სერია A. XX ტურის წინ: ჩემპიონატის ლიდერი "მილანი" ჩავარდნაზე ხმების გაქარწყლებას აუტსაიდერ "ლეჩესთან" პაექრობაში შეეცდება

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებამ ეკვატორს უწია და თითოეული თამაში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. XX ტურში გამოკვეთილ ცენტრალურ პაექრობას ვერ ვიხილავთ, თუმცა არაერთი მატჩი იწვევს გულშემატკივართა საკმაოდ დიდ ინტერესს.

ტური "ნაპოლი"-"ფიორენტინას" მატჩით გაიხსნება და ამ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნეაპოლური გუნდი მეორე ადგილზეა, "ფიორენტინა" კი ტრადიციულად ძლიერ გუნდებში გადის და წესით, ვალტერ მაძარის სამწყსოს ბრძოლა უნდა გამოუცხადოს. ფლორენციელებმა წინა ტურში გატეხეს ნავსი და როგორც იქნა, სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. არადა, "ბრეშასთან" პაექრობაში ორი ბურთის სხვაობით აგებდნენ და ძალიან ახლოს იყვნენ მორიგ სირცხვილთან.

სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, "ფიორენტინა" სწორ გზას ადგას და შედეგები აუცილებლად გაუმჯობესდება. სერბმა სპეციალისტმა დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად "ნაპოლი" მონათლა, თუმცა იქვე დასძინა, "სან პაოლოზე" სამი ქულის ასაღებად ვითამაშებთო. ფლორენციელებს რომ არაერთი ფეხბურთელი ჰყავთ დაშავებული, კარგად მოგეხსენებათ და მათი გვარების გაცნობა ქვემოთაც შეგიძლიათ. დანაკლისი ნეაპოლელებსაც აქვთ - გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარეკ ჰამშიკია დისკვალიფიცირებული, ვის ადგილსაც ძირითად შემადგენლობაში არგენტინელი სოსა დაიკავებს.

თუ მაძარის დავუჯერებთ, გუნდი მზად არის კიდევ ერთხელ გაახაროს გულშემატკივარი: "საკუთარ მოედანზე თამაში განსაკუთრებულად გვახარებს, რადგან ქომაგთა უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ. ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში არიან და სიმართლე გითხრათ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. "ფიორენტინამ" გადალახა მძიმე დროება და აღმავლობის გზას ადგას, თუმცა ჩვენ ეს არ გვაშინებს - მიზანი მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაა."

ჩემპიონატის ლიდერი ერთ-ერთ აუტსაიდერს ესტუმრება და შეეცდება მორიგი სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში. თუმცა, თუ "მილანის" ბოლოდროინდელ ასპარეზობას გავიხსენებთ, სიტყვა მორიგი შესაძლოა უადგილოც იყოს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა არაერთი დაუგეგმავი ქულა დაკარგა და უკვე ორი საშინაო თამაშია, გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, შეტევის წინა ხაზზე ალეშანდრე პატოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტანდემს ვიხილავთ, მათ უკან კი კლარენს ზეედორფი გაირჯება. სათადარიგოთა სკამზე მოიაზრება რობინიო, რომელიც ბოლო პაექრობებში მუდმივად ძირითად თერთმეტეულში გახლდათ. რეზერვში იქნება ანტონიო კასანოც და სავარაუდოდ, მეორე ტაიმში ჩაერთვება თამაშში.

აქვე, ერთი ძალიან კარგი ამბავი "მილანის" გულშემატკივრებისთვის - ალესანდრო ნესტა ჩადგა მწყობრში და "ლეჩესთან" პაექრობაში ტიაგო სილვას შეუწყვილდება.

ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ "მილანს" ჩავარდნა აქვს, რასაც ალეგრი კატეგორიულად უარყოფს: "პირველი სეზონია, რაც გუნდში ვმუშაობ და კარგად მესმის, რომ დღევანდელი "მილანი" იდეალურ ფეხბურთს არ თამაშობს. ხარვეზები ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ლიდერები ვართ და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ჩავარდნა? - რომელ ჩავარდნაზე მელაპარაკებით, როდესაც გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია და მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. დიახ, ხშირად გასვლით პაექრობებში უფრო გვიადვილდება გამარჯვება, ვიდრე სახლში და ამას აქვს თავისი ახსნა - "სან სიროზე" მეტოქე გუნდები მთელი შემადგენლობით იცავენ თავს, მასიური დაცვის გარღვევა კი ყოველთვის ძალიან რთულია. საკუთარ მოედანზე მეტ-ნაკლებად ყველა იხსნება, რაც გვიადვილებს მოწინააღმდეგე კართან ხიფათის შექმნას, ეს არის და ეს."

ლეონარდო ტკბება იმით, რომ "ინტერის" მწვრთნელია და მის ხელში გუნდმა კრიზისის დაძლევის მაგალითი გვიჩვენა. დიახ, ბრაზილიელი სპეციალისტი ენთუზიაზმით არის აღსავსე და თურმე ვარჯიშებზეც ისეთი ემოციურია, როგორც ოფიციალური თამაშებისას. ლეომ "ინტერი" ორფორვარდიან ტაქტიკაზე გადაიყვანა და შეტევის წინა ხაზზე სამუელ ეტოო-დიეგო მილიტოს ტანდემს ათამაშებს.

ბრაზილიელს სჯერა, რომ ეს საუკეთესო შემტევი წყვილია თანამედროვე ფეხბურთში - ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს: "ორი ფორვარდით თამაში იმიტომ გადავწყვიტე, რომ არც ეტოო მემეტება ფლანგზე გადასაწევად და არც მილიტო - თადარიგში გადასასროლად. ვფიქრობ, როდესაც არგენტინელი ოპტიმალურ ფორმაში შევა, "ინტერს" საუკეთესო თავდასხმა ეყოლება მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, ამ ტაქტიკურ მოდელს ვამუშავებთ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ბოლონიასაც" ორი ფორვარდით შევუტევთ."

"ინტერი" "ბოლონიას" ეთამაშება, გუნდს, რომელსაც ფედერკალჩომ კიდევ ორი ქულა ჩამოაკლო. დიახ, კლუბის ექსპრეზიდენტის სერჯო პორჩედას ფინანსური მაქინაციების და დარღვევების გამო, "ბოლონიას" უკვე სამი ქულა ჩამოაკლდა და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი უკავია. რომ არა სანქციები, გუნდი დღეს მეათე პოზიციაზე იქნებოდა.

საინტერესო მატჩი გაიმართება რომის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც "ლაციო" "სამპდორიას" უმასპინძლებს. ედუარდო რეია მუდმივად იმას იმეორებს, რომ მისი გუნდის კრიზისი მოგონილი ამბავია და ამის დამტკიცებას "სამპდორიასთან" შეხვედრაში შეეცდება. არადა, გენუელები კარგ ფორმაში არიან, რაზეც გასულ ტურში მეორე რომაული გუნდის დამარცხება მეტყველებს.

ფედერიკო მაკედათი გაძლიერებული "სამპა" ევროსაგზურს უმიზნებს და უკან დასახევი გზა აღარ აქვს. "ლაციო" ტრადიციული ოთხეულით შეუტევს - წინა ხაზზე ფლოკარი ითამაშებს, მის უკან კი მაური, ერნანესი და სარატე, "სამპას" წინა ხაზზე კი მაკედა-პაცინის ტანდემს ვიხილავთ.

დღეს:

ნაპოლი-ფიორენტინა 21.00

დისკვალიფიკაცია: ჰამშიკი (ნაპოლი).

ტრავმა: ვარგასი, ავრამოვი, ჩერჩი, ნატალი, იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ინტერი-ბოლონია 23.45

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: სნეიდერი, კოუტინიო, სამუელი, ჟულიო სეზარი – მორლეო, მუტარელი.

ხვალ:

კალიარი-პალერმო 15.30

დისკვალიფიკაცია: კოსუ – ბოვო, კამოციერი.

ტრავმა: ლაძარი – ერნანდესი, პინილია, გარსია.

ბრეშა-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: ჯემაილი (პარმა).

ტრავმა: კარაჩოლო, სერენი, ჰეტემაი, ბაიოკო (ბრეშა).

კატანია-კიევო 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ალვარესი, ისკო, ბიაჯანტი, მორიმოტო, პოტენცა - ლუჩანო.

ჩეზენა-რომა 18.00

დისკვალიფიკაცია: ჟულიო სერჟიო (რომა).

ტრავმა: ნაგატომო – პიზარო, მექსე.

ჯენოა-უდინეზე 18.00

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: პალოსკი, ანტონელი – დომიცი, ბასტა, ფერონეტი.

იუვენტუსი-ბარი 18.00

დისკვალიფიკაცია: მელო (იუვენტუსი).

ტრავმა: რინაუდო, მარტინესი, დე ჩელიე, იაკვინტა, კვალიარელა, ტონი – ალმირონი, გეზალი, ს. მაზიელო, ბარეტო.

ლაციო-სამპდორია 18.00

დისკვალიფიკაცია: ბიავა – გასტალდელო, ლუკინი.

ტრავმა: მენი, გარიდო, მათუზალემი, როკი – სემიოლი, კაჩატორე, პადალინო.

ლეჩე-მილანი 23.45

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: აბიატი, ბოატენგი, ძამბროტა, ინძაგი – ჯულიატო, რეგინიუსენი, ოლივერა, ოფერე.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 19 12 4 3 34-17 40

2. ლაციო 19 10 4 5 25-18 34

3. ნაპოლი 18 10 3 5 27-20 33

4. რომა 19 9 5 5 27-24 32

5. იუვენტუსი 18 8 7 3 33-21 31

6. პალერმო 19 9 4 6 32-22 31

7. ინტერი 17 8 5 4 25-16 29

8. უდინეზე 19 8 3 8 27-25 27

9. სამპდორია 18 6 8 4 20-17 26

10. კალიარი 19 6 5 8 21-18 23

11. ფიორენტინა 18 6 5 7 20-20 23

12. ჯენოა 18 6 5 7 13-15 23

13. კიევო 19 5 7 7 19-21 22

14. ბოლონია 19 6 7 6 19-24 22

15. პარმა 19 5 7 7 19-23 22

16. კატანია 19 5 6 8 17-24 21

17. ჩეზენა 18 5 4 9 13-21 19

18. ლეჩე 19 5 3 11 18-36 18

19. ბრეშა 19 4 3 12 15-26 15

20. ბარი 19 3 5 11 12-28 14

ბოლონიას დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 13 – დი ნატალე, კავანი (ნაპოლი); 11 - დი ვაიო (ბოლონია); 10 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 9 - კვალიარელა (იუვენტუსი), ეტოო (ინტერი), ბორიელო (რომა).

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება