უნდა დასრულდეს, თუმცა, ბოლო დროს, კოეფიციენტები შედარებით გათანაბრდა.

ასევე მეივეზერზე ჩადის ფსონს ექსპერტთა უმრავლესობა. მაგალითად, სახელგანთქმულ ამერიკელ ბერნარდ ჰოპკინსს მიაჩნია, რომ ბრძოლას მისი თანამემამულე მოიგებს, მაგრამ ფილიპინელი სერიოზულ გამოწვევას ესვრის პაკიაოს.

"ვფიქრობ, პირველ ექვს რაუნდში მაყურებელი მიიღებს იმას, რისთვისაც ფული გადაიხადა, - განაცხადა ჰოპკინსმა. - შემდეგ მეივეზერის დრო დადგება. დაუკვირდით ფლოიდის მოგებებს ბოლო ხუთ ან ექვს რაუნდში. ის არ იღლება".

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტამდე მეივეზერი და პაკიაო ყველაზე ახლოს შეხვედრასთან 2010 წელს იყვნენ, მაგრამ გარიგება არ შედგა მოკრივეთა გუნდებს შორის უთანხმოების გამო.

"ბრძოლა ხუთი წლის წინ რომ ჩატარებულიყო, ვფიქრობ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, - ამბობს ამერიკელი მწვრთნელი ტედი ატლასი. - პაკიაო მაშინ უფრო ძლიერი და აგრესიული იყო. ფლოიდი კი ისეთ სიფრთხილეს არ იჩენდა, როგორც ეს მარკოს მაიდანასთან შეხვედრაში გააკეთა.

ხუთი წლის წინ უფრო სახიფათო და დამაჯერებელი პაკიაო გაივლიდა მეივეზერის მიერ დაგებულ ხაფანგებს და ქულებით მოიგებდა".

"ბრძოლა მაშინ არ იქნებოდა ასეთი შემოსავლიანი ეკონომიკაში კრიზისის გამო, - განაცხადა ცნობილმა პუერტორიკოელმა მსაჯმა ჯო კორტესმა. - პაკიაო აუცილებლად უფრო სახიფათო იქნებოდა, რადგან იმ დროს ყველას ნოკაუტში უშვებდა. მაგრამ მაშინაც მეივეზერზე ჩავიდოდი ფსონს და ახლაც იმავეს გავაკეთებ.

ფლოიდი კვლავაც მწვერვალზე იმყოფება და ისევ დაუმარცხებელია. 2010 წელს ის უფრო მოქნილი იყო, მაგრამ დღემდე რჩება უმაღლეს დონეზე. ვფიქრობ, მეივეზერი ქულებით გაიმარჯვებს".

თუმცა ყველა არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ამერიკელს გამარჯვება გარანტირებული აქვს. მაგალითად, ლეგენდარულ მძიმეწონოსან ჯორჯ ფორმენს მიაჩნია, რომ ობიექტური მსაჯობის შემთხვევაში გამარჯვება ფილიპინელს დარჩება, მაგრამ, შესაძლოა, ბრძოლის ბედზე გავლენა თითოეულ ქულას ჰქონდეს.

"მეივეზერი ბრძოლის დასაწყისში თავის დროს დაელოდება. პაკიაო შეძლებს ქულებით წინ გასვლას და ლიდერობის შენარჩუნებას, - პროგნოზს იძლევა ფორმენი. - მოგვიანებით, ის შენელდება და მეივეზერი უფრო აგრესიულ ჩხუბს დაიწყებს, მაგრამ ვერ შეძლებს მოწინააღმდეგის ნოკაუტში გაშვებას. მოსაგებად მას კონტრშეტევაზე მოუწევს მუშაობა.

ასე რომ, ამ ბრძოლაში მოგება ან წაგება ერთ-ორ ქულაზე იქნება დამოკიდებული".

ფინანსური დეტალები

* 16 800 ბილეთიდან თავისუფალ გაყიდვაში მხოლოდ ათასი გამოიტანეს. მათი ფასი 1500-დან 7500 დოლარამდე იყო. ბილეთები წუთზე ნაკლებ დროში გაიყიდა.

* ბილეთებზე საბოლოო ფასმა (გადამყიდველების მიერ დაწესებული ფასებისა და eBay აქციონერთა გათვალისწინებით) 4500-დან (ბოლო რიგები) და 141 500 (პირველი რიგი) დოლარამდე მიაღწია. მეექვსე რიგში ბილეთი 82 ათასი დოლარი ღირს.

* ბრძოლის რეფერის, კენი ბეილისის ჰონორარი 25 ათასი დოლარი იქნება, რაც ამ სამუშაოსთვის მსოფლიოს რეკორდია. სამი მსაჯის ჰონორარიც რეკორდული იქნება და ის თითოეულისთვის 20 ათასს შეადგენს.

* ბრძოლის ოფიციალური სპონსორია ლუდი Tecate, რომლის ლოგო განთავსებული იქნება რინგის საფარზე. ეს უფლება კომპანიამ აუქციონზე მოიგო, როცა 5.6 მილიონი დოლარი გადაიხადა.

სიტყვები

პრესკონფერენცია:

"მე და ფლოიდი ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით, რათა შაბათს სიამოვნება მოგანიჭოთ, - განაცხადა პაკიაომ. - არაფერი პირადი, უბრალოდ, ვაკეთებთ ჩვენს სამუშაოს და ვაჩვენებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ამით ჩავწერთ ჩვენს სახელებს კრივის ისტორიაში და იმედი მაქვს, რომ ბრძოლის შემდეგ მე და ფლოიდი ღმერთზე ვილაპარაკებთ".

"ჩხუბის დრო მოვიდა, - თქვა მეივეზერმა. - აქ შეიკრიბნენ იმისთვის, რათა მღელვარება და აზარტი შეიგრძნონ. მოვიდნენ დიადი მოვლენის სანახავად. ორივენი მოვაწყობთ ამას თქვენთვის. ყველაზე დიდი ბრძოლა კრივის ისტორიაში. მე ამ ყველაფრის ნაწილი ვარ და ეს შესანიშნავია. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ვხვდები, რომ ძლიერი ვარ. შაბათს შევხვდებით, ბიჭებო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
რომელზეა არი ეს ბრძოლა და სად შეიძლება ნახვა?
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
ფლოიდ მეივეზერი დიდი ბრძოლისთვის ბრუნდება? - მოკრივემ ვარჯიშის კადრები გაავრცელა [VIDEO]
ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა