თუ საუკეთესო ოთხეული ნახევარფინალამდე ყველა ეტაპს გაივლის, ნადალი - სიოდერლინგს, ჯოკოვიჩი ფედერერს შეხვდება

გუშინ, ცნობილი გახდა სეზონში "დიდი სლემის" პირველი ტურნირის - ავსტრალიის ღია პირველობის ბადე. წილისყრა ლეგენდარულმა ივან ლენდლმა ჩაატარა.

ამ წილისყრას ორი მთავარი ინტრიგა ჰქონდა: ჯერ ერთი, ყველას აინტერესებდა, ბადის რომელ მეოთხედში მოხვდებოდა რეიტინგის პირველი ოთხეულიდან "გაძევებული" ენდი მიურეი, და კიდევ, საინტერესო იყო, ვის ერგებოდა მეტოქედ განუთასევი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო. მაგრამ პირველი წრის ცენტრალური მატჩი იქედან შეიქმნა, საიდანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ - ადგილობრივი პუბლიკის კერპი ლეიტონ ჰიუიტი საწყის ეტაპზე მეორე არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს გადაეყარა.

როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი კარგ ფორმაში ხვდება ავსტრალიის ღია პირველობას - წილისყრის პარალელურად ის ოკლენდის ტურნირის ნახევარფინალში ესპანელ ნიკოლას ალმაგროს ეთამაშებოდა და თავისი მომავალი მეტოქის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. ნალბანდიანი ოკლენდში ფინალში გავიდა, სადაც ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება. ნაადრევ ეტაპზე ასეთი სუპერწყვილის მიღება იმით არის განპირობებული, რომ ახალ საუკუნეში ჰიუიტი მეორედ აღმოჩნდა რეიტინგის საუკეთესო ოცდაათეულის მიღმა. პირველად ეს ორი წლის წინ მოხდა და მაშინ ავსტრალიელს მეტოქედ ჩილელი ფერნანდო გონსალესი ერგო, რომელმაც ლეიტონი ხუთ სეტში დაამარცხა. ნალბანდიანთან ჰიუიტს 2005 წელს აქვს ნათამაშები და მეხუთე სეტში 10:8 გაიმარჯვა.

რაც შეეხება აშშ-ის ღია პირველობის ყოფილ ჩემპიონ დელ პოტროს, იღბალი მის მხარეს იყო და პირველ წრეში შედარებით იოლი მეტოქე შეხვდა ისრაელელი დუდი სელას სახით, თუმცა მეორე წრეში არგენტინელი, სავარაუდოდ, კვიპროსელ მარკოს ბაღდატისს შეხვდება.

რეიტინგის წამყვანმა ჩოგბურთელებმა სხვადასხვა სირთულის მეოთხედები მიიღეს. ენდი მიურეის პოტენციურ მეტოქედ რობინ სიოდერლინგი იქცა - სწორედ შვედმა წაართვა კლასიფიკაციაში მიურეის მეოთხე პოზიცია. საერთოდ, ფორტუნამ სკანდინავიელს საკმაოდ რთული მეტოქეები შეახვედრა. პირველ წრეში მას იტალიელი პოტიტო სტარაჩე ელოდება. თითქოს იოლი მეტოქეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან პირველ წრეში სიოდერლინგი მარსელ გრანოლერსს ხვდებოდა და სეტებში 2:0-ს უგებდა ესპანელს, მაგრამ ხუთ სეტში დამარცხდა. თუ ამჯერად ასეთ გაუგებრობას თავიდან აიცილებს, რობინს მესამე წრეში (მეორეში კვალიფიკაციის გამარჯვებულს შეხვდება) ტომაშ ბელუჩი ერგება. და, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება მეოთხე წრის შეხვედრა ერნესტ გულბისთან ან ჟო-ვილფრიდ ცონგასთან. აი, ამის შემდეგ შეიძლება შედგეს მიურეისთან მეოთხედფინალი. თავად ენდის ბადე უფრო იოლია: თავიდან კაროლ ბეკი, შემდეგ ილია მარჩენკო ან რამირეს იდალგო და უფრო იქით ყველაზე დაბალი ნომრით განთესილი გარსია ლოპესი. მერვედფინალში ნამდვილ გამოცდად უნდა იქცეს დელ პოტროსთან, ბაღდატისთან ან იურგენ მელცერთან შეხვედრა.

ნადალის მეოთხედში ორი ესპანელი და ორი ლათინოამერიკელია. მარკოს დანიელს, კვალიფიკაციის გამარჯვებულს, დანიელ ხიმენო-ტრავეროს ან ბერნარდ ტომიჩს ბოლომდე გამოუჯანმრთელებელი ნადალიც ეყოფა. მერვედფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვერ აცდება მეტოქის უძლიერეს მოწოდებებს - თუ ესპანელამდე ჯონ ისნერი ვერ მიაღწევს, მაშინ მარინ ჩილიჩი გაიხსენებს, რომ მას აქ ნახევარფინალი აქვს "დასაცავი". 1/4 ფინალში ესპანელის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან - ფერერი, მიკაელ ლოდრა, მიხაელ იუჟნი, ნალბანდიანი და ჰიუიტი.

თუ როჯერ ფედერერი ლუკაშ ლაჩკოს ბარიერს გაივლის, მეორე წრეში უხერხულ მეტოქე ჟილ სიმონს დაელოდება. მესამე წრეში, სავარაუდოდ, შვეიცარიელი ალბერტ მონტანიესს შეხვდება, ხოლო მერვედფინალში ჩემპიონთან დაპირისპირების ყველაზე კარგი შანსი აქვთ ამერიკელებს - სემ კუერისა და მარდი ფიშს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა როჯერი ინდიან უელსში გაანადგურა და ბოლო ქულამდე ებრძოლა ცინცინატის მასტერსის ფინალში. მეოთხედფინალში მოჩანს ძველ ნაცნობ ენდი როდიკთან (პირადი შეხვედრები - 20:2) ან გაელ მონფილსი-სტანისლავ ვავრინკას მატჩის გამარჯვებულთან შეხვედრა.

ოდნავ უფრო რთული ბადე აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს. შარშან სიოდერილინგის მძლეველი გრანოლერსი წელსაც შეეცდება სენსაციის "გამოცხობას". თუ ეს არ გამოუვა, მეორე წრეში ნოვაკს ხორვატი მეტოქე ეყოლება - ივო კარლოვიჩი ან ივან დოდიგი. მესამე წრეში იგეგმება შეხვედრა ვიქტორ ტროიცკისთან, რომელმაც ჯოკოვიჩი კინაღამ დაამარცხა აშშ-ის ღიას პირველ წრეში. მერვედფინალის სავარაუდო მეტოქეებს შორის ყველაზე ძლიერები არიან ალმაგრო და ივან ლუბიჩიჩი. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, იქ შესაძლებელია ტომაშ ბერდიხთან, ნიკოლაი დავიდენკოსთან ან ფერნანდო ვერდასკოსთან შეხვედრა.

თუ საუკეთესო ოთხეულის წევრები ნახევარფინალამდე ყველა ეტაპს გაივლიან, ამ სტადიაზე ისინი შემდეგნაირად დაწყვილდებიან: ნადალი-სიოდერლინგი, ჯოკოვიჩი-ფედერერი.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა