საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ყატარის საერთაშორისო ღია ტურნირში ორი ოქროს და თითო ვერცხლ-ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
ყატარის საერთაშორისო ღია ტურნირი კარატეში, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია, პოპულარობით მსოფლიოს ჩემპიონატებს არ ჩამოუვარდება.

წლევანდელ, რიგით მეოთხე ასპარეზობაზე, რომელიც ამ დღეებში გაიმართა, საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრები ოთხკაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.

"ყატარის ასპარეზობის პოპულარობას ისიც განსაზღვრავს, რომ წონითი კატეგორიებია შეზღუდული, სულ ხუთი წონაა. ასევე, იქ მოსახვედრად მსოფლიო რეიტინგებია საჭირო, რომლის გადალახვაც საქართველოსთვის არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისად, მიგვიწვიეს კიდეც ყატარში.

ჩვენ ვასახელეთ ჩვენი სამშობლო. ქართველ კარატისტებს სამოცზე მეტი ქვეყანა გულშემატკივრობდა ასპარეზობის დროს, რადგან ჩვენი სპორტსმენები ამჯერადაც სრულიად განსხვავებულნი იყვნენ ბრძოლის საკუთარი მანერით თუ ეთიკური ნორმებით.

როგორც ველოდით, გოგიტა არქანიამ (-84 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ჰენრი ვეკუამაც (-75) გაამართლა ჩვენი იმედები და მანაც პირველი ადგილი დაიკავა, დავით ტყებუჩავა (-60) კი ვერცხლის მედალს დაეუფლა, ირაკლი ტყებუჩავა (-67 კგ) ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა.

ასე რომ, ყატარში საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა და ჰიმნიც ჟღერდა! ეს წარმატება საქართველოს დამოუკიდებლობას მივუძღვენით!

სამომავლოდ ყატართან სპორტში, კონკრეტულად კარატეში, ჩვენთან თანამშრომლობა დაიგეგმა რამდენიმე მიმართულებით, რაც მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო იქნება", - განაცხადა ყატარიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
კონფერენსლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"კვარა" VS პალმერი და კურტუას ახდენილი წინასწარმეტყველება - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა
ქართველი კარატისტების ერთი ბრინჯაო და სალიცენზიო ქულები
კარატე. ოლიმპიადა: მედლებიც, სალიცენზიო ქულებიც
კახა ბასილია: ნახევარ მილიონ ლარზეც თანახმანი ვართ
მამლუქების ნაკრები: რამდენი უცნობი, რამდენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში?!
კარატე: გოგიტა არქანიამ სტამბოლის A კატეგორიის ტურნირში გაიმარჯვა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი: 15 000-ლარიანი გირაო გადამახდევინეს, გეგონება, ნარკობარონი ვარ!
არქანიას გამარჯვებით - ქართველი სპორტსმენებისთვის 2020 წლის ოლიმპიადა დასრულდა
მინსკი 2019. კარატისტი გოგიტა არქანია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
მინსკი 2019: ქართველი კარატისტი ნახევარფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა!
ქართველმა კარატისტებმა სტამბოლში საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი მოიპოვეს
ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ
ჩემპიონს მედლამდე ნაბიჯი არ ეყო - გოგიტა არქანია პარიზში ბრინჯაოს ვერ შესწვდა
სუს-მა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
ქართველმა კარატისტებმა ჩეხეთში ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
ევროპის ჩემპიონატზე კარატეში გოგიტა არქანიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა