ცსკა, რომელშიც ქართველი უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობს, ვითიბი ლიგის მეოთხედფინალში ჩაერთო
ცსკა, რომელშიც ქართველი უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობს, ვითიბი ლიგის მეოთხედფინალში ჩაერთო.

მოსკოველებმა რეგულარული ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს და მეოთხედფინალში მერვეადგილოსან "ასტანას" (ყაზახეთი) დაუპირისპირდნენ.

სერიის პირველი მატჩი რუსეთის დედაქალაქში გაიმართა და პირველი ტაიმის მიხედვით, ფავორიტის დასახელება რთული იყო - "ასტანამ" მხოლოდ ხუთი ქულით დათმო საწყისი 20 წუთი. თუმცა მისი კალათბურთელების სიყოჩაღემ დიდხანს ვერ გასტანა, მესამე პერიოდი მოსკოველებმა 25:9 მოიგეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტეს. საბოლოოდ 103:58 ცსკა-ს სასარგებლოდ.

გამარჯვებულთა ბომბარდირი ფრანგი ნანდო დე კოლო გახდა, რომელმაც 20 წუთში 17 ქულას მოუყარა თავი. თუ წუთებისა და ქულების შეფარდებით ვიმსჯელებთ, მანუჩარ მარკოიშვილს ბადალი არ ჰყავდა: 15 ქულის მოსაგროვებლად 16 წუთი ეყო. მანუ სასტარტო ხუთეულში გახლდათ, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 15 ქულა (5/3 ორქულიანი, 5/3 სამიანი), 2 მოხსნა, 2 პასი.

ცსკა და "ასტანა" ერთმანეთს მეორედ დღეს (4 მაისს) დაუპირისპირდებიან. მატჩი ისევ მოსკოვში გაიმართება. სერია სამ მოგებამდეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა