მოედანზე დაბრუნებულმა ჯანლუიჯი ბუფონმა "კატანიასთან" მატჩში "ბებერი ქალბატონის" კარი მშრალად შეინახა

ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე იტალიის თასის კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა და ეს გუნდი "იუვენტუსი" გახლავთ. ლუიჯი დელ ნერის სამნყსომ საკუთარ მოედანზე "კატანია" დაამარცხა და ამით, წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

"იუვეს" გულშემატკივრებისთვის ერთი კარგი და მეორე ცუდი ამბავი გვაქვს - კარგია ის, რომ ჯანლუიჯი ბუფონი დაუბრუნდა მოედანს, ცუდი კი ის გახლავთ, რომ ლუკა ტონი დაშავდა და ლაზარეთში მინიმუმ სამი კვირით გადაინაცვლა.

ეს ამბავი "კატანიასთან" შეხვედრის პირველივე ტაიმში მოხდა და დელ ნერი იძულებული გახდა, ვეტერანი ფორვარდი ალბერტო აკვილანით შეეცვალა. ნომინალური ნახევარმცველი კი იმად ჩაერთო თამაშში, რომ "იუვეს" სხვა ფორვარდი უბრალოდ აღარ ჰყავდა. შედეგად, აღნიშნული პაექრობა "ბიანკონერიმ" ერთი გამოკვეთილი შემტევით წარმართა და ისიც ვეტერანი ალესანდრო დელ პიერო გახლდათ. შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე ისიც შეცვალეს და მართლაც საინტერესო სურათი მივიღეთ - "იუვემ" 5-5-0 ტაქტიკით ჩაამთავრა თამაში.

მიუხედავად პრობლემებისა, ტურინელებმა ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს მეტოქეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. პირველი მილოშ კრასიჩის ანგარიშზეა, ვინც მარცხენა ფრთიდან დელ პიეროს მიერ გაკეთებულ შესანიშნავ გადაცემას გამოეხმაურა და სიცილიელთა მეკარე უშანსოდ დატოვა. მეორე გოლი სტანდარტულს მოჰყვა - იმავე დელ პიეროს ჩაწოდების შემდეგ, ჯორჯო კიელინიმ შეუცვალა ბურთს მიმართულება, სიმონე პეპე კი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა.

რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც ნამატჩევს გულშემატკივრებს ემადლიერებოდა: "პირველ რიგში, მინდა ქომაგებს ვუთხრა დიდი მადლობა, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩემს სახელს სკანდირებდნენ. ეს მართლაც საოცარი შეგრძნება იყო, რამაც ენერგიით ამავსო და ვფიქრობ, ურიგოდ არ მიასპარეზია."

იუვენტუსი-კატანია 2:0

იუვენტუსი (5-3-2): ბუფონი – სორენსენი, ბონუჩი, კიელინი, გროსო (46. გრიგერა) – კრასიჩი, მელო, მარკიზიო, პეპე – ტონი (63. აკვილანი), დელ პიერო (90. მოტა).

კატანია (4-1-4-1): კამპანოლო – ავგუსტინი, სილვესტრი, სპოლი (90. სტრუმბო), მარკეზე – შაკა - ანტენუჩი, დელ ვეკიო, მარტინიო (76. პეშე), რიკიუტი – მასკარა (74. გომესი).

გოლები: 1:0 კრასიჩი (34), 2:0 პეპე (54).

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა