უეფას პრეზიდენტმა ფინანსური ფეარ პლეის პრინციპზე, "ოქროს ბურთსა" და ყატარი 2022-ის ზამთარში გამართვის ალბათობაზე ისაუბრა
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ იტალიურ გამოცემა "La Gazzetta Dello Sport"-ს გული გადაუშალა და ფინანსური ფეარ პლეის პრინციპზე, "ოქროს ბურთის" მფლობელის არჩევასა და მსოფლიოს 2022 წლის ყატარის ჩემპიონატის ზამთარში გამართვის მიზანშეწონილობაზე ესაუბრა.

- გაგიკვირდათ, "ოქროს ბურთი" ლიონელ მესის რომ მიაკუთვნეს?

- ამაში სკანდალური არაფერია, თუმცა მე მსოფლიოს ჩემპიონატის წელს ამ ჯილდოს მის რომელიმე გმირს მივანიჭებდი, როგორც მაგალითად, პაოლო როსის - 1982 წელს.

- იმავეს იტყვით საუკეთესო მწვრთნელის დასახელებაზეც?

- მწვრთნელთა ჯილდოზე შეკითხვები არ მაქვს და მიხარია, ჟოზე მოურინიომ რომ გაიმარჯვა, თუმცა არც ვისენტე დელ ბოსკე უნდა დავივიწყოთ.

- 2022 წლის ყატარის მუნდიალი ზამთარში გაიმართება?

- ამ საკითხის გადასაჭრელად 11 წელიწადი წინ გვაქვს. მე ამ პრობლემის მოგვარების ორ ძირითად გზას ვხედავ: ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ საკლუბო ჩემპიონატის სეზონი, ან მუნდიალის გამართვის წელს ჩემპიონატებში ზამთრის გრძელი პაუზა გავაკეთოთ. კიდევ მაქვს ერთი სათადარიგო ვარიანტი, თუმცა ჯერჯერობით უპირატესობას პირველ ორს ვანიჭებ.

- დარწმუნებული ხართ, რომ კლუბები მხარს აგიბამენ?

- ზამთარში ევროპაში საკლუბო ტურნირები თითქმის ყველგან ჩერდება. გამონაკლისი მხოლოდ იტალია და ესპანეთია, სადაც შეუძლიათ კალენდარი შეცვალონ.

- მოისურვებენ გუნდები ფინანსური ფეარ პლეის პრინციპებს მისდიონ?

- ამ იდეას ყველა ენთუზიაზმით ხვდება, განსაკუთრებით დიდი კლუბების მფლობელები. მინდა, უეფაში ჩემი მუშაობის პერიოდშივე მოვაგვარო ეს პრობლემა, რომელსაც ყველა ამჩნევს, მაგრამ თვალს ხუჭავს.

- ფიქრობთ, რომ ჩემპიონთა ლიგა საფეხბურთო ტურნირებში ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა?

- ჩემპიონთა ლიგა ურჩხულად გადაიქცევა, თუკი ზოგიერთი ფეხბურთელისთვის მისი მოგება უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფი.

მომზადებულია La Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა