"დინამოს" ახალი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მედიას დღეს კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ წარუდგინა, შემდეგ კი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა
თბილისის "დინამოს" ახალი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მედიას დღეს კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ წარუდგინა, შემდეგ კი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

- მინდა, "დინამოს" ახალი მწვრთნელი წარვადგინო. ათი წელია, რაც გეგუჩაძე აღარ არის "დინამოში". მოვიდა დრო, როდესაც გეგუჩაძემ უნდა ჩაიბაროს "დინამო თბილისი".

- როდესაც შარშან ჟურნალისტებს კახი გოგიჩაიშვილი წარუდგინეთ, განაცხადეთ, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდებოდა და ჩემპიონობა არ იქნებოდა მთავარი მიზანი. წელიწად-ნახევრის შემდეგ ახალი მწვრთნელი მოიყვანეთ. თავის დროზე ხომ არ უნდა მოგეყვანათ გუნდში გეგუჩაძე, ხომ არ დააგვიანეთ?

- არ მგონია, რომ დამეგვიანებინა.

- ბევრჯერ წარგიდგენიათ მთავარი მწვრთნელები და სხვადასხვა მიზეზის გამო გაგითავისუფლებიათ. ამ ეტაპზე, გუნდისთვის პროგრამა–მინიმუმი რა იქნება?

- "დინამოს" სჭირდება პროგრესი, სტაბილურობა. დარწმუნებული ვარ, რომ გეგუჩაძე ჩაიბარებს გუნდს და ეს სტაბილურობაც მოვა. პირველ კითხვას არ ვუპასუხე, მაგრამ გეტყვით, მართალია, უნდა ვაშენოთ და წინ ვიაროთ, მაგრამ პროგრესიც უნდა იყოს. ერთი წელი ძალიან დიდი დროა, ამის ჩაგდების უფლება არავის აქვს, არც გეგუჩაძეს, არც გოგიჩაიშვილს და არც რომან ფიფიას.

"დინამო" უნდა პროგრესირებდეს, ეს ყველას გვესმის. გიასთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და იმედი მაქვს, რომ დიდხანს ვიმუშავებთ ერთად. ჩემთვის მთავარია წინსვლა და პროგრესი.

ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც კიდევ კარგად უნდა შევათამაშოთ. ეს ახალგაზრდები არიან ის ბიჭები, რომლებმაც უნდა გაახარონ ქვეყანა. ვიცით, რა მდგომარეობაა ქართულ ფეხბურთში და ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ. ხვალინდელი დღე ახალგაზრდებისაა. ახალს არაფერს ვიტყვი და არ მალაპარაკოთ ამ თემაზე.

- ბევრი პრესკონფერენცია გვახსოვს, ყველა მწვრთნელი ოპტიმიზმით წარადგინეთ, რომლებმაც შემდეგ "დინამო" დატოვეს. როდესაც გოგიჩაიშვილი წარადგინეთ, განაცხადეთ, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდებოდა, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, თან წინ თასის ფინალია, რატომ გახდა ეს ცვლილება აუცილებელი, ემოციური გადაწყვეტილება ხომ არ მიიღეთ და იქნებიან თუ არა გუნდში ლეგიონერები?

- იქნებიან თუ არა ლეგიონერები, ეს გიამ უნდა გადაწყვიტოს. ის ლეგიონერები, ვინც დღეს "დინამო თბილისში" ირიცხებიან, ზოგიერთი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ალბათ, თქვენც გესმით, ეს რისი ბრალია, არ დავიწყებ ამის ახსნას.

იყო შეცდომები და ამ შეცდომებს ნაკლებად დავუშვებთ მომავალში. როგორ გგონიათ, ფულის ხარჯვა მსიამოვნებს? ჩამოვიყვანეთ ლეგიონერები, იყო შეცდომები, ჩემი კოლეგების, მწვრთნელების, ვინც წავიდა. რატომ წავიდა კახა გოგიჩაიშვილი - იმ ვითარებაში, რომელშიც მაშინ ვიმყოფებოდით, როდესაც დუშან უჰრინი წავიდა, გოგიჩაიშვილის დანიშვნა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

რატომ არ მივეცით სამი წელი? მაპატიეთ და სამ წელს ხალხი არ მაძლევს, მეც ვერ მივცემ სამ წელს.

არ არსებობს მწვრთნელი, რომელსაც პრობლემები დაეწყება გუნდში და უკუსვლა და ამას ვუყურო და ვისმინო თბილისელების რისხვა, რას უყურებს და რას შვრება ფიფია. არავის უთქვამს, აცადეთო, ერთი აზრი არ წამიკითხავს არსად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროგრესი და სტაბილურობა. მწვრთნელთა შტაბს გარკვევით ვუთხარი და რაც მოვითხოვე მათგან, ვერ შეასრულეს და წავიდნენ. არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ცალი თვალით შევხედო თასს.

"დინამომ" უნდა იბრძოლოს გამარჯვებისთვის, თასისთვის. ყველა თამაშს ვერ მოიგებ, მაგრამ სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, ახალგაზრდა გუნდისთვის.

- "დინამოს" ვალები 32 მილიონ ლარს აღემატება. როგორ აპირებთ გასტუმრებას?

- "დინამოს" ვაჩუქე 50 მილიონ დოლარზე მეტი. ეს არის პირადად ჩემი ფული, ფირმიდან გადმორიცხული და ვალს არ შეადგენს. ეს არის პირადი ფული, ამიტომ ის ინფორმაცია, რომელმაც გაჟონა ფედერაციიდან და თქვენმა კოლეგებმა გაასაჯაროვეს, ვფიქრობ, ფედერაცია ამაზე პასუხს აგებს, კომპეტენციიდან გამომდინარე.

ეს არ იყო სალაპარაკო თემა, მე არ ვასაჯაროებ ყოველ წელს, რამდენს ვხარჯავ "დინამოში". ის მოიკითხეთ, ვინ ხარჯავს სხვა ამ ქვეყანაში ფულს, თორემ მე რასაც ვხარჯავ, ერთხელ და ორჯერ ვთქვი და უხერხულია ვილაპარაკო იმ მილიონებზე, რაც "დინამოში" იხარჯება.

ზოგიერთი მილიონ ლარსაც არ ხარჯავს. 32 მილიონი - ეს არის პირადად ჩემი ფული. დაწყნარდით, "დინამოს" არავის ვალი არ აქვს.

- რატომ აწერია მაშინ გუნდს ეს თანხა ვალდებულებად?

- თანხის ნაწილი კაპიტალში გადაირიცხა, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ.

- მზად ხართ, გეგუჩაძის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოთ, გაიარეთ ამბიციური გეგმები?

- არც ისე დიდი მოთხოვნები აქვს გეგუჩაძეს. გიას საკმაოდ შეცვლილი "დინამო" დახვდა.

- მოთხოვნა არაფერი აქვს?

- ჩვენი მოთხოვნები ერთმანეთს ემთხვევა.

- და რა არის ეს მოთხოვნა?

- რა არის მოთხოვნა? - მოთხოვნაა, შევქმნათ კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი. შეიძლება ეს გუნდი ვერ შეიქმნას ერთ წელში, მაგრამ ორ-სამ წელიწადში ამ გუნდის შექმნა შესაძლებელია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიბრძოლოთ უმაღლესი ჯილდოებისთვის, მაგრამ უფრო მაღალი მიზნები გვაქვს. ვეცდებით, არ დავუშვათ შეცდომები, ვათამაშოთ ის ნიჭიერი მოზარდები, ვინც ხვალ დაგვეხმარება.

- წელს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია. გამორიცხავთ მონაწილეობის მიღებას?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამას ავცდებით – რომან ფიფიას კანდიდატურას ამ პოსტზე, ვინაიდან მე ნამდვილად მაწუხებს ის, რაც ხდება ქართულ ფეხბურთში. ვერანაირად დავეთანხმები იმას, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავ.

ეს არის პირობები, გუნდების რაოდენობა და ეს არის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ დაიდოს ამ ქვეყანაში, რომ ეს სპორტი განვითარდეს. არ ვიცი, გამოუვალი მდგომარეობა თუ იქნება, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატურას, ვინც ჩვენს აზრებს და მიზნებს გაითვალისწინებს.

ასევე იხილეთ:

რომან ფიფია: ფეხბურთის ფედერაცია ამის გამო პასუხს აგებს

თბილისის "დინამომ" გია გეგუჩაძე წარადგინა

რომან ფიფია სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

გია
ჩვენი ჩემპიონატის დონეს თუ გავითვალისწინებთ ერთ წელიწადში ვერც გეგუჩაძე გააკეთებს წესიერ გუნდს (ღმერთმა ქნას ვცდებოდე) და მერე უნდა გაუშვა? ეს არასწორი პოლიტიკაა ჩემი აზრით და კარგს არაფერს მოგიტანთ,როგორც ჩანს დინამოში მარტო მწვრთნელების პრობლემა არაა თუმცა მაინც მათ ბრალდებათ ყველაფერი, თუ კაცი დანიშნე და ალევ სამ წელს და მერე ერთ წელიწადში იშვებ,ეს უკვე არასერიოზული საქციელია ბატონო რომან.....
georgiano
თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო. ორივე პატრიოტი ქართველია. რომან დიდ საქმეს აკეთებ უდაოდ უკვე წლებია და ამას ხალხი და მომავალი თაობა დაგიფასებს. მთავარია სრული მართვის პაკეტი გადასცეთ გეგუჩაძეს და არ აფათურებინონ ხელები იმ ხალხს, ვინც დინამოში მოღვაწეობენ და ფულის შოვნის გარდა სხვა ინტერესი არ გააჩნიათ.წარმატებები ჩემთვის პატივსაცემ ფიფიას და გეგუჩაძეს. Forza dinamo tbilisi!
გუჯა კახაძე
ქართული საფეხბურთო კლუბები მოგებაზე ვერ იმუშავებენ მარტივი მიზეზის გამო: ფინანსური მოგებისათვის საჭიროა ფეხბურთელის მომზადება და გაყიდვა, რაც საქართველოში სამწუხაროდ ვერ ხერხდება.
უძლევი
ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდება წამგებიანია თუ ერთი კაცი დააბანდებს, მაგრამ თუ ყველა გუნდის მფლობელი, კერძო პირი თუ ქალაქის მუნიციპალიტეტი, დააბანდებს ერთად თანხებს მაშინ მოგება იქნება. თუმცა არსებული უუნარო და კორუმპირებული ფედერაციის ხელმძღვანელობის პირობებში ფეხბურთში ფულის დაბანდებისგან ბევრი თავს შეიკავებს. სანამ საქართველოს ფეხბურთი და ფედერაცია არ გაიწმინდება მარადმწვანე ძველი თაობის კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან მანამდე არ მოხერხდება ძირეული რეფორმის დაწყება ქართულ ფეხბურთში.
12
მართალია ეს კაცი
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
Geo Team: ქეცბაია თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გახდება
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
კვიპროსული პრესა მსჯელობს - ქეცბაია "დინამოში" დანიშვნის შემდეგ, "ანორთოსისისგან" კომპენსაციას ვეღარ მიიღებს?
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა