რა მოხდება იტალიაში
მადრიდის გაერთიანებული ტურნირის შემდეგ ანალოგიური შეჯიბრება დაიწყო რომში, რომელშიც მსოფლიოს ჩოგბურთის ლიდერებს ბოლო რეპეტიციის გავლა შეეძლებათ გრუნტის მთავარი ტურნირის - როლან გაროსის წინ.

იტალიის დედაქალაქში რამდენიმე საინტერესო დუელია მოსალოდნელი...

ჯოკოვიჩი-ნადალი

დაძაბულობა ყოველდღიურად მატულობს. საფრანგეთის ღია პირველობის დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. როლან გაროსის ტიტულის ორი მთავარი მაძიებელი საკუთარი გზით მოძრაობს: რაფა ტურნირებზე ცდილობს ფორმის აკრეფას, ნოვაკი კი ერიდება მოვლენათა ფორსირებას და ამის გამო უარი თქვა მადრიდულ გარჩევებზე. ტონი ნადალი აღნიშნავს, რომ მის ნათესავსა და შეგირდს ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე. ჯოკოვიჩი პასუხობს: ბეკერთან და ვაიდასთან ერთად უდიდესი სამუშაო გასწია გრუნტზე.

სანამ რაფაელი მადრიდში ფინალს აგებდა ენდი მარეისთან, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა რომში ჯოკოვიჩის ვარჯიშის დროს: ერთ-ერთმა მაყურებელმა სახალხოდ აგინა სერბ ჩოგბურთელს. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ყოველგვარი უხეშობის გარეშე ორი სიტყვით უპასუხა ხულიგანს, რომელიც, მოგვიანებით, უსაფრთხოების სამსახურმა მოედნიდან გაიყვანა. ვარჯიში გაგრძელდა.

ამასობაში, როლან გაროსზე ჯოკოვიჩის სავარაუდო წარმატების კოეფიციენტი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ნადალმა ტიტულის დაცვა ვერ შეძლო მადრიდში. ახლა სერბის მოგებაზე კოეფიციენტი 1.75-ს უდრის, ნადალის ტრიუმფზე - 3.16-ს.

ჰალეპი-შარაპოვა-კვიტოვა

სერენა უილიამსი ყველაზე და ყველაფერზე წინ არის, მაგრამ სატურნირო ბადეში ამერიკელის საპირისპირო მხარეს ყოფნა ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის ბონუსია, მით უმეტეს, "დიდი სლემის" ტურნირზე. რომის ტურნირი ძალების ბოლო შემოწმებაა და თან მას შეუძლია როლან გაროსის წინ შეცვალოს რეიტინგი.

ჰალეპს, შარაპოვასა და კვიტოვას 500-ზე ნაკლები ქულა აშორებთ ერთმანეთისგან. შესაბამისად, ვინც უფრო შორს გავა იტალიის დედაქალაქში, მას მეორე ადგილზე დამკვიდრების ბრწყინვალე შესაძლებლობა ექნება. ამ ტრიოში ფავორიტი მაინც ჰალეპია, რადგან რუმინელმა, წესით, საკუთარ თავს არ უნდა მისცეს ზედიზედ ორი ტურნირის ჩაგდების უფლება.

ფედერერი-კირგიოსი

მადრიდში ფანტასტიკური მატჩის შემდეგ, თანაც, ორივესთვის მოუხერხებელ საფარზე, საინტერესო იქნება როჯერისა და ნიკის თამაშზე დაკვირვება. ფედერერისა და კირგიოსის დაპირისპირება - თაობათა ბრძოლაა, რომელიც არა მხოლოდ კორტზე, არამედ პრესაშიც ვითარდება.

შვეიცარიელმა საკუთარი გრაფიკის კორექტირება მოახდინა და მაინც ჩავიდა რომში: კვირა ესპანეთის დედაქალაქში ხანმოკლე აღმოჩნდა. მას ტომაშ ბერდიხთან სავარაუდო მეოთხედფინალამდე პრობლემები არ ელოდება. ავსტრალიელიც მადრიდში დიდხანს არ დარჩენილა, ხოლო მისი აღმასვლა რეიტინგში საყოველთაო ინტერესს იწვევს. იტალიური "მასტერსის" სტარტზე ფელისიანო ლოპესთან შეხვედრა საინტერესო უნდა გამოვიდეს, მაგრამ უფრო დიდი ინტერესი ექნება კირგიოსისა და კეი ნიშიკორის სავარაუდო შეხვედრას მესამე წრეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის