სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სპორტთან იყვნენ დაკავშირებულნი
ახალგაზრდობაში სპორტთან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო დაკავშირებული, მაგრამ შემდეგ საქმიანობის სფერო რადიკალურად შეიცვალა. თემის გაშლისკენ ერთ-ერთმა საინტერესო ფაქტმა გვიბიძგა...

სპორტული ჟურნალისტიკიდან საპრეზიდენტო კაბინეტში

მცირე ხნის წინ ჩეხეთის პრეზიდენტზე წავიკითხე. თურმე, მილოშ ზემანი 1968 წელს, საბჭოთა ინტერვენციის დროს "პრაღის გაზაფხულის" მიმართ სიმპათიის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

მაგრამ პრესტიჟული უმაღლესი ეკონომიკური სკოლის დიპლომი და სოლიდური განათლება ჰქონდა, სპორტი უყვარდა და კარგა ხანს თავს სპორტული ჟურნალისტობით ირჩენდა.

მერე და მერე, კომუნისტური მარწუხები რომ შერბილდა, კვლავ პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა, სპორტი კი სასიამოვნო მოგონებად დარჩა.

ერნესტ ჰემინგუეი

ასევე სპორტული ჟურნალისტი გახლდათ ცნობილი მწერალი ერნესტ ჰემინგუეიც, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურაზე.

ჰემინგუეი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობდა - კრივში, სრიალებდა თხილამურებით, თამაშობდა ფეხბურთსა და წყალბურთს. მარკ ტვენის, სტივენ კრეინის, თეოდორ დრაიზერისა და სინკლერ ლიუისის მსგავსად, სანამ ნოველების წერას შეუდგებოდა, ჰემინგუეიც ჟურნალისტი იყო და წერილებს სკოლის გაზეთში აქვეყნებდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან The Kansas City Star-ში დაიწყო მუშაობა და პირველი ჰონორარი კრივზე რეპორტაჟით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთში მხოლოდ ექვსი თვე მუშაობდა, იქაური წერის სტანდარტს შემდეგაც იყენებდა:

"გამოიყენე მოკლე წინადადებები. პირველი პარაგრაფი უნდა იყოს მოკლე. გამოიყენე ენერგიული ინგლისური. იყავი პოზიტიური და არა - ნეგატიური".

ნილს ბორი

დანიელი ფიზიკოსი, თანამედროვე ატომური ფიზიკის ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი და მრავალი აღმოჩენის ავტორი ნილს ბორი ფეხბურთელი გახლდათ და "კოპენჰაგენის" კარს იცავდა.

ნილსი და მისი ძმა - ჰარალდ ბორი, რომელიც შემდგომში მათემატიკოსი გახდა, თავიდან სამოყვარულო გუნდის, "აკადემისკის" ღირსებას იცავდნენ.

ნახევარმცველი ჰარალდი უფრო წარმატებული გამოდგა. მან იმდენს მიაღწია, დანიის ნაკრების წევრი გახდა, 1908 წელს ოლიმპიური თამაშების ფინალში ურუგვაისთან ითამაშა და ვერცხლის მედალსაც დაეუფლა - ურუგვაელებმა 2:1 მოიგეს.

იოანე პავლე II

ახალგაზრდობაში ასევე ფეხბურთელი (მეკარე) იყო რომის პაპი, აწ გარდაცვლილი იოანე პავლე II (ერისკაცობაში კაროლ იოზეფ ვოიტილა). მართალია, მერე სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო, მაგრამ ფეხბურთის ისეთი მოყვარული გახლდათ, რომ ამის გამო "ფანატი პაპიც" შეარქვეს.

თუმცა თამაშს მხოლოდ ერთადერთხელ დაესწრო, როცა ერთმანეთს იტალიისა და სერია A-ში მოთამაშე ლეგიონერთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

იოანე პავლე II გამორჩეულად "ბარსელონასა" და "ლაციოს" გულშემატკივრობდა. "ბარსამ" პაპის კეთილგანწყობით ისარგებლა და ოფიციალურად კლუბის წევრად მიიღო. 15 წლის მერე იგივე გააკეთა მადრიდის "რეალმაც" - კატალონიური გრანდის გულშემატკივრობას კი პაპისთვის ხელი არ შეუშლია, "სამეფო კლუბიც" დაელოცა.

ორივე კლუბში თვლიდნენ, რომ მისი ფორმალური წევრობაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და ამას პოლიტიკურ დატვირთვასაც აძლევდნენ.

რომის პაპი ცნობილი თანამემამულის, პოლონელი მეკარე იერჟი დუდეკის დიდი გულშემატკივარი გახლდათ: 2004 წელს, პირადი შეხვედრისას, პაპმა დუდეკს უთხრა, რომ მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად თვლიდა...

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა 1982 წლის 17 ნოემბერს, ბარსელონას "კამპ ნოუზე" საზეიმო მესა ჩაატარა, რომელსაც 120 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. იგივე შემდეგ "მარაკანაზეც" გაიმეორა. ბრაზილიელები ამბობდნენ - "მარაკანა" სულ სამმა კაცმა დაადუმა - ფრენკ სინატრასა და ალსიდეს გიჯას (1950 წლის მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში რომ გაიტანა ურუგვაელთა გამარჯვების გოლი) შემდეგ, მესამედ ეს იოანე პავლე II-მ მოახერხაო.

მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერი

ახლა საქართველოში გადმოვინაცვლოთ. ჩვენთანაც საკმაოდ ბევრი პოლიტიკური პირია, რომელიც კარიერას სპორტით იწყებდა.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე რა ფეხბურთელიც იყო, ეს ყველას მოგეხსენებათ და ამაზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ საინტერესოა, რომ 2015 წელს, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერად დაასახელა.

ლევან ყიფიანი კი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლის ავტორი გახლავთ, რომელიც "შევარდენის" შემადგენლობაში თბილისის "დინამოს" კარში 1990 წელს გაიტანა.

ყოფილი ტანმოვარჯიშეა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.

ირაკლი კობახიძე

იანვარში "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

"ირაკლი არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ათამდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, ორი სახელმძღვანელოს ავტორი. რაც მთავარია, ის არის ძალიან წესიერი, პატიოსანი, ღირსეული პიროვნება", - ასე წარადგინა ის კახა კალაძემ.

მაგრამ "მილანის" ყოფილ ვიცე-კაპიტანს მთავარი ამბავი გამორჩა: როდესაც თავად იტალიურ გრანდში დამკვიდრებას ცდილობდა, ირაკლი კობახიძე გაზეთ "11x11"-ში უცხოური ფეხბურთის მიმოხილვებს წერდა და პერსპექტიულ და გემოვნებიან სპორტულ ჟურნალისტადაც ითვლებოდა.

გოგი თოფაძე

"ქართული ოცნების" კოალიციური საბჭოს წევრი გოგი თოფაძე პარლამენტში მესამედ შევიდა. იყო საპნის ქარხნის დირექტორი, "თბილლუდის" გენერალური დირექტორი, კომპანია "ყაზბეგის" პრეზიდენტი, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი...

ამავე დროს, თოფაძე იყო ნოდარ ახალკაცის უახლოესი მეგობარი და მისი დროის თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი მთავარი სპონსორი. თოფაძეს სოლიდური წვლილიც აქვს შეტანილი, 1981 წლის 13 მაისს "მზიანი ღამე" რომ დაგვიდგა.

კომუნისტების დროს, როდესაც სპონსორობის ინსტიტუტი არ არსებობდა, "დინამოს" სწორედ ამ რანგში მოევლინა და გუნდს იმაშიც ეხმარებოდა, საბჭოთა მსაჯებს რომ არ დაეჩაგრათ.

ავთანდილ ბერიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ფეხბურთის არა მხოლოდ სტაჟიანი გულშემატკივარია, არამედ, ერთი ხანობა, ჩეხეთის პრეზიდენტის, ჰემინგუეისა და კობახიძის არ იყოს, სპორტული კორესპონდენტიც გახლდათ.

"თავად სპორტული კორესპონდენტი ვიყავი და გაზეთ "საქართველოში" ბათუმის "დინამოს" საშინაო თამაშებზე მასალებს ვაგზავნიდი. გუნდის ყოფილ წევრებთან ვმეგობრობდი, იმავე შოთა ჭეიშვილთან, რომელიც ახლა მთავარი მწვრთნელის რანგში დაგვიბრუნდა.

მოკლედ, ჩვენი გუნდის საშინაო თამაშებს არ ვაცდენდი და გასვლაზეც ბევრჯერ გავყოლილვარ. იმის თქმა მსურს, რომ როგორც ფეხბურთის რიგითმა გულშემატკივარმა, კარგად ვიცი, ბათუმისთვის რას ნიშნავს ფეხბურთი", - ამბობს ბერიძე.

საინტერესოა, რომ ასევე სპორტული ჟურნალისტი გახლდათ პარლამენტის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი, რომელიც გაზეთ "ალიას" სამტრედიიდან, პოლიტიკურ წერილებზე არანაკლები ხალისით, საფეხბურთო მასალებითაც ამარაგებდა.

თავის დროზე, სპორტული ჟურნალისტიკით იყო გატაცებული გიგა ბოკერიაც, რომელმაც "უემბლიდან "რუსთავი 2"-ზე ინგლისისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი წაიყვანა, მაგრამ დებიუტი იმდენად მწვავე გამოუვიდა, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, დავით ყიფიანისა და ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი ხელმძღვანელების რისხვა დაიმსახურა.

საინტერესოა, რომ ბოკერიასთან წყვილში რეპორტაჟს გოგი ქავთარაძე უძღვებოდა, რომელიც ნოდარ ახალკაცი-უმცროსის დროს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტის რანგში მოევლინა.

პარლამენტში სპორტსმენების სია გრძელია - ფეხბურთელები თემურ ჩხაიძე და დავით ლორთქიფანიძე, მოჭიდავეები - ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, თემურ ხუბულური, ზვიად ზვიადაური, ლუკა კურტანიძე, ზაზა კედელაშვილი, მკლავჭიდელი სოსო ჯაჭვლიანი, მორაგბე გიორგი კახიანი... წლების წინათ რუსთავის "გორდას" გვერდში ედგა გიგა ჟვანია.

მაგრამ საწყენი ისაა, რომ ასეთი სოლიდური შემადგენლობის მიუხედავად, ჯერ პარლამენტს სპორტისთვის სასარგებლო ბევრი არაფერი გაუკეთებია.

ჯერ ხომ პრიორიტეტი ბუსუსებიანი პრეზერვატივია...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

georgiano-s
პიარი? ანალიზის "უნიკალური" ნიჭი გქონია
georgiano
ამ სტატიას სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი ჭირდება.. ოცნების სპორტული პიარი..
გოგა
ზედა რიგში მარცხენა http://s30.postimg.org/hdogma5n5/10959505_807275146019640_7080649867182549247_n.jpg
გოგა
დავით სერგეენკო გამოგრჩათ
გოგა
დავით სერგეენკო გამოგრჩათ
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[PHOTOS] კლუბის ლეგენდის 17 წლის ქალიშვილს ჰყვარობს - ვინ არის "ბაიერნის" ახალწვეულის მეგობარი გოგონა
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ბათუმში ბოლო სტადიონიც დაანგრიეს - "ადელიც" გაყიდული ყოფილა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
[აქტუალური თემა] რატომ ვერ ვხვდებით, რომ ბურთი ფეხბურთელზე სწრაფია?!
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ᓐᓕᓗᓐᓜᓓᕘᓚ ᓑᓔᓠᓘᕫᓔ: ᕑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓔᓚᕔᕑᓡ ᓑᓐᓗᓣᓛᓨᕘ ᓡᓔᓠᓘᕝᓖᓣᓚᓘ ᓩᓐᓜᓐᓤᓘᓥᕠᓘ ᓐᓥᕕᓗ
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
ᓐᓕᓗᓝ ᓑᓔᕠ
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ