"დაუგავას" საფეხბურთო აკადემია, სადაც მთავარ მწვრთნელად შოთა მახარაძე მუშაობს, ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელეს

2010 წლის 21 დეკემბერს ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის საზეიმო საღამოზე წლის შედეგები შეაჯამეს, გამოავლინეს საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელები და სხვა.

"დაუგავას" საფეხბურთო აკადემია ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელეს. ეს ამბავი ჩვენთვის იმიტომ გახდა საინტერესო, რომ "დაუგავას" აკადემიის მთავარ მწვრთნელად შოთა მახარაძე მუშაობს. 31 წლის ქართველი სპეციალისტი ლატვიაში გასულ წელს მიიწვიეს და მცირე დროის მიუხედავად, სკოლის რეფორმირება და საინტერესო სასელექციო სამუშაოს ჩატარება მოახერხა, მოიგო რამდენიმე ტურნირი და შედეგიც მოიმკა.

"ჩემთვის ეს აღიარება ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან შარშან ლატვიაში რომ ჩავედი, არავინ მიცნობდა. აქედან გამომდინარე, ბევრი ადგილობრივი მწვრთნელი სკეპტიკურად მიყურებდა. არც მიკვირდა, უცხოელს ყველა ქვეყანაში გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. მხოლოდ "დაუგავას" მწვრთნელი თამაზ პერტია მიცნობდა, მენდობოდა და ახლა კიდევ ერთხელ მოუხდათ იმის თქმა, რომ თამაზი წინ იყურება. პერტიას გასულ სეზონში "დაუგავაში" თავის ასისტენტად სურდა ჩემი გადაყვანა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და, ალბათ, წლეულს წამიყვანს. თუმცა სკოლის განვითარების ახალ პროექტებზე ვმუშაობ და უეფადან ინსტრუქტორების ჩამოყვანას ვაპირებთ. ქართველი ბავშვების ჩაყვანა გვსურდა, მაგრამ ევროკავშირის ქვეყანაში საქართველოდან ბავშვის წაყვანა ძალიან რთულია, ფაქტობრივად, შეუძლებელიც.

სხვათა შორის, ლატვიის ფედერაციამ საუკეთესო მწვრთნელად "სკონტოს" მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ სტარკოვსი რომ დაასახელა, ლოგიკურია, "სკონტოში" გასულ წელს დაბრუნდა და გუნდმა ჩემპიონობა დაიბრუნა. პერტია კი საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელად დაასახელეს. თამაზი მართლაც პერსპექტიული სპეციალისტია. იდროვებს თუ არა, უცხოეთის რომელიმე კლუბში სტაჟირებაზე მიდის. დეკემბერში შოთა არველაძეს თურქეთში ესტუმრა. ასეთი მონდომებული მწვრთნელი კი ლატვიაში მეორე არაა", - ამბობს მახარაძე.

ამასობაში "დაუგავამ" სეზონისთვის მზადება დაიწყო, საკონტროლო შეხვედრაში "სკონტოს" 2:1 მოუგო, მაგრამ მოედანზე არც ერთი ქართველი არ გამოჩენილა - გიორგი ჩიხრაძე, დავით ფაილოძე, გიორგი წაქაძე, ჯემალ ჯალიაშვილი და მამუკა ღონღაძე ჯერ კიდევ ისვენებენ.

ღონღაძეს კარიერის გაგრძელება აზერბაიჯანში, თოვუზის "თურანში" სურდა, მაგრამ მას იწვევდა რევაზ ძოძუაშვილი, რომელიც მთავარი მწვრთნელობიდან მოხსნეს. თანაც, კლუბში რუსთავის "ოლიმპის" თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი მიიწვიეს, ანუ თავდამსხმელი აზერბაიჯანელებმა უკვე შეიმატეს.

თუმცა ღონღაძის გადასვლა გამოირიცხა არა ამ ტრანსფერის, არამედ ლატვიელთა მიზეზით - "დაუგავამ" "კანუ" (ღონღაძის მეტსახელია) არც აზერბაიჯანში გაუშვა და არც ბელარუსში, სადაც მას უმაღლეს ლიგაში გადასული "გომელი" იწვევდა.

მახარაძის თქმით, სეზონის მეორე ნახევარში მიწვეული ღონღაძის გაშვებას იმიტომ არ აპირებენ, რომ 25 წლის თავდამსხმელმა შედეგიანობით გამოიჩინა თავი და შეტევაში არსებული პრობლემები მოაგვარა. წლეულს კი "დაუგავა" ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს და წამყვან ფორვარდს ვერ შეელევაო.

გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ ლატვიურ კლუბში გასასინჯად "გაგრას" დუბლშემადგენლობის ყოფილი მეკარის, ირაკლი ხომერიკის და კიდევ რამდენიმე ქართველის მიწვევას აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა