გორის "დილას" ბომბარდირის პრინციპი: ჯერ გუნდის ინტერესები, მერე პირადი სტატისტიკა
გორის "დილა" არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. 25 წლის დამრიგებლის, უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ქართული საკლუბო ფეხბურთის ოლიმპზე ქვეყნის პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ავიდა.

"დილამ" ტიტული მოიგო, მისი ლიდერი ირაკლი მოდებაძე კი ჯერაც იბრძვის პერსონალური ტიტულისთვის - XXIX ტურის წინ 31 წლის ფორვარდი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 14 გოლით...

- გილოცავთ "დილას" პირველ ჩემპიონობას! რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა და "სიონი"-"ბათუმის" მატჩის შედეგი გაიგეთ?

- პირველი ყველაფერი განსაკუთრებულია! ჩემთვის ეს არ არის პირველი საჩემპიონო ტიტული, მაგრამ "დილასთან" ერთად მოგებული ქართული ოქრო მაინც განსაკუთრებულია ჩემთვის.

გორი, აქაური გულშემატკივარი, იმსახურებს ამ ჯილდოს. ყველამ კარგად ვიცით, რა გადაიტანა ამ ქალაქმა, საერთოდ - ამ მხარემ. მინდა, ყველა გორელს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება.

- როგორ აღნიშნეთ ტრიუმფი? ალბათ, ფეხბურთელებმაც მიეცით თავს ცოტაოდენი "მოდუნების" უფლება...

- როცა სამტრედიიდან ვბრუნდებოდით, გზაში აღვნიშნეთ ჩემპიონობა, მერე, გორში რომ ჩამოვედით, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, მაგრამ გულშემატკივრებმა ჩვენი ავტობუსი სტადიონამდე მიაცილეს. დიდი ზეიმი იყო გორში...

ისე, ორი მატჩი დარჩა და ისინიც მობილიზებულებმა უნდა ვითამაშოთ.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა "დილას" ჩემპიონობა?

- ალბათ, ყველაზე მეტად იმან, რომ როცა გუნდს უჭირდა, ერთ მუშტად შევიკარით და მოსაგები თამაშები მოვიგეთ. მერე უკეთესობისკენ შეიცვალა სიტუაცია. მაშინ მოპოვებულ ქულებს კი ოქროს ფასი დაედო. გახსოვთ, ალბათ - შეგვეძლო, პირველ წრეც ცხრილის სათავეში დაგვესრულებინა.

ერთსაც ვიტყვი - გორში ძალიან საფეხბურთო გარემოა. აქ ყველა ფეხბურთზე ფიქრობს და ლაპარაკობს - ქალაქის მერი, კლუბის ხელმძღვანელობა... თუ მაინც ერთი სიტყვით უნდა ვთქვა, რამ მოიტანა ჩვენი ჩემპიონობა - სტაბილურობამ!

ფოტოზე: ირაკლი მოდებაძე თანაგუნდელებთან ერთად სამტრედიაში მოგებული მატჩის შემდეგ

- ირაკლი, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ "დილა" ერთი თავით მაღლა იდგა კონკურენტებზე?

- არა, ასე არ ვიტყოდი. ჩვენ ძლიერი კონკურენტები გვყავდა - თბილისისა და ბათუმის "დინამოები", "სამტრედია", "ჩიხურა", "ცხინვალი"... კარგი გუნდია "ტორპედოც". მოკლედ, დიდი ბრძოლა დაგვჭირდა.

- 25 წლის მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონი რომ ხდება, ეს ვერაფრით ჩაითვლება რიგით მოვლენად. რა არის უჩა სოსიაშვილის მთავარი სამწვრთნელო ღირსება?

- გამოვარჩევდი ერთს: უჩა არასოდეს ხდება თავისი გადაწყვეტილების "მძევალი". მას შეუძლია, მატჩის მიმდინარეობისას არაერთხელ გადააწყოს გუნდი, შეცვალოს სათამაშო მონახაზი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მის გაწვრთნილ გუნდში ვთამაშობ - უჩა სოსიაშვილის სახით საქართველოს ძლიერი სპეციალისტი ეზრდება.

- როგორ ფიქრობთ, რას მიაღწევს "დილა" ჩემპიონთა ლიგაზე?

- ჩემი აზრით, ამ ფორმაციის "დილასაც" შეუძლია, წარმატებით ითამაშოს ევროთასებზე. როგორც ვიცი, იგეგმება გუნდის გაძლიერება და ჩვენ წინაშე სერიოზული ამოცანები დადგება. მჯერა, შევძლებთ ევროასპარეზზე საქართველოს სახელის ღირსეულად დაცვას.

ისე, ევროთასებზე საჭიროა ცოტა მეტი იღბალი - ვგულისხმობ, ხელსაყრელ წილისყრას.

- როგორ უყურებთ თქვენს შესაძლო ბომბარდირობას? ახლა ანგარიშზე 14 გოლი გაქვთ. ორი ბურთით უსწრებთ უახლოეს მდევარს, დინამოელ გიორგი პაპუნაშვილს...

- გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი - ჯერ გუნდის შედეგს ვუყურებ და მერე პირად სტატისტიკას. ისე, ნებისმიერი თავდამსხმელის სურვილი და ოცნებაა ბომბარდირობა. ცხადია, არც მე ვარ გამონაკლისი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მიხარია, უდიდესი შრომა რომ დაგვიფასდა" - უჩა სოსიაშვილი ისტორიაში შევიდა

დღის კარიკატურა: სტალინი იმ ქალაქიდანაა, სადაც "დილა" თამაშობს!

სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]

qartveli-s
დინამომ რო შარშან აკტობესთან ჩაისვარა,და კიდე იმის წინ ბევრჯერ,მაშინ დინამოს ფეხბურთელები იძახდნენ რო ოფლი არ მოგვდის ისე ვიგებთ თამაშებსო,მერე ევრო ტურნირებზე მაგიტომ ვერ გავდივართო, და მაშინ იყო ხოო მაღალი დონე???
qartveli----s
გათამაშების ბომბარდირს ნახევარი სეზონი რო გაუცდა ტრამვის გამო მაგდენი ინფორმაცია შენ არ გექნება..თორე არ იტლიკინებდი ეგრე....
gia
30 ROM gaetana,upro magali done iqneboda?!
zaza
შარშან და უფრო ადრე მეტი დონე იყო? ან14 გოლი რა შუაშია?
qarTveli
რამ განაპირობა გორის ჩემპიონობა და საერთო ძალიან დაბალმა დონემ.გათამაშების ბომბარდირს რო 14 გოლი ექნება გატანილი იქ საერთოდ რა დონეზეა ლაპარაკი.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა