ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე დასასწრებ ბილეთებზე განაცხადების მიღება დაიწყო
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე დასასწრებ ბილეთებზე განაცხადების მიღება დაიწყო.

განაცხადების მიღება 12 მაისს დაიწყო, ხოლო თავად ჩემპიონატი საფრანგეთში 2016 წლის 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

უეფამ ბილეთების გაყიდვის კამპანიის დეტალები გამოაცხადა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება ბევრ გულშემატკივარს გაუჩნდეს საშუალება, ევროპის პირველობას დაესწროს.

ბილეთების პორტალზე დარეგისტრირება ქომაგს 12 მაისიდან 10 ივნისამდე შეუძლია. 10 ივნისს გაყიდვების პირველი ეტაპი დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო მომდევნო წელს ამ თარიღებში უკვე ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ამ ეტაპზე მილიონი ბილეთი გაიყიდება, მათ შორის იქნება 51 მატჩიდან 43 მატჩზე დასასწრები 25-ევროიანი ბილეთები.

განაცხადების მიღების შემდეგ, თუ გარკვეულ მატჩებზე მოთხოვნამ გადააჭარბა ბილეთების რაოდენობას, გაიმართება წილისყრა, რომელიც გაარკვევს იმ განაცხადებს, ვისაც ბილეთის ყიდვა შეეძლებათ.

გარდა ამისა, უეფა 20 000 ბილეთს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადასცემს, "20 000 ღიმილი ევროპის ჩემპიონატისთვის" პროგრამის ფარგლებში.

ბილეთების რეალიზაციის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე სახეობის პაკეტი არსებობს:

სტადიონის პაკეტი: პაკეტი, რომლის ღირებულება 290 ევროა, გულშემატკივრებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ბილეთები ყველაზე კარგი ხედით ერთ სტადიონზე გასამართ ორ მატჩზე.

კორპორატიული მიღების პაკეტი: მიღების პაკეტი ყველაფერს უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფს.

შშმპ-ის ბილეთები: უეფა შშმპ-ისთვის თითოეული მატჩისთვის სპეციალურ ადგილებს უზრუნველყოფს. მიუხედავად ადგილების მდებარეობისა, აღნიშნული ბილეთები ყველაზე დაბალ ფასად გაიყიდება, რომელსაც თანმხლებ პერსონაზე უფასო ერთი ბილეთი მოჰყვება.

პაკეტი "გაჰყევი გუნდს": დეკემბერში, ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგად, გულშემატკივრებს მიეცემათ შესაძლებლობა, იყიდონ პაკეტი "გაჰყევი გუნდს" და რჩეული ნაკრების მატჩებს დაესწრონ. აღნიშნული პაკეტის გაყიდვა ეროვნულ ასოციაციებთან თანამშრომლობით მოხდება.

ევრო 2016-ის ბილეთები ტურნირის დროს სტადიონზე არ გაიყიდება. საჭიროების შემთხვევაში გულშემატკივრები საკუთარი ბილეთის გაყიდვას ნომინალურ ფასად ოფიციალური პორტალის მეშვეობით შეძლებენ, რომელიც 2016 წლის მარტში ან აპრილში გაიხსნება.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"საბურთალო"-"შერიფი" - რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
რაგბი ევროპა 2020: "ბორჯღალოსნების" საშინაო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო-დანიის მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებშიც დაიწყო!
უეფამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის თილისმა წარმოადგინა
"ევრო 2016"-ის წილისყრისთვის საქართველო მე-5 კალათაში მოხვდა
ტორპედო-ორდაბასი: რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
დინამო-გაბალას მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო