აგენტები არგენტინელი ვარსკვლავის ბრენდით გაყიდული საქონლიდან მოგების მოლოდინში ხელებს სიამოვნებით იფშვნეტენ
საქმე საქეიფოდ მაქვსო, ლიონელ მესიმ უნდა თქვას - ჯანზეა, გოლები პანტა-პუნტით გააქვს, ფული და დაფასება არ აკლია, დიდსა და პატარას მისი სახელი აკერია პირზე და აი, ახლა ფიფამაც "ოქროს ბურთი" სიურპრიზად მიართვა. ერთი სიტყვით, ყველანაირად ხარობს ცხოვრებით ლიონელი და ხანდახან თუ 100 გრამსაც გადაჰკრავს და დაილოცება, რა გასაკვირია?

სულ ახლახან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ციურიხიდან კატალონიაში მგზავრობისას, თავის ბარსელონელ მეგობრებთან - ჩავისთან, ინიესტასთან, პუიოლთან და პიკესთან ერთად "ოქროს ბურთი" თვითმფრინავშივე დაასველა. ბიჭები თითო ჭიქით დაილოცნენ, თამადობა კი, რა თქმა უნდა, მესის ანდეს.

- მინდა ეს გამარჯვება ჩავისა და ინიესტას მივუძღვნა! - ბოკალით ხელში ომახიანად განაცხადა თამადამ. - მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოდ მე დამასახელეს, ამ ჯილდოს ეს ბატონებიც იმსახურებდნენ!

სანამ მესი ძმა-ბიჭებთან ერთად ქეიფობს, მისი აგენტები არგენტინელი ვარსკვლავის ბრენდით გაყიდული საქონლიდან მოგების მოლოდინში ხელებს სიამოვნებით იფშვნეტენ.

მესის კონტრაქტი "ადიდასთან" აქვს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ზედიზედ მეორედ გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, ლიონელის მაისურებისა და ბუცების - F50-ის გაყიდვა კიდევ უფრო მოიმატებს. ამ გერმანული კომპანიის მთავარ ოფისში მეორე ტრიუმფის შემდეგ მესის ბონუსების გაზრდა, უკვე დაადასტურეს.

- მესის სახელით გაყიდული საქონლიდან მოგება უდიდესია, - განუცხადეს Life Sports-ს კომპანიის წარმომადგენლობაში, - განსაკუთრებული მოთხოვნა მის ბუცებზე - F50-სა და სავარჯიშო მაისურებზეა, რომელსაც ლიონელი რეკლამას უკეთებს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა