თბილისის "ლოკომოტივისა" და ხარაგაულის "ჩხერიმელას" სარჩელი დაკმაყოფილდა
ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა 11 მაისის დადგენილების 1.3 მუხლით, გარიგებულ თამაშებში ბრალდებულ პირებსა და კლუბებს სანქციები დაუწესა: სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე და სპორტული სამართლიანობის ჯგუფის მიერ საკითხის მოკვლევის დასრულებამდე, ბრალდებული ჩინოსნებისა და მოთამაშეების კლუბებს - ხარაგაულის "ჩხერიმელასა" და თბილისის სტუ-"ნორჩ დინამოს" ყოველგვარი უფლებამოსილება შეუჩერდათ და გათამაშებიდან მოხსნეს.

მაგრამ უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ხარაგაულელებს წაგება ჩაეთვალათ 8 მაისს, ზუგდიდის "ლაზიკასთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაშიც. არადა, ამ დროს, ბრალდებული ფეხბურთელები უკვე დაკავებულები იყვნენ.

ამით პირველი ლიგის A ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა შეიცვალა: ზუგდიდელთა ამ მარცხით მეორე ადგილზე აღზევებული თბილისის "ლოკომოტივი" ისევ მე-3 პოზიციაზე ჩამოქვეითდა და კონკურენტმა "ლაზიკამ" 1 ქულით გაუსწრო. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებამ უმაღლესში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრის შანსებზე გავლენა მოახდინა.

სწორედ ამის გამო თბილისის "ლოკომოტივმა" და ხარაგაულის "ჩხერიმელამ" აღმასკომის ეს დადგენილება საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში გაასაჩივრეს.

თბილისელებმა სარჩელში აღნიშნეს, რომ აღმასკომის დადგენილება უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ლოკომოტივის" სპორტულ შედეგებზე პირდაპირ ახდენდა გავლენას და მის ინტერესებს აზიანებდა.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, სპორტულმა ტრიბუნალმა დაასკვნა, რომ "ლოკომოტივის" პრეტენზია საფუძვლიანია და მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ტრიბუნალს მიაჩნია, რომ ფეხბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრეტენზიის უზრუნველყოფის არგამოყენება უფრო მეტ ზიანს მოიტანს.

აღმასკომის დადგენილების 1.3 მუხლის მოქმედების შეჩერება "ჩხერიმელამაც" მოითხოვა, რადგან ამ მოგებით პირველ ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა. ამ შემთხვევაშიც, სპორტულმა ტრიბუნალმა ფეხბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე იხელმძღვანელა და ხარაგაულელთა მოთხოვნაც დააკმაყოფილა.

საბოლოოდ, "ჩხერიმელა"-"ლაზიკას" თამაშის შედეგი (2:0 ხარაგაულელთა სასარგებლოდ) კვლავ ძალაშია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, "ჩხერიმელა" და სტუ-"ნორჩი დინამო" პირველი ლიგაში კვლავ ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ სპორტული ტრიბუნალის დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ტრიბუნალმა აღმასკომის კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მათ. ასეთ პრინციპულ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას რომ იღებენ, მაშინ დღის წესრიგში უნდა დადგეს ამ აღმასკომის წევრთა უფლებამოსილების მართებულობა. არაკომპეტენტურობას თავისი საზღაური აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

saakashvili
ჯუღელსაც იგივე უნდა ტელევიზორშიც უნდა აუკრძალოთ ყურება
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
დროს აღარ აქვს დრო - პსჟ ნიჭიერ ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
სფფ-ის ოფიციალური განცხადება ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ამას ასე არ დავტოვებთ!.. "ლოკომოტივი" და "ჩხერიმელა" აღმასკომის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
ეს რა "დურდომია"?! ჩემპიონატი სხვა გუნდებმა დაიწყეს და სხვები ჩაამთავრებენ
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ჩემპიონატში 65 წლის ფეხბურთელმა ითამაშა და გოლიც გაიტანა [VIDEO]
გაუგებრობა ამოწურულია - სფფ-სთან აქცია მშვიდობიანად დასრულდა
შსს-მ თამაშების ჩაწყობისთვის ფეხბურთელები დააკავა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება