ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელად თბილისში მყოფი კორეელი კონსულტანტის, ან იონ სეუნის დანიშვნის საკითხი ჯერაც გაურკვეველია

კორეელი მწვრთნელი ან იონ სეუნი თბილისშია და 10 იანვრიდან საქმიანობასაც შეუდგა. შეგახსენებთ, რომ ის საქართველოში სოკ-ისა და სეოკ-ის თანამშრომლობის შედეგად, ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი პროექტით ჩამოვიდა სამუშაოდ. თავდაპირველი გეგმით, მას ნაკრების კონსულტანტად სამ ეტაპად უნდა ემუშავა, თუმცა მოგვიანებით მისი ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის იდეაც გაჩნდა.

სეუნი მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია და ჩვენებურთა ასეთი სურვილი არცაა გასაკვირი. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოს პირველი ეტაპი მან ნოემბერში ჩაატარა, მეორე კი ახლა დაიწყო, თუმცა საქართველოში ბევრად ადრე - დეკემბრის მიწურულს გვეწვია. პირველი სტუმრობისას მას იმდენად მოეწონა აქაურობა (მაშინ ძირითადად ბათუმში მუშაობდა), რომ 10 იანვარს ჩამოსასვლელი დეკემბრის ბოლოს ჩამოვიდა და ახალ წელს თბილისში შეხვდა, ამის შემდეგ ისევ გაბრუნდა და დათქმულ დროს კვლავ გვესტუმრა. მას თურმე არა მხოლოდ აქაურობა მოსწონებია, არამედ აქტიურად ეცნობა ჩვენებურ კულტურას და მართლმადიდებლობითაც დაინტერესებულა. ამ თემაზე საინტერესო რამეებსაც ამბობენ, თუმცა რელიგიური აღმსარებლობა მისი პირადი საქმეა და მეტად ნუღარ ჩავერევით, მაგრამ საქართველოთი მოხიბლულ სეუნს სურვილი გამოუთქვამს, აგვისტოში თავის მეგობარსა და მასწავლებელთან, კორეული მშვილდოსნობის სკოლის დამაარსებელ პროფესორთან ერთად ჩამოვიდეს და მასაც გააცნოს აქაურობა.

სეუნმა უკვე მოინახულა მშვილდოსნობის რამდენიმე თბილისური სკოლა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. როგორც ამბობენ, უკვე ნანახ ჯგუფებში მას რამდენიმე მოზარდი ძალიან მოეწონა და შეარჩია კიდეც სამომავლოდ სამუშაოდ.

სამაგიეროდ, ჯერ ისევ გაურკვეველია ჩვენთვის ძირითადი - ნაკრების მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა. აქ პრობლემა ისაა, რომ კორეელი მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მწვრთნელიცაა და ჩვენთან კონტრაქტის შემთხვევაში მათთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს. ასევე საინტერესოა ფინანსური მხარე - რამდენს მოითხოვს გასამრჯელოს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსაც ძალიან კი სურთ მისი დატოვება, მაგრამ გააჩნია, შეძლებენ თუ არა ხელფასით დაკმაყოფილებას. ჯერჯერობით სეუნს ამ თემაზე კონკრეტულად არ დალაპარაკებიან (ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი). სავარაუდოდ, ეს ამბავი ამ დღეებში გაირკვევა, როცა ჩილედან თბილისში დაბრუნდება საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ქაცარავა და კორეელს პირადად შეხვდება. სეუნი საერთაშორისო ფედერაციასთან მოლაპარაკებასაც აჭიანურებს - თითქოს მათთვის თავისი განზრახვის შესახებ დეკემბერში უნდა ეცნობებინა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. არადა, საქართველო რომ ძალიან მოსწონს და მზადაა აქ დასარჩენად, ესეც ფაქტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mentalitet
ვააააააააააააააააა..
მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი