სიდნეის ქალთა ტურნირში, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო რეპეტიციაა, ფავორიტმა კიმ კლაისტერსმა გადამწყვეტი მატჩი ორ სეტში დათმო

სენსაციურად დასრულდა სიდნეიში ქალთა ტურნირი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო რეპეტიცია გახლდათ. აღიარებულმა ფავორიტმა კიმ კლაისტერსმა ორ სეტში დათმო გადამწყვეტი მატჩი ჩინელ ნა ლისთან - 6:7(3), 3:6.

პირველ სეტში მოვლენები უცნაური სცენარით განვითარდა. მატჩი ისე დაიწყო, რომ ბელგიელის საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არავის არ უნდა შეპარვოდა. კიმი 5:0 დაწინაურდა და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ნა ლიმ არათუ ანგარიშის გათანაბრება, არამედ სეტის მოგებაც კი მოახერხა. კლაისტერსი ვერც მეორე სეტში ბრწყინავდა და მხოლოდ სამი გეიმი აიღო. ბელგიელმა საერთო ჯამში 27 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ამ წაგებით დაკარგა რეიტინგის მეორე საფეხურზე ასვლის შანსი.

შარშანდელ უიმბლდონზე მარცხის შემდეგ, კლაისტერსმა ჯამში 30-ე შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ მესამედ დამარცხდა. ამ დროის განმავლობაში მან ამერიკის ღია პირველობისა და წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება მოასწრო. სწორედ ამიტომაც მიიჩნეოდა ის გუშინ ფავორიტად, თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება, რომ შარშან, ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ორი ჩინელი ჩოგბურთელი გავიდა და ერთ-ერთი სწორედ ნა ლი იყო. მატჩის შემდეგ კიმმა შეაქო მეტოქე და განაცხადა, რომ ლის ყველა თვისება აქვს უახლოეს მომავალში "დიდი სლემის" ტურნირზე გასამარჯვებლად.

ნა ლიმ კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო. დღეს ის მე-11 ჩოგანი გახლავთ, თუმცა გუშინდელი გამარჯვებით WTA-ის კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულში შეაბიჯებს. სიდნეიში პირველობისთვის ჩინელმა 103 ათასი დოლარი და 470 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა