ფალავანდიშვილი სრულად სწორედ "დილაში" გაიხსნა
გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონი გახდა და ისტორია გაილამაზა. გუნდმა წლეულს გულშემატკივარი ბევრი რამით გააოცა: ჯერ მარტო იმით, რომ ოქროს მედლები ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტის (უჩა სოსიაშვილი 25 წლისაა) ხელმძღვანელობით მოიპოვა.

მისი თავკაცობით, ისევ გამოჩნდნენ ლაშა გვალია, ნიკა კვეკვესკირი, მიხაილ გორელიშვილი, რამდენიმე ფეხბურთელი კი სწორედ სოსიაშვილის ხელში ათამაშდა - თავდამსხმელი გიორგი ერისთავი და საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი. თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს "წლის აღმოჩენის" პრეტენზია, ესენი უპირველესი კანდიდატები არიან.

ფალავანდიშვილი სრულად სწორედ "დილაში" გაიხსნა. 21 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა 30 შეხვედრიდან 23-ში ითამაშა, აქედან 21 - ძირითად შემადგენლობაში. მას კარგად ეხერხება ბურთის ართმევა, შეტევის დროული წამოწყება და არც პასი დაეწუნება. ბევრი სპეცილისტის აზრია - თუ ფალავანდიშვილმა პროგრესი ამ ტემპით გააგრძელა, მალე ეროვნული ნაკრების კარსაც მიუკაკუნებს.

- ფეხბურთის სპეციალისტებს თქვენზე წარმოდგენა უკვე აქვთ, მაგრამ გულშემატკივართა ფართო წრესაც გააცანით თავი...

- თბილისელი გახლავართ. ვთამაშობდი "გაგრაში", რომელმაც ფეხზე დამაყენა და დიდ ფეხბურთში გზა გამიხსნა. მერე იყო თბილისის "დინამო 2", სადაც უჩა სოსიაშვილი მავარჯიშებდა და მერე "დილაში" წამიყვანა. ის კარგი მწვრთნელია და იცის, რა უნდა და მიზანს როგორ მიაღწიოს. ასეთ მწვრთნელთან მუშაობა ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა.

- "დინამოდან" წამოსვლას ხომ არ ნანობთ?

- ამ გუნდის ძირითადში მოხვედრა კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას მაინც არ ვნანობ, რადგან "დილაში" სოსიაშვილი მენდობა, უმაღლეს ლიგაში დებიუტისა და თავის გამოჩენის შანსი მომცა და საბოლოოდ, პირველივე სეზონში ოქროს მედალი მოვიპოვე. სანანებელი რა უნდა მქონდეს?!

- პირველი ლიგიდან ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დილაში" გადასვლა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ადვილი არ იქნებოდა...

- ძალიან მინდოდა, სოსიაშვილის იმედები გამემართლებინა. ფეხბურთელისთვის ნდობა ძალიან ბევრს ნიშნავს. მეორეცაა - ხასიათი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ოჯახში გიყალიბდება. მე კი თავიდანვე ისე მზრდიდნენ, რომ სიძნელეებს თავი არ უნდა დავუხარო და წარმატებისთვის ვიომო.

- წლეულს ლამის ყველა მნიშვნელოვანი და პრინციპული შეხვედრა ჩაატარეთ, მაგრამ თქვენი აქტიურობის გამო მეტოქეებიც განსაკუთრებით გერჩოდნენ...

- საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ხისტი თამაში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ხომ გითხარით, სიძნელეები და უხეშობა არ მაშინებს. ასეთებს პასუხი კარგი თამაშით უნდა გასცე.

- მოედანზე მეომარი კი ხართ, მაგრამ ტრავმების არ გეშინიათ?

- ამის ყველას ეშინია და მისგან დაზღვეული არავინაა. შიშით რომ ითამაშო, მომდევნო თამაშში სკამზე მოხვდები.

- რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში თუ გითამაშიათ?

- რამდენჯერმე გიორგი დევდარიანმა შეკრებაზე მიმიწვია, მაგრამ ნაკრებში ერთხელაც არ მითამაშია. ამის გამო თავი კი არ დამიხრია. პირიქით, სტიმული მქონდა, მეტისთვის რომ მიმეღწია.

- სეზონი დასრულდა და საინტერესოა, რას აპირებთ? "დილაში" დარჩებით თუ სხვა გუნდში გიხილავთ?

- ეს ჯერ არ ვიცი. კლუბს უნდა დაველაპარაკო და შევთანხმდეთ. ისე, დარჩენა რატომ არ უნდა მინდოდეს? ყველაზე მეტად ფეხბურთელი ნაკრებში ან ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლაზე ფიქრობს.

გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგაში პირველად მოხვდა და მისი სახელით თამაში დიდი სტიმულია.

- თქვენი აზრით, "დილას" წარმატება რამ განაპირობა?

- იმან, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა, ერთმანეთი ძმებივით გვიყვარს და გვერდში ვუდგავართ.

ვარჯიშზე მისვლაც რომ გიხარია, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ "დილა" ჩემპიონობას იმსახურებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]