ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დვალის ბენეფისი: დუბლი და საგოლე პასი

დვალის ბენეფისი: დუბლი და საგოლე პასი

მოყვარულებით დაკომპლექტებულ „ფაეტანოსთან" „მოთელვის" შემდეგ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ზესტაფონს" სლოვაკური „დუკლას" სახით გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდა.

მოყვარულებით დაკომპლექტებულ „ფაეტანოსთან" „მოთელვის" შემდეგ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ზესტაფონს" სლოვაკური „დუკლას" სახით გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდა. ზესტაფონელებს თავიანთი ძალა და საევროპო ამბიციები სწორედ „დუკლასთან" პაექრობაში უნდა დაემტკიცებინათ. თუ როგორ მოახერხეს ეს იმერლებმა ანგარიშიდანაც კარგად ჩანს. გეგუჩაძის საოცრად მოტივირებულმა ბიჭებმა ბანსკა- ბისტრიცელები სწრაფი, კომბინაციური და ტექნიკური ფეხბურთით ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ფაქტობრივად ცალი ფეხით ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გადააბიჯეს.

ზესტაფონში მატჩისთვის ტრადიციულად კარგი საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი. გულშემატკივრებმა ნახევარი საათით ადრე გაავსეს ტრიბუნები და საყვარელ კლუბს მხურვალედ უქომაგეს. შეხვედრა საკმაოდ მარალ ტემპში, დინამიურად დაიწყო და ასეც გაგრძელდა. ორივე გუნდის მწვრთნელმა 4-4-2 სათამაშო სქემა აირჩია. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლების კართან შეიქმნა, ზესტაფონელებმა მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი, რასაც მათ კარში დანიშნული სახიფათო ჯარიმა მოჰყვა, თუმცა გაიდოშის ძლიერი დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია. ეს იყო და ეს. ამის შემდეგ ზესტაფონელები მთლიანად დაეუფლნენ უპირატესობას და მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ ეხეირათ. ბაბუნაშვილის კუთხურის შემდეგ მცველთაგან უყურადღებოდ მიტოვებული დვალი ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ ააცილა, მეორე ეპიზოდში კი გელაშვილის დარტმის შემდეგ სლოვაკები მეკარე ბოროშმა იხსნა გოლისგან. ამას ისევ დვალის დარტყმა მოჰყვა და კვლავ მეკარემ ივაჟკაცა. სლოვაკებმა დვალის გაჩერება ვერაფრით მოახერხეს, ჯაბას მოედნის ყველა კუთხეში ნახავდით, როცა საჭირო იყო მცელებსაც ეხმარებოდა, შეტევაში კი შეუჩერებელი იყო. 13 წუთზე მისი აქტიურობის შემდეგ ბენაშვილი ურტყამდა ძლიერად და მეკარე ბოროშმა ისევ მოახერხა ბურთის მოგერიება. მომწიფებული გოლი 24-წუტზე გავიდა, ბაბუნაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გელაშვილმა ბურთს თავით შეუცვალა მიმართულება, რის შემდეგაც დვალმა თავური დარტყმით ზესტაფონელები დააწინაურა 1:0 მასპინძლებმა გოლის შემდეგ მეტოქეზე დაწოლა კიდევ უფრო გაამწვავეს და გრიგალაშვილს საჯარიმო დარტყმით შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ისევ მეკარე ბოროში იყო მოწოდების სიმაღლეზე. ზესტაფონი უპირატესობას ფლობდა თუმცა, „ბრჭყალები" სლოვაკებმაც გამოაჩინეს. 31-წუტზე მათ კონტრშეტევას ხუჩკოს ძლიერი დარტყმა მოჰყვა, ბურთი მცველს მოხვდა და კარისკენ უხერხული ტრაექტორიით წავიდა, თუმცა მასპინძელთა საბედნიეროდ მიზანს მცირედით ასცდა. სავიჩის კუთხურს ადამიკის სახიფათო თავური მოჰყვა თუმცა, კვლავ უზუსტო. ტაიმის ბოლოს ზესტაფონელებმა ბანსკა-ბისტრიცელებს შტურმი მოუწყვეს და რომ გამართლებოდათ შესვენებაზე უფრო სოლიდური სხვაობით გავიდოდნენ, მაგრამ კვლავ ითამაშა თამაშობდა პიტერ ბოროშმა, რომელმაც დვალის ურთულესი დარტყმა მოიგერია. კარგად ჩაერთო თამაშში ბაბუნაშვილის ნაცვლად შემოსული თორნიკე აფციაური, რომლის გადაცემის შემდეგ გელაშვილი ურტყამდა თავით და ბურთი ხარიხას მცირედით გადასცდა.

თამაშის იშტაზე მოსულ მასპინძლებს უპირატესობა შესვენების შემდეგაც არ გაუშვიათ ხელიდან და თითქმის მატჩის განახლებისთანავე გაზარდეს სხვაობა. 48-წუთზე დვალმა ძარია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და ამანაც სლოვაკთა მრავალჯერ გადამრჩენელ ბოროშს შანსი აღარ დაუტოვა - 2:0 65-წუთზე გეგუჩაძის ბიჭებმა ანგარიშს კიდევ უფრო სოლიდური სახე მისცეს-გრიგალაშვილის ჯარიმა მეკარემ მოიგერია, მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს, ყველას ჯაბა დვალმა დაასწრო და ნახევარბრუნში ბოროშს აუღებელი დაურტყა-3:0 ბოლოს, შეცვლაზე შემოსულ კახა ალადაშვილს შეეძლო „ზესტაფონში" თავისი სადებიუტო შეხვედრა გოლით აღენიშნა, თუმცა მისი უძლიერესი საჯარიმო დარტყმა სლოვაკთა მეკარემ რის ვაივაგლახით მოიგერია. სტუმრები ბოლოს კი გააქტიურდნენ, მაგრამ კვასხვაძის კართან რაიმე სახიფათო მომენტი არ შექმნილა. „ზესტაფონმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და განმეორებითი შეხვედრისთვის სოლიდურ ფორას დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა ბანკა-ბისტრიცაში 22 ივლისს გაიმართება.

მატჩის შემდეგ

კაროლ მარკო: „ჩვენმა მეტოქემ ძალზედ ტექნიკური ფეხბურთი ითამაშა და სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, თუმცა უკვე ვიცი თუ როგორ უნდა ვითამაშოთ საპასუხო მატჩში „ზესტაფონის" წინააღმდეგ. ძალიან დიდი ფორაა, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვაქვს და საკუთარ არენაზე ბოლომდე ვიბრძოლებთ."

გია გეგუჩაძე: „მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ რთული თამაში იყო. ძალიან გაგვიჭირდა, საშინელი სიცხე იყო, თანაც მეტოქეც ძლიერი გვყავდა. „დუკლა" დისციპლინებული და მებრძოლი გუნდია, რომელმაც კონტრშეტევებზე ააგო თამაში. ბიჭებმა მოინდომეს და მაქსიმუმი გაიღეს. მათ შრომას ძალიან ვაფასებ, მაგრამ შეიძლებოდა უფრო სოლიდური ანგარიშითაც მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ყველას გთხოვთ, რომ ნუ ჩათვლით თითქოს ჩვენი გუნდი უკვე შემდეგ ეტაპზეა. სლოვაკეთში ურთულესი თამაში გველის და წინასწარ გამარჯვებას ვერ ვიზეიმებთ."

ჯაბა დვალი: „ძალიან გახარებული ვარ. მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ, 3:0 მოვიგეთ და რაც მთავარია გოლი არ გაგვიშვია. თუმცა, შემდეგ ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ, სლოვაკეთში დიდი ბრძოლა გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იქაც გავიმარჯვოთ."

ზესტაფონი-დუკლა 3:0

ზესტაფონი. სტადიონი დავით აბაშიძე" 4000 მაყურებელი

გოლები: 1:0 დვალი (24. გელაშვილის პასით), 2:0 ძარია (48. დვალის პასით), 3:0 დვალი (65)

ზესტაფონი: რ.კვასხვაძე - ბენაშვილი, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა - ძარია, დაუშვილი, ბაბუნაშვილი (30.აფციაური), გრიგალაშვილი - გელაშვილი (79.ფიფია), დვალი (79.ალადაშვილი)

სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, ლომია, გორგიაშვილი.

დუკლა: ბოროში - ბრაშენი, ადამიკი, პოლიოვკა, სავიჩი - პანჩიკი, პლევა, პოვაჟანეცი, ხუჩკო (66.პიხი) - გაიდოში (77.დურიცა), დურიში

სათადარიგოები: დურჩო, გონოსი, უშკოვიჩი, ვაიდა, ჰლინკა.

გაფრთხილება: სავიჩი(8), ბრაშენი(37), დურიში (60), გელაშვილი (60), დაუშვილი (90)

არბიტრი: ვიაჩესლავ ბანარი (მოლდოვა)

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა