მეივეზერი კრივშიც მაგარია და ფსონების გამოცნობაშიც
- ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ, შესაძლოა, შეცვალოს ფინალური სერიის დაწყების თარიღი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონფერენციის ორივე ფინალი 4:0 დასრულდება.

არსებობს მოლოდინი, რომ გადამწყვეტი სერია უკვე 2 ივნისს დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის დასავლეთში "გოლდენ სტეიტი" 3:0-ს უგებს "ჰიუსტონს", ხოლო ანალოგიური ანგარიშით არის დაწინაურებული "კლივლენდი" "ატლანტასთან" დაპირისპირებაში.

- "გოლდენ სტეიტის" ბომბარდირულმა გმირობებმა ძალიან გაახარა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, რომელმაც ისევ გადაწყვიტა პლეი ოფის მატჩებით ფული შოვნა. ბოლო წლებში მან არაერთი ფსონი მოიგო, როცა თანხას ლებრონ ჯეიმსის "მაიამიზე" ჩავიდა (საერთო მოგებამ შვიდნიშნა რიცხვს გადააჭარბა), ორი დღის წინ კი 200 ათასი დოლარი მოიგო "გოლდენ სტეიტის" ჰიუსტონში გამარჯვების წყალობით.

- სლოვენიელი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება, მზადყოფნას გამოთქვამს კარიერის "მაიამიში" გაგრძელებაზე, თუმცა აფრთხილებს კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს იმის შესახებ, რომ დიდი ხანი არ აპირებს ახალი კონტრაქტის ლოდინს.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან NBA-ის ერთბაშად ხუთი კლუბია დაინტერესებული ამ კალათბურთელის გადაბირებით. ესენი არიან: "ლეიკერსი", "ნიუ იორკი", "ნიუ ორლეანი", "მილუოკი" და "საკრამენტო".

- ამასობაში, "მინესოტა ტიმბერვულზი" თურქეთის "ფენერბაჰჩეს" ფორვარდის ნემანია ბიელიცას ხელში ჩასაგდებად ზრუნვას იწყებს.

სერბეთის ნაკრების კალათბურთელს, რომელიც 2014-15 წლების სეზონში ევროლიგის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს, ოკეანის გაღმა სურს ძალების მოსინჯვა, თუმცა თურქული გრანდი ცდილობს ბიელიცას დაყოლიებას, რომ კიდევ ერთი წელი დარჩეს კლუბში და მეორე ცდიდან მაინც მოიგოს ევროლიგის გათამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი