იტალიურმა გაზეთმა La Repubblica-მ ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის, ბერნი ექლსტოუნის რომის მერის, ჯანი ალემანოსადმი მიწერილი წერილი გააცხადა

იტალიურ გაზეთ La Repubblica-ს ჟურნალისტებმა შეიტყვეს წერილის შესახებ, რომელიც ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა რომის მერს, ჯანი ალემანოს მისწერა. მასში ბერნი უარს ამბობს რომის გრან-პრის ჩატარების იდეაზე.

ბრიტანელი იტყობინება, რომ ერთ ქვეყანაში საკმარისია ერთი ეტაპის ჩატარება და ფორმულა 1 ახალი ქვეყნების მოზიდვის ხარჯზე უნდა გაფართოვდეს.

ოფიციალურად ამ საკითხის შესახებ 21 იანვარს შევიტყობთ. სწორედ ამ დღეს აქვთ რომის გრან-პრის ორგანიზატორებს დანიშნული პრესკონფერენცია.

ამასობაში, გარკვეული პრობლემები შეექმნა რუსეთის გრან-პრისაც. სოჭში სადებიუტო ეტაპი 2014 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟილბერ ფელიმ განაცხადა, რომ სოკ-მა, შესაძლოა, ერთი წლით გადადოს რბოლის ჩატარება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს, რომ ფორმულა 1-ის ეტაპი ხელს უშლის სოჭის ზამთრის თამაშების ორგანიზებას.

"ჩვენ დაწვრილებით შევისწავლეთ სიტუაცია. კარგია, რომ სოჭში გაიმართება ფორმულა 1-ის გრან-პრი და ზამთრის ოლიმპიური თამაშები. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ გრან-პრის ინფრასტრუქტურის მოწყობამ ხელი შეუშალოს თამაშებისთვის მზადებას და რისკის ქვეშ დააყენოს ოლიმპიადის გამართვა.

კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოლიმპიურ კომიტეტს უფლება აქვს გადაიტანოს რბოლა 2015 წელს", - ამბობს ფელი "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

avtuko
ან ოლიმპიადა ტარდება რომ საერთოდ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა