ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლუკა ზარანდია: არადა, ესპანეთთან თამაში ძალიან მინდოდა

ლუკა ზარანდია: არადა, ესპანეთთან თამაში ძალიან მინდოდა

ბელგიური "გენკის" თავდამსხმელი თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს 19-წლამდელთა გუნდის შეკრებას შეუერთდა
ბელგიური "გენკის" თავდამსხმელი ლუკა ზარანდია თბილისში ჩამოვიდა და ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს 19-წლამდელთა გუნდის შეკრებას შეუერთდა.

ეს ამბავი ელიტრაუნდამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანსაც გაახარებს და გულშემატკივარსაც. ვინც შესარჩევ ციკლში მისი თამაში ნახა, ყველა დაგვეთანხება, რომ "გენკის" ქართველი ლეგიონერი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და ლიდერია. სასიხარულო ისიცაა, რომ 18 წლის თავდამსხმელი კარგა ხანს ვერ ვარჯიშობდა და ახლაღა მომჯობინდა.

"დაახლოებით ორთვე-ნახევრის წინათ კუნთი გამიწყდა და მას შემდეგ ვისვენებდი, მაგრამ ტრავმა უკვე მოვირჩინე, კუნთი აღდგა და ვარჯიში აპრილში დავიწყე. ახლა უკვე სრულ დატვირთვებზეც გადავედი, ტკივილებიც აღარ მაწუხებს და ნაკრების შეკრებაზეც სრულიად ჯანმრთელი გამოვცხადდი", - ამბობს ზარანდია.

18 წლის თავდამსხმელს ელიტრაუნდზე საქართველოს შანსებზეც ვკითხეთ:

"რა თქმა უნდა, რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ დევდარიანმა მომზადების გეგმა შეადგინა და ფეხბურთელები მის შესრულებაში უნდა მივეხმაროთ. ეს ყველამ უნდა გაითავისოს, რომ მერე თამაშის დროს არაფერი აგვერიოს".

ლუკას მშვენიერი თამაშის დამსახურებაც იყო, საქართველომ შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში რუმინეთი 3:1 რომ დაამარცხა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა, მაგრამ ბოლო წუთზე არბიტრმა მინი-ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზარანდია ესპანეთთან პირველ შეხვედრას გამოტოვებს. ლუკა ამას განიცდის:

"შესარჩევში მიღებული ორი ყვითელი ბარათის გამო გუნდს პირველ თამაშში ვერ დავეხმარები, არადა, ესპანეთთან თამაში ძალიან მინდოდა. საწყენია, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. იმედია, გუნდს წარმატების მიღწევაში შემდეგ ორ ტურში დავეხმარები".

ზარანდია კიდევ ერთხელ შეეხო "გენკთან" მისი სამომავლო ურთიერთობის საკითხს:

"გუნდში ალექს მაკლიშის შემცვლელი ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, მე კი ბელგიაში 19 ივნისს უნდა ჩავიდე, გუნდთან ერთად შეკრება გავიარო და საკონტროლო შეხვედრები ჩავატარო. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და ბევრიც გაირკვევა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა

კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს

ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს

Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება

ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა