ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მასხარაობა!..

მასხარაობა!..

...მატჩის დამთავრებამდე ბევრი აღარაფერი აკლდა, გვერდითმა მსაჯმა ორ ეპიზოდში

...მატჩის დამთავრებამდე ბევრი აღარაფერი აკლდა, გვერდითმა მსაჯმა ორ ეპიზოდში „ვიტ ჯორჯიას“ სასარგებლოდ ორი მეტად საკამათო „თამაშგარე მდგომარეობა“ რომ დააფიქსირა, ერთ ეპიზოდში კი შეცვლაზე შემოსულ ზდენეკ სმეიკალმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი მასპინძელთა კარის ააცილა, — მოკლედ ამ სამი მომენტიდან ერთი გოლად რომ ქცეულიყო, ევროტურნირებზე ქართული კლუბების დიდი ანგარიშით რეკორდს გავიმეორებდით, კიდევ ერთი გოლის შემთხვევაში კი, სულაც ახალი „რეკორდი“ დამყარდებოდა! არა უშავს, 0:6-ც არ არის ურიგო შედეგი; ყოველ შემთხვევაში, წლების წინ თბილისის „ლოკომოტივის“ მიერ 0:7-ს ხომ ჯობია; ოღონდ, აი, ის არის საკითხავი, გუშინდელი მართლაც მასხარაობა უფრო „ფასეული“ შედეგია, თუ ამავე „ვიტ ჯორჯიას“ მიერ 2004 წელს კრაკოვის „ვისლასთან“ საშინაო ექვსბურთიანი მარცხი; ოღონდ, მაშინ მეტოქემ ქართული გუნდის კარში რვა გოლი გაიტანა, სამაგიეროდ, „ვიტ ჯორჯიამ“ შესძლო და ერთდროულად ორი პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა მოწინააღმდეგის კარში. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ანგარიში იქნება: 0:6, 1:7 თუ 2:8, მთავარია, რომ მორიგი სირცხვილი ვჭამეთ; ოღონდ, ახლა აზრი არა აქვს ამ სამარცხინო წაგების მიზეზთა ძიებას, — უბრალოდ, ამის მერე აღარ უნდა გვიკვირდეს: ჩვენ სტადიონებზე ხალხი რატომ აღარ დადისო.

ვინმემ, შესაძლოა, მარცხის მიზეზად „ვიტ ჯორჯიას“ გადახალისებული შემადგენლობა დაასახელოს; ან, ის ფაქტი, რომ „ვეტერინარებს“ სეზონი ჯერ არ დაუწყიათ და მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ეგრევე ევროტურნირებზე ჩაერთვენ (ცნობისათვის — „ბანიკიც“ ანალოგიურ სიტუაციაში იყო), ჰო, კლიმატური პირობებიც არ დაგვავიწყდეს: აბა, ვინ იფიქრებდა, ასეთი ხვატის შემდეგ, მაინცდამაინც მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე რომ გაწვიმდებოდა? მოკლედ, გვინდა თუ არა, „ვიტ ჯორჯიას“ გუშინდელ მასხარაობას (გუნდის „ასპარეზობას“ სხვა სახელს უბრალოდ, ვერ ვუწოდებთ) რაღაც „გამართლება“ უნდა მოეძებნოს, მაგრამ ყველაზე ძალიან გული იმაზე გვწყდება, რომ ჩეხურ „ბანიკთან“ რომელიმე „ჩვეულებრივი“ კი არა, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საუკეთესო ქართული კლუბი შერცხვა!..

მატჩის დაწყებიდან ალბათ, ათი (!) წამი იქნებოდა გასული, სტუმრებმა გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან რომ გაუშვეს: მარჯვენა ფლანგიდან ტომაშ პილიკმა ჩვენ საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და მხოლოდ იმიტომ გადავრჩით, კარის წინ მდგომმა ზდენეკ შენკერიკმა ბურთს... ფეხი რომ ააცილა! ასეთი დასაწყისის შემდეგ მატჩი ცოტა „დაწყნარდა“. ეგ კი არა, მალე მასპინძლებიც გააქტიურდნენ და სტუმრათა კართან რეალური მომენტიც შეიქმნა: ჯაბა ლიპარტიამ ორთაბრძოლა ალეშ ნოივირტს მოუგო და მოხდენილი პასით ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი ვახტანგ კვარაცხელია მოძებნა; სამწუხაროდ, „ვიტ ჯორჯიას“ ცენტრფორვარდის დარტყმა „ბანიკის“ მეკარემ მიხალ დანეკმა მოიგერია. აი, ეს იყო და ეს: სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლენ და „ვიტ ჯორჯიას“ კართან მომენტი-მომენტს ცვლიდა. თანაც, ყველა ეპიზოდში დამაგვირგვინებელ დარტყმას „ბანიკის“ ცენტრფორვარდი ტომაშ პილიკი ასრულებდა, მაგრამ 21 წლის თავდამსხმელს საშემსრულებლო ოსტატობა აშკარად არ ჰყოფნიდა. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით „ბანიკის“ გამოცდილ საყრდენზე მარტინ ლუკეშზე — ორი ტაიმის განმავლობაში სტუმართა გუნდის ყველა შეტევის სულისჩამდგმელზე და, საერთოდ, გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელზე. მასპინძელთა კარში გატანილი პირველი გოლიც ლუკეშის წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა: კვლავაც „ვიტ ჯორჯიას“ მარცხენა ფლანგი „ჩავარდა“, მერე ამას ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედება მოჰყვა და ახლო მანძილიდან ფერნანდო ნევესმა ანგარიში გახსნა. ამ გოლის მერე „ვეტერინარებს“ ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცათ; ირაკლი ჭანკვეტაძის პასის შემდეგ ვახტანგ კვარაცხელია თავით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა. პირველი ტაიმის დასრულებამდე „ბანიკმა“ კიდევ ერთხელ შემოგვიტია, მაგრამ ზდენეკ შენკერიკმა კვლავაც არაზუსტად დაარტყა. მოკლედ, პირველი ტაიმი ერთბურთიანი სხვაობით წავაგეთ და არა გვგონია, სტადიონზე მყოფთაგან ვინმეს ეფიქრა, წინ რა სამარცხვინო „სანახაობა“ ელოდა...

ჰო, მეორე ტაიმში, რასაც ფეხბურთი ჰქვია, ამას „მიმსგავსებულიც“ კი არაფერი გვინახავს; თანაც, მეორე ტაიმის დასაწყისში იმავე შენკერიკმა კვლავ არაზუსტად დაარტყა და „ბანიკის“ მარცხენა გარემარბმა რაც ვერ მოახერხა, თანაგუნდელებმა... 25-წუთიან მონაკვეთში „შეასრულეს“! არა, იმის აღწერა, თუ რა ხდებოდა ჩვენს საჯარიმოში თუ მის მისადგომებთან, მართლაც ძნელია; თავად განსაჯეთ: სტუმართა ყველა შეტევა (გააზრებული თუ გაუაზრებელი)... „ვიტ ჯორჯიას“ კარში გატანილი გოლით მთავრდებოდა! ყველაზე საწყენი კი ის იყო, „ვიტ ჯორჯიამ“ მეორე გოლის მერე რომ, ფაქტობრივად, თამაში რომ შეწყვიტა. ჰო, მართლაც ამაზრზენი სანახავი იყო, სტუმრები უპრობლემოდ რომ გადმოდიოდნენ ჩვენ ნახევარზე და ყველა შეტევას გოლით რომ აგვირგვინებდნენ! ანუ, იმის თქმა გვსურს, რომ ამ სამარცხვინო წაგების მხოლოდ მეკარესა და მცველებზე გადაბრალება სწორი არ იქნება; ბოლო და ბოლოს, მეორე ტაიმში, მეტოქის კარისკენ პირველად... მე-80 წუთზე დავარტყით...

ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი

ვიტ ჯორჯია (საქართველო)-ბანიკი (ჩეხეთი) 0:6

15.04. თბილისი. ეროვნული. 1000 მაყურებელი

0:1 ნევესი (33, რჟეზნიკის პასით), 0:2 ნევესი (56, პენალტით), 0:3 პილიკი (61), 0:4 ნევესი (65, პენალტით), 0:5 ნოივირტი (70, ლუკეშის პასით), 0:6 ჰუშბაუერი (79).

ვიტ ჯორჯია: ა. მიქაბერიძე — ბეჭვაია, დ. ლომაია, ადამაძე, ჭანკვეტაძე — ვასაძე (67. ჩიმაკაძე), მაისაშვილი (82. კასრაძე), გურეშიძე — კლიმიაშვილი, ლიპარტია (71. ჯანელიძე) — ვ. კვარაცხელია.

სათადარიგოები: ძაძამია, კორიფაძე, ღანიაშვილი, ზაქრაძე

ბანიკი: დანეკი — რჟეზნიკი, ბოლფი, ნოივირტი, ნევესი — მარეკი (68. ჰუშბაუერი), ლუკეში — ვარადი, გრეგუში, შენკერიკი (65. ფრეილახი) — პილიკი (74. სმეიკალი).

სათადარიგოები: ბარანეკი, ზეჰერი, ფანტიში, ვოინარი.

გაფრთხილება: მაისაშვილი (21), მიქაბერიძე (64), კლიმიაშვილი (70)

არბიტრი: ბაბაკ რაფატი (გერმანია)

• ავთანდილ თავდგირიძე

მაგათ "ვიტ-ჯორჯია" კი არა "ვიტ-ნეხვია"უნდა ერქვათ.ზედგამოჭრილი სახელია

• avto

ნუღარ უშვებთ ქართულ გუნდებს ევროპაში.გვეყო ამდენი სირცხვილის ჭამა

• paata

ვითომ ჯორჯია ყოველთვის ასე ნეხვობს... ძაან ცუდი სუნი უდის ხოლმე მაგათ საევროპო თამაშებს... ვინძლო ტოტალური ზატორის ინტერესი არ იდოს შIG!

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება

[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...

სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს

სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ

"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა

"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა

ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს

"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა

"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა

[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი

[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია

საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა

[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია

სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?

7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი

საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს

"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს

სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა

ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა

"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა