ცუდი ამბები მოდის ტოკიოდან, ქართველ სუმოისტებს გამორჩეულად ცუდი ბაშო აქვთ - გუშინდელი მარცხების შემდეგ ახლა უკვე სამივე ჩვენებურს უარყოფითი ბალანსი აქვს

სულ უფრო ცუდი ამბები მოდის ტოკიოდან, ქართველ სუმოისტებს გამორჩეულად ცუდი ბაშო აქვთ - გუშინდელი მარცხების შემდეგ ახლა უკვე სამივე ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს. აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ტრავმიანი ვერაფრით უმკლავდება მსოფლიოს საუკეთესო რიკიშებს. გუშინ მან სასტარტო დაჯახების შემდეგ ჩემპიონ ბარუტოსთან უკეთესი პოზიცია მიიღო, მეტოქის მავაშიც ხელთ იგდო და დიდხანს იმავეს გაკეთების საშუალებას არ აძლევდა ესტონელ გოლიათს, მაგრამ რად გინდა - გადამწყვეტი შეტევა ვერ განახორციელა და ბარუტომაც ის დოჰიოდან მიწოლით გაიყვანა. ტოჩინოშინს 0-5 ბალანსი აქვს, ბაშოს სტარტზე აქამდე მას ზედიზედ სამ წაგებაზე მეტი არ ჰქონია.

იმედია, ლევანი შეძლებს ბულგარელი ოძეკი კოტოოშუს დამარცხებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ ანტირეკორდს (ბაშოს განმავლობაში ზედიზედ 6 მარცხი) გაიმეორებს. ეს ქართულ-ბულგარული დაპირისპირება რიგით მერვეა, აქამდე ტოჩინოშინმა ორჯერ შეძლო ჩემპიონის დამარცხება.

კიდევ უფრო საშიში საფრთხის წინაშეა კოკაი (ლევან ცაგურია), კიდევ ოთხი წაგებაც და "შავი ზღვა" კარიერაში პირველად გავარდება ელიტური დივიზიონიდან. კოკაიმ, რაც 2001 წელს პროფესიული კარიერა დაიწყო, სულ აღმასვლით იარა, არც ერთხელ არ გავარდნილა რომელიმე დივიზიონიდან სუმოს იერარქიაში. არადა საქმე მაქეთკენ მიდის, გუშინ ლევანმა წააგო ელიტის ყველაზე დაბალი რანგის სუმოისტთან, რომელსაც აქამდე მოგება არ ჰქონდა - ტოიოძაკურასთან. "შავმა ზღვამ" კი შეუტია ჯიქურ იაპონელს, მაგრამ დოჰიოზე თავი ვერ შეიკავა და თიხნარზე დაენარცხა. 1-4, ასეთია კოკაის ბალანსი, ერთი სიტყვით - საგანგაშო! დღეს ჩვენებური მე-15 მაეგაშირა ტოიოჰიბიკის (2-3) დაეჭიდება, რომელთანაც 8-დან მხოლოდ 2 შერკინება მოიგო.

გუშინ წააგო ერთადერთმა ქართველმა, რომელიც ასე თუ ისე დამაკმაყოფილებლად ჭიდაობს ახალი წლის ბაშოზე: გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) გოეიდომ აჯობა, 198-კილოიანი ქართველი უტევდა, მაგრამ იაპონელი მას ოსტატურად გამოეცალა.

გაგამარუს 2-3 ბალანსი აქვს, მისი დღევანდელი მოწინააღმდეგე მონღოლი ტოკიტენკუა (1-4). თეიმურაზი გამოცდილ მონღოლს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა (მარცხი).

ბაშოს მესამედი მიილია და დაუმარცხებელი მხოლოდ სამიღაა - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელიც გუშინ ბრწყინვალედ გაუსწორდა იოშიკაძეს და ორი რიგითი მაეგაშირა, ორივე ვეტერანი - ვაკანოსატო და ტოჩინონადა.

V დღე: ჰაკუჰო-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), კაიო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), ბარუტო-ტოჩინოშინი (იორიკირი), კოტოოშუ-ტამავაში (შიტატედაშინაგე), ტოჩიოძანი-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-ამინიშიკი (ცუკიოტოში), კაკურიუ-კოტოშოგიკუ (იორიკირი), არანი-ტოკუსეგავა (შიტატეჰინერი), ჰომაშო-ასასეკირიუ (ოშიდაში), გოეიდო-გაგამარუ (ჰიკიოტოში), ტოსაიუტაკა-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოკიტენკუ-ტაკეკაძე (იორიკირი), ვაკანოსატო-ჰაკუბა (იორიტაოში), მიაბიამა-შიმოტორი (ოკურიდაში), შოტენრო-მოკონამი (ოშიდაში), კორიუ-კოტოკასუგა (ცუკიდაში), ოკინოუმი-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), ტოჩინონადა-ვაკაკოიუ (ცუკიოტოში), სოკოკურაი-კიმურაიამა (იორიკირი), ტოიოძაკურა-კოკაი (ჰიკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა

5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ვაკანოსატო (მაეგაშირა 9), ტოჩინონადა (მ 16).

4-1: კაიო (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), სოკოკურაი (მ 16)... 2-3: გაგამარუ (მ 6)... 1-4: კოკაი (მ 15)... 0-5: ტოჩინოშინი (მ 2).

VI დღე: ჰაკუჰო-არანი, ბარუტო-ტოჩიოძანი, კოტოოშუ-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-ტამავაში, კაიო-ჰომაშო, კოტოშოგიკუ-კისენოსატო, კაკურიუ-ტოიონოშიმა, ამინიშიკი-იოშიკაძე, ტოკუსეგავა-კიოკუტენჰო, გოეიდო-ასასეკირიუ, გაგამარუ-ტოკიტენკუ, ტაკეკაძე-ტოსაიუტაკა, კიტატაიკი-ვაკანოსატო, ტაკამისაკარი-შოტენრო, მოკონამი-ჰაკუბა, მიაბიამა-ოკინოუმი, შიმოტორი-კიმურაიამა, კორიუ-ტოჩინონადა, კოტოკასუგა-ტოიოძაკურა, ვაკაკოიუ-სოკოკურაი, კოკაი-ტოიოჰიბიკი.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა