ფრანგები წარმატებით თამაშობენ
როლან გაროსის მეორე სათამაშო დღეს გაგრძელდა პირველი რაუნდი და მორიგი ფავორიტი ჩაება ბრძოლაში. ბრიტანელი ენდი მარეი წელს გრუნტზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია - არგენტინელ ფაკუნდო არგუელოსთან გუშინდელ შეხვედრამდე ცხრამატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რომელმაც მოიცვა გამარჯვებები მიუნხენისა და მადრიდის ტურნირებზე.

ბრიტანელმა იოლად გააგრძელა ეს სერია, რაც გასაკვირი არ ყოფილა. არგუელო თავის მეორე მატჩს ატარებდა დიდი სლემის ტურნირებზე. არგენტინელს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. პირველ სეტში 0:3 ჩამორჩენის შემდეგ ზედიზედ სამი გეიმი აიღო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 3:6 წააგო. მეორე სეტშიც თავიდან ბრძოლა იყო და მარეიმ საბოლოო უპირატესობა 4:3-ზე მოიპოვა, როცა მომდევნო ცხრა გეიმიდან რვა მოიგო და 6:3, 6:3, 6:1 გაიმარჯვა.

ახლა, ენდის 32 მოგება და 5 წაგება აქვს 2015 წლის სეზონში. მისი საუკეთესო შედეგი როლან გაროსზე ორი ნახევარფინალი იყო (2011, 2014). ბრიტანელის მეტოქე მეორე წრეში დღეს ვასეკ პოსპიშილისა და ჟოაო სოუზას შეხვედრაში გაირკვევა.

მცირე ნერვიულობის საბაბი ჰქონდა ტომაშ ბერდიხს, რადგან მას როლან გაროსზე ხუთჯერ აქვს წაგებული პირველ წრე, თუმცა 2010 წელს ნახევარფინალში იყო. მაგრამ ჩეხი გუშინ ძალიან კარგად აწვიდიდა და პირველი მოწოდებით ქულების 82 პროცენტი აიღო. ეს დაეხმარა მას იაპონელი იოშიჰიტო ნიშიოკას დამარცხებაში - 6:0, 7:5, 6:3.

ბერდიხი ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა - ცხრა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ყველაში მინიმუმ მეოთხედფინალამდე მიაღწია. მეორე წრეში ჩეხი თანამემამულე რადეკ შტეპანეკს შეხვდება.

ჯერჯერობით წარმატებით გამოდიან პირველ წრეში ფრანგი ჩოგბურთელები. პირველ დღეს გაიარა პირველი რაუნდის ბარიერი ჟო-ვილჟრიდ ცონგამ, გუშინ კი მას რამდენიმე თანამემამულემ მიბაძა.

ჟილ სიმონს ოთხი სეტი დასჭირდა ლუკას პუიეს დასამარცხებლად - 3:6, 6:1, 6:2, 6:4. მე-12 ნომრად განთესილისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატება იყო, რადგან კარიერაში რიგით 350-ე გამარჯვება გაიფორმა. მეორე წრეში სიმონი მარტინ კლიჟანს შეხვდება.

კიდევ ერთ ფრანგულ დერბიში გაელ მონფილმა ედუარდ როჟე-ვასელენი დაამარცხა - 6:2, 6:7, 6:1, 7:5. გაელმა ძალიან აგრესიული თამაში აჩვენა, რაზეც მეტყველებს 68 "ვინერსი".

და კიდევ, მეორე წრეში ითამაშებს ბენუა პერი, რომელმაც ორ საათსა და 58 წუთში მოუგო გასტაო ელიაშს - 5:7, 6:3, 4:6, 6:4, 6:2.

აუცილებლად ცალკე უნდა აღვნიშნოთ ახალგაზრდა ავსტრალიელების გამოსვლა. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოთიშა ბრძოლას. ტანასი კოკინაკისმა ეს 49 "ვინერსისა" და 15 ეისის წყალობით მოახერხა. ახლა, კოკინაკისი თანამემამულე ბერნარდ ტომიჩს შეხვდება, რომელმაც ოთხ სეტში მოუგო იტალიელ ლუკა ვანის.

წლევანდელ გრუნტის სეზონში როჯერ ფედერერის მძლეველმა ნიკ კირგიოსმა თანამემამულეებს შორის ყველაზე იოლად გაიმარჯვა, თუმცა მაინც სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა უზბეკი დენის ისტომინისგან. ავსტრალიელმა 11 ბრეიკ-პოინტიდან ცხრა მოიგერია და საათსა და 38 წუთში მოიგო - 6:3, 6:4, 6:3.

სხვა მატჩებიდან აღვნიშნოთ იტალიელი ფაბიო ფონინის დამაჯერებელი სტარტი. ტაცუმა იტოსთან შეხვედრაში აპენინელმა ათიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 6:3, 6:2, 6:2 მოიგო. შეგახსენებთ, რომ წელს ფონინიმ ორჯერ მოუგო გრუნტზე რაფაელ ნადალს.

მე-17 ნომრად განთესილმა ბელგიელმა დავიდ გოფენმა 14-დან რვა ბრეიკ-პოინტი გარდასახა მომგებიან ქულაში, რასაც 45 "ვინერსიც" დაუმატა და ოთხ სეტში მოუგო სერბ ფილიპ კრაინოვიჩს - 3:6, 6:2, 7:6, 6:1.

კარგი ფორმა დაადასტურა ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, რომელმაც სამ საათსა და 21 წუთში 60 "ვინერსი" შეასრულა ალიაჟ ბედენეს წინააღმდეგ.

კაცები

I წრე

ტანასი კოკინაკისი (ავსტრა)-ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ) 3:6, 6:4, 7:6(4), 6:2; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 27)-ლუკა ვანი (იტა) 6:3, 3:6, 6:3, 6:4; ბორნა ჩორიჩი (ხორ)-სემ კუერი (აშშ) 7:6(8), 6:3, 0:6, 6:3; ტომი რობრედო (ესპ, 18)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 3:6, 6:1, 7:5, 6:3; იურგენ მელცერი (ავსტრია)-ადრიან მანარინო (საფ, 30) 7:6(5), 6:3, 7:6(4); ანდრეი კუზნეცოვი (რუს)-მალეკ ჟაზირი (ტუნ) 6:3, 6:2, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ფაკუნდო არგუელო (არგ) 6:3, 6:3, 6:1; კაილ ედმუნდი (ბრიტ)-სტეფან რობერი (საფ) 2:6, 6:4, 6:3, 5:7, 6:2; ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 29)-დენის ისტომინი (უზბ) 6:3, 6:4, 6:3; დავიდ გოფენი (ბელ, 17)-ფილიპ კრაინოვიჩი (სერ) 3:6, 6:2, 7:6(3), 6:1; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-დონალდ იანგი (აშშ) 6:4, 7:5, 6:3; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 31)-იან-ლენარდ შტრუფი (გერ) 6:2, 6:1, 6:7(3), 6:1; სიმონე ბოლელი (იტა)-სტივ დარცისი (ბელ) 6:3, 6:4, 6:3; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:1, 6:2, 6:4; ბენჯამინ ბეკერი (გერ)-რუბენ ბემელმანსი (ბელ) 6:3, 6:7(5), 2:6, 7:6(4), 6:2; ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 32)-ტარო დანიელი (იაპ) 6:3, 6:4, 6:2; ხუან მონაკო (არგ)-ფედერიკო დელ ბონისი (არგ) 6:7(4), 6:2, 6:1, 6:7(6), 6:2; თეიმურაზ გაბაშვილი (რუს)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 11) 6:3, 7:6(9), 6:3; ფაბიო ფონინი (იტა, 28)-ტაცუმა იტო (იაპ) 6:3, 6:2, 6:2; ბენუა პერი (საფ)-გასტაო ელიაში (პორ) 5:7, 6:3, 4:6, 6:4, 6:2; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-ივან დოდიგი (ხორ) 5:7, 6:3, 6:4, 6:1; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4)-იოშიჰიტო ნიშიოკა (იაპ) 6:0, 7:5, 6:3; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 6:2, 7:5, 6:1; მარტინ კლიჟანი (სლოვაკ)-ფრენსის ტიფო (აშშ) 6:2, 6:1, 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 12)-ლუკა პუიე (საფ) 3:6, 6:1, 6:2, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 13)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 6:2, 6:7(5), 6:1, 7:5; დიეგო შვარცმანი (არგ)-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 6:3, 5:7, 6:3, 7:6(5); დომინიკ ტიმი (ავსტრია)-ალიაჟ ბედენე (ბრიტ) 6:3, 6:4, 6:7(6), 6:3; პაბლო კუევასი (ურუ, 21)-სემ გროტი (ავსტრა) 6:7(5), 6:3, 6:3, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება