როგორც "პრაიმტაიმმა" გაარკვია, კლუბს მიმდინარე ვალდებულებებში 31 მილიონ ლარზე მეტი აქვს
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელმა გუნდის ბიუჯეტი მილიონამდე დაიყვანა, დახურა "დინამო 2", ახლა კი საფეხბურთო სკოლა მაისის ბოლოს ოფიციალურად შეწყვეტს არსებობას.

როგორც კლუბში განმარტავენ, ამის მიზეზი თანხების დაზოგვაა, სინამდვილეში კი მის მფლობელს, რომან ფიფიას, იმაზე გაცილებით დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა.

ბოლო ნომერში "პრაიმტაიმმა" "დინამოს" გაყიდვაზეც დაწერა, რაც კლუბში კატეგორიულად უარყვეს. რეალურად, რა ხდება კლუბში და რატომ აქვს გუნდს რვანიშნა ვალი.

საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო", რომ იტყვიან, ყელამდე ვალებშია ჩაფლული.

როგორც "პრაიმტაიმმა" გაარკვია, კლუბს მიმდინარე ვალდებულებებში 31 მილიონ ლარზე მეტი აქვს. უფრო კონკრეტულად კი, კლუბის ანგარიშზე 23 მილიონ 636 ათას 430 ლარი დავალიანება ირიცხება, რომელიც, როგორც ჩანს, სესხის სახით აქვს კლუბს აღებული. ეჭვი არსებობს, რომ ეს თანხები თბილისის "დინამოს" მფლობელმა ოფშორული ზონებიდან ისესხა.

თანამშრომელთა მიმართ ვალდებულებები 19 ათას ლარს აღემატება, გადასახადებსა და სოცანარიცხებში კი გუნდს 3 მილიონ 314 ათას 107 ლარი აწერია.

კლუბს, გრძელვადიან ვალდებულებებში, ერთ-ერთი ბანკის მიმართ 7 მილიონ 670 ათას 19 ლარი აქვს დავალიანება.

საწესდებო კაპიტალში გუნდს 16 მილიონ 464 ათას 710 ლარი აქვს ჩადებული, მთლიანი საკუთარი კაპიტალი და მთლიანი ვალდებულებები კი 32 მილიონ 590 ათას 198 ლარს შეადგენს.

არსებული ვალების ფონზე, ნათელი ხდება კლუბის მფლობელის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებები "დინამო 2"-სა და საფეხბურთო სკოლის გაკეთებასთან დაკავშირებით. მოარული ხმებით, ფიფია "დინამოს" გაყიდვასაც აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხმები თავად მფლობელმა კატეგორიულად უარყო, არსებული ვალების ფონზე, მისთვის კლუბის ქონა საკმაოდ არარენტაბელურია.

თუ ამას იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ მარტო გასულ წელს თბილისის "დინამომ" ხელფასებში 12 მილიონი დახარჯა, ხოლო "აზოტისგან" რვა მილიონი მიიღო, ნათელი გახდება, რომ გუნდი წაგებაზეა.

ასე რომ, ხმები, გუნდის გაყიდვასთან დაკავშირებით, არც ისე საფუძველს არის მოკლებული, მეორე საკითხი კი ის არის, ვინ იყიდის გუნდს, რომელსაც ვალად 32 მილიონი აქვს.

მაგდა კლდიაშვილი, გაზეთი "პრაიმტაიმი"

წყარო: primetimenews.ge

ასევე იხილეთ:

რომან ფიფია: იძულებული ვარ, "დინამოს" საფეხბურთო სკოლა დავხურო

valera
ჟორდანია კიარ დაუბრუნებს არამედ ფულს იშოვის და დინამოს სულ დაასამარებს როგორც არველაზეებმა ფედერაციას უქნეს
georgiano
ეს ყველაფერი, პლიუს მომავალში რაც მოხდება ფიფიას გამართული მენეჯმენტის შედეგია. რომ შეყარა გუნდში ფულის გამყვლეფავი და ფეხბურთის უცოდინარი ხალხი, არაადეკვატური სასელექციო მუშაობა, ყოველ წელს მწვრთნელების ცვლა, გარსიას გაშვება, გეგუჩაძის არ მიყვანა გუნდში და ა.შ. ეს არის დინამოს წარუმატებლობის მიზეზების არასრული ჩამონათვალი..
გუჯა კახაძე
ქართული საფეხბურთო კლუბები მოგებაზე ვერ იმუშავებენ მარტივი მიზეზის გამო: ფინანსური მოგებისათვის საჭიროა ფეხბურთელის მომზადება და გაყიდვა, რაც საქართველოში სამწუხაროდ ვერ ხერხდება.
sabonis
ჟორდანია დაიბრუნებს დინამოს აგერ ნახაVთ თუ არა,
გაიოზი
ვიღაც მაგდას და კიდევ ამ გაურკვეველი სტატიის უფრო სწორად აბდა-უბდის საიტზე გადმომტანის ავტორებს. იქნებ ელემენტარული პროფესიული ცოდნა მაინც გამოიჩინოთ ან ეკონომიკაში ან ფინანსებში ან სულაც საბუღალტრო საქმეში და ისე წეროთ. როცა დინამოს ახსენებთ, უნდა იცოდეთ, რომ მის უკან ასეულობით თანამშრომელი და ასეული ათასობით გულშემატკივარია.
თბილისი
გასკდა გული გასკდაააააა!!
Daviti
თვალს ვადევნებდი დინამოს Mდგომარეობას, აშKარად არ იგრძNობოდა კერძო პირის ზრუნვა შაკუთარ ბიზნესზე. აშკარად ფინანსურ მაქინაციებთან Gვაქვს საქმე. Eგ ფიფია მალე Gაიქცევა საქრთველოდან, მგონი ეგეც Mიშისტია, ვიღა დაგვიბრუნებს, მაგ ....
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა