მარიოუპოლის გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი იარემჩენკომ ქართველი ლეგიონერის გაშვება გადაიფიქრა

უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლის "ილიჩევეცი" და გიორგი გაბედავა კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყებოდა და ამ საქმეში გადამწყვეტი როლი "ილიჩევეცის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი იარემჩენკომ შეასრულა.

დონეცკის "შახტარის" დუბლშემადგენლობის ყოფილმა დარიგებელმა კლუბში დონბასელი ახალგაზრდობა მიიყვანა, გაბედავა და კიდევ ექვსი ფეხბურთელი კი გაუშვა. თუმცა შევიტყვეთ, რომ გაბედავა ახლა ისევ "ილიჩევეცში" ვარჯიშობს და გამორიცხული არაა, კვლავ ამ კლუბში ითამაშოს.

როგორც "გაგრას" ვიცე-პრეზიდენტმა გოდერძი ჩიხრაძემ გვითხრა:"იარემჩენკოს გაბედავა თავიდან არ მოეწონა და ეს ლოგიკურიც იყო. მან გაბედავა ნახა კიევის "დინამოსთან" მატჩში, რომელშიც კლუბი 0:9 დამარცხდა. მაგრამ წლეულს ვარჯიშებზე დააკვირდა და მასში საინტერესო თვისებები დაინახა. გამორიცხული არ არის, ის მაინც დატოვონ. ყოველ შემთხვევაში, ამის შანსი არსებობს. ყველაფერი კი ამ დღეებში გადაწყდება."

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში ჩაირიცხა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც "შახტარს" ეკუთვნის, "ილიჩევეცში" კი ნახევარწლიანი იჯარით ითამაშებს.

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის