მიზანი: გერმანიის ჩემპიონობა ფარმაცევტებთან ერთად

მიხაელ ბალაკმა სამშაბათს ლევერკუზენის „ბაიერთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, გუშინ კი, კლუბის ხელმძღვანელებმა გერმანიის ნაკრების 33 წლის კაპიტანი ჟურნალსტების წინაშე ოფიციალურად წარადგინეს. „არჩევანი „ლევერკუზენის“ სასარგებლოდ პირველ რიგში იმიტომ გავაკეთე, რომ ამ გუნდთან ერთად გერმანიის ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ. „ბაიერი“ უამბიციო რომ იყოს, ახლა არ ვიჯდებოდი,“ - ასეთი იყო ბალაკის პირველი სიტყვები „ლევერკუზენის“ ფეხბურთელის რანგში.

მანამდე, „ლევერკუზენის“ მენეჯერმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა განაცხადა, რომ ბალაკის ტრანსფერი „ბაიერისთვის“ განსაკუთრებული მოვლენაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მიხაელის ტრანსფერი და მისი ორწლიანი ხელშეკრულება არა კლუბმა, არამედ მისმა მფლობელმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, „ბაიერმა“ დააფინანსა. მიხაელის „ლევერკუზენში“ დაბრუნების იდეა კი პირველად სპორტულ დირექტორ რუდი ფიოლერს მოუვიდა. ამ უკანასკნელს მიხაელთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ფიოლერის თქმით, ეს ტრანსფერი მხოლოდ „ლევერკუზენისთვის“ კი არა, თვითონ ბალაკისთვისაც ძალიან კარგია, რადგან მიხაელი გადადის ფუნქციონირებად გუნდში, რომლის მიზანი მომავალ სეზონში გერმანიის ჩემპიონობა იქნება.

ზოგადად, „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელებს დიდი ხანია, ჩემპიონობაზე ასე ღიად არ უსაუბრიათ, მაგრამ ახლა გაცილებით გაბედულები არიან, რაც ბალაკის გადაბირების დამსახურებაა.

„ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც სწორედ ასეთი გამოცდილი ფიგურა სჭირდებოდა. ბალაკი იდეალური ფეხბურთელია იმისთვის, რომ გუნდში ბალანსი დამყარდეს. ყველაზე კარგი ის არის, რომ გუნდში მიხაელის ინტეგრირება ძალიან სწრაფად მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ბალაკთან ერთად ბევრს მივაღწევთ,“ - ეს „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის სიტყვებია.

რაც შეეხება მიხაელის გამოჯანმრთელების პროცესს. ფეხბურთელის თქმით, ყველაფერი კარგადაა. ბალაკი იმედოვნებს, რომ ბუნდესლიგის პირველ ტურში (20 აგვისტოს) მოედანზე გასვლას შეძლებს.

ჟურნალისტებმა ბალაკს კითხვა გერმანიის ნაკრების კაპიტნობის შესახებაც დაუსვეს. როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ, ბუნდესგუნდის დროებითმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ მუნდიალის შემდეგ, ბალაკს კაპიტნობას იოლად არ დაუთმობდა და ლამის ამ განცხადებამ გერმანიაში დიდი დისკუსია გამოიწვია.

„გერმანიის ნაკრების კაპიტანი მე ვარ და ის, რაც ფილიპ ლამმა თქვა, ვფიქრობ, არასწორია. არასწორად პირველ რიგში შერჩეული მომენტი მიმაჩნია, გერმანიის ნაკრებს ხომ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ფილიპი კაპიტანი იმიტომ იყო, რომ მე ტრავმირებული ვიყავი. თუ ლამს განსხვავებული აზრი აქვს, ამის შესახებ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვთან უნდა მოილაპარაკოს. მე მისთვის არაფერი მაქვს სათქმელი,“ - განაცხადა მიხაელმა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა