NBA: "მაიამი ჰიტმა" სტუმრად ზედიზედ 13 გამარჯვების შემდეგ გასვლაზე მიყოლებით მეორე მატჩი წააგო, რაც მოულოდნელი არ ყოფილა

სტუმრად ზედიზედ 13 გამარჯვების შემდეგ გასვლაზე მიყოლებით ორი მატჩი წააგო "მაიამი ჰიტმა". მაგრამ თუ წინა შეხვედრაში "კლიპერსთან" მარცხი სენსაციად მოინათლა, გუშინ "დენვერთან" წაგება მოულოდნელი არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ ფლორიდელებს აკლდათ ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც ფეხის მცირე ტრავმა აწუხებდა და ექიმებმა ზედმეტი გართულებისგან თავი დაიზღვიეს.

ჯეიმსის ნაცვლად "მაიამის" სასტარტოში ჯეიმსი გამოჩნდა, გვარად ჯონსი. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ გადაადგილებას სტუმრებისთვის ხეირიანი არაფერი მოუტანია. მართალია, იგივე ჯონსი, ჰაუსი და ჩელმერსი შორიდან კარგად ისროდნენ (10 ზუსტი სამქულიანი 19-დან), მაგრამ ეს ერთადერთი ნათელი წერტილი იყო "ჰიტის" თამაშში. დანარჩენ შემთხვევებში, The Heatles-ის შეტევა არაფრად ვარგოდა. მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო თანაბარი თამაში, ამის შემდეგ კი "დენვერმა" ძალიან სწრაფად დაიწყო ანგარიშის გაზრდა. მესამე მეოთხედის მეოთხე წუთისთვის სხვაობა უკვე 20 ქულა იყო, კიდევ ოთხი წუთის შემდეგ კი ფავორიტი დამამცირებელი 30 ქულით აგებდა. ერთადერთი, რაც ფლორიდელებმა ბოლოს მოახერხეს, სამარცხვინო განადგურებას გადაურჩნენ.

გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა "ოკლაჰომასა" და "ორლანდოს" მატჩი. "ჯადოქრებმა" წინა დღეს "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ 31 სამქულიანი შეასრულეს, მაგრამ ამ ტაქტიკამ მათ წარმატება ვერ მოუტანა. "ოკლაჰომა" "ჰორნეტზე" ძლიერი გუნდია და მასთან მხოლოდ შორეული ტყორცნებით ფონს გასვლა კიდევ უფრო არარეალური ჩანდა. ეს "ორლანდოს" დამრიგებელ სტენ ვან განდისაც კარგად ესმოდა, ამიტომაც პირველ მეოთხედში მისმა შეგირდებმა "მხოლოდ" 7 სამქულიანი ესროლეს და აქედან სამი ჩააგდეს. თუმცა ამან სტუმრებს დიდად არ უშველა - "ოკლაჰომა" დამაჯერებლად აკონტროლებდა თამაშს.

მეორე მეოთხედში სტუმრებმა უკვე 10-ჯერ გაისროლეს შორიდან და ისევ მაღალი პროცენტით (5 ზუსტი სროლა). ქულათა სხვაობა ოთხამდე შემცირდა, მაგრამ სტუმრები ვერაფრით დაეწივნენ მეტოქეს. ფლორიდელთა რიგებში საუკეთესო იყო დუაიტ ჰოვარდი, რომელიც პარტნიორების გაფუჭებული საქმის გამოსწორებით იყო დაკავებული. ფინალური სირენისთვის "სუპერმენს" ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა - 39 ქულა, 18 მოხსნა და 2 დაფარება. მაგრამ რაც ყველაზე საოცარია, მან ამ დღეს 20-დან 17 საჯარიმო ჩააგდო.

სწორედ თავისი ცენტრის მონდომებით გაძლო ბოლომდე "ორლანდომ" და გამარჯვების შანსიც ჰქონდა. ჰედო თურქოგლუსა და ჯამირ ნელსონის ზუსტი ტყორცნებით საფინალო სირენამდე 32 წამით ადრე სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა - 119:121. მაგრამ იქვე მეტოქის აქტიურობას კევინ დურანტმა მშვიდი და რაც მთავარია, ზუსტი თამაშით უპასუხა. დურანტმა მატჩის გმირის სტატუსი რასელ უესტბრუკთან გაიყო, რომელმაც კარიერაში მეოთხე სამმაგი დუბლი შეასრულა.

მინესოტა-ვაშინგტონი 109:97

28:18, 27:30, 27:30, 27:19

მ: ლავი (35+11 მოხსნა), რიდნური (16+9 პასი), მილიჩიჩი (14+11 მოხსნა), ელინგტონი (11+7 მოხსნა+5 პასი), უებსტერი (11), ბრიუერი (10).

ვ: ლუისი (19+5 მოხსნა), ჰაინრიხი (18+5 პასი), იანგი (15), უოლი (14+10 პასი), ტორნტონი (14).

ოკლაჰომა-ორლანდო 125:124

35:27, 29:33, 32:26, 29:38

ოკლ: დურანტი (36), უესტბრუკი (32+13 პასი+10 მოხსნა), კრსტიჩი (16+11 მოხსნა), გრინი (12+6 მოხსნა).

ორლ: ჰოვარდი (39+18 მოხსნა), რიჩარდსონი (19), რედიკი (18), ანდერსონი (15+5 მოხსნა).

დენვერი-მაიამი 130:102

26:23, 34:20, 38:25, 32:34

დ: სმიტი (28+7 მოხსნა), ენტონი (21+5 მოხსნა), ნენე (17+9 მოხსნა), აფლალო (14), ლოუსონი (13), ელი (10), ჰარინგტონი (10).

მ: ბოში (24+6 მოხსნა), უეიდი (16), ჰაუსი (15), ჩელმერსი (14), აროიო (10).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა