კრის პოლის ოცნება ჩემპიონობაზე დასრულდა
სამწუხაროდ, სერიის მეშვიდე მატჩმა არ გაამართლა კალათბურთის მოყვარულთა იმედები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდმა ნერვულად დაიწყო თამაში (პირველ შვიდ წუთში ჯამში 13 შეცდომა), საკმაოდ მალე ცხადი გახდა, რომ "ჰიუსტონი" უფრო განწყობილი იყო საბრძოლველად.

მაკჰეილის შეგირდები მუდმივად მოძრაობაში იყვნენ, ყოველი ბურთისთვის იბრძოდნენ და აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ. "კლიპერსი" კი, პირიქით, დაცვაში ხშირად აგვიანებდა მოქმედებას, არ იყო სათანადო დონეზე ურთიერთდაზღვევა და პრესინგიც მოიკოჭლებდა. 38 წლის პრიჯიონიც კი უფრო მხნედ გამოიყურებოდა კალიფორნიელებზე, რომლებისთვისაც ეს იყო ზედიზედ მეორე შვიდმატჩიანი სერია.

მთელი მატჩის განმავლობაში "კლიპერსი" ერთხელაც არ გასულა წინ და მხოლოდ ორჯერ გაათანაბრა ანგარიში პირველ მეოთხედში. ამის შემდეგ დოკ რივერსის შეგირდებს პერიოდულად ჰქონდათ "აფეთქებები", მაგალითად, მეორე მეოთხედის ბოლოს, როცა 15-ქულიანი ჩამორჩენა ექვს ქულამდე დაიყვანეს. თუმცა დიდ შესვენებამდე მასპინძლებმა შეძლეს ორნიშნა უპირატესობის დაბრუნება.

მესამე მეოთხედის დასაწყისი ისევ სტუმრებს დარჩათ და მათ მოახერხეს მეტოქესთან სამ ქულამდე მიახლოება. თუმცა წარმატების განვრცობა ვერ შეძლეს. ტაიმ-აუტის შემდეგ ჰარდენმა და სმიტმა ზედიზედ 6 ქულა აიღეს და სხვაობა ისევ კომფორტული გახდა.

მეოთხედის ბოლოს კი "რაკეტების" უპირატესობამ მატჩში სარეკორდო 17 ქულას მიაღწია. "კლიპერსს", სერიის წინა მატჩების მსგავსად, შორიდან ტყორცნა არ მისდიოდა, არადა, რედიკსა და თანაგუნდელებს ბევრი კარგი მომენტი შეექმნათ. სტუმრებმა მხოლოდ შვიდი შორეული ტყორცნა მოათავსეს კალათში, სიზუსტე კი 25 პროცენტს უდრიდა. მეტოქის ანალოგიური მაჩვენებელი 40 პროცენტს შეადგენდა.

მეოთხე მეოთხედში რივერსმა ჯარიმების ტაქტიკა აირჩია ჰოვარდის წინააღმდეგ, მაგრამ "როკეტსის" მწვრთნელმა მაშინვე დასვა სათადარიგოთა სკამზე ძირითადი ცენტრი და ამით უპირატესობის შენარჩუნებაზე იზრუნა. საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე გუნდებს შორის სხვაობა 16 ქულა იყო, მაგრამ "კლიპერსმა" ბოლო სპურტის შესრულება შეძლო და შეახსენა მაყურებელს, რომ ამ სერიაში ორჯერ გაანადგურა "ჰიუსტონი".

სულ რაღაც 180 წამში პოლმა და კომპანიამ შვიდიდან ხუთი ტყორცნა გამოიყენეს და 11:1 გაქცევა მოაწყვეს, რომელმაც სულ მცირედით აღადგინა ინტრიგა. ამ სპურტამდე "კლიპერსის" შეცდომებმა და აცილებებმა კალიფორნიელებს სრულფასოვანი ქამბექის საშუალება არ მისცა. საფინალო სირენამდე 56 წამით ადრე არიზამ თავისი მეექვსე სამქულიანი ჩააგდო და ისევ გაზარდა უპირატესობა 11 ქულამდე, რაც მატჩისა და სერიის დასასრულს ნიშნავდა.

"ჰიუსტონმა" პატარა სასწაული მოახდინა და 1:3-დან მოიგო სერია. ახლა გუნდს წინ აქვს რეგულარულის ჩემპიონთან, "გოლდენ სტეიტთან" დაპირისპირება.

ჰიუსტონი-კლიპერსი 113:100

28:21, 28:25, 29:22, 28:32

ჰ: ჰარდენი (31+8 პასი+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), არიზა (22+7 მოხსნა), ჰოვარდი (16+15 მოხსნა), სმიტი (15), ბრიუერი (11).

კ: გრიფინი (27+11 მოხსნა+6 პასი), პოლი (26+10 პასი+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), კროუფორდი (17), ჯორდანი (16+17 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 დაფარება), რედიკი (10+6 მოხსნა+4 დაფარება).

სერია: 4-3

1/2-ფინალი. კალენდარი

აღმოსავლეთი

ატლანტა-კლივლენდი

21 მაისი. ატლანტა-კლივლენდი (04:30)

23 მაისი. ატლანტა-კლივლენდი (04:30)

25 მაისი. კლივლენდი-ატლანტა (04:30)

27 მაისი. კლივლენდი-ატლანტა (04:30)

29 მაისი. ატლანტა-კლივლენდი (04:30)

31 მაისი. კლივლენდი-ატლანტა (04:30)

2 ივნისი. ატლანტა-კლივლენდი (04:30)

დასავლეთი

გ. სტეიტი-ჰიუსტონი

20 მაისი. გ. სტეიტი-ჰიუსტონი (05:00)

22 მაისი. გ. სტეიტი-ჰიუსტონი (05:00)

24 მაისი. ჰიუსტონი-გ. სტეიტი (05:00)

26 მაისი. ჰიუსტონი-გ. სტეიტი (05:00)

28 მაისი. გ. სტეიტი-ჰიუსტონი (05:00)

30 მაისი. ჰიუსტონი-გ. სტეიტი (05:00)

1-ლი ივნისი. გ. სტეიტი-ჰიუსტონი (05:00)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-8 მარცხი განიცადეს [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
NBA-ს ვარსკვლავის შვილი მამას: მძულხარ!
ტრანსფერები: ჰოვარდი "შარლოტში", მოზგოვი "ბრუკლინში"
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
პირველი 39 - "ლეიკერსმა" დუაიტ ჰოვარდი დაიმატა
NBA. პლეი ოფი: "ატლანტა" არ ნებდება, "ტორონტო" წინ გავიდა
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს