ალ ატიია: "ახლა ხალხი გაიგებს, სად მდებარეობს ყატარი და რომ "ფოლკსვაგენს" მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს"

ბუენოს აირესში დასრულდა 2011 წლის რალი-რეიდი დაკარი. რა თქმა უნდა, იმის ილუზია არავის ჰქონდა, რომ ბოლო ორ ეტაპზე მანქანებისა და მოტოციკლების კლასში ლიდერები - ნასერ ალ-ატიია და მარკ კომა სოლიდურ უპირატესობას გაფლანგავდნენ და საბოლოო გამარჯვებას კონკურენტებს გადაულოცავდნენ, მით უმეტეს, რომ ბოლო ორი ეტაპი არც ისე რთული იყო და შესაბამისად, ტექნიკური პრობლემის წარმოქმნის რისკი მინიმალური გახლდათ.

ალ-ატიიას უპირატესობა იმხელა იყო, რომ მას უბრალოდ ფინიშამდე უნდა მიეღწია და ბრძოლაში არ უნდა აყოლოდა კონკურენტებს. ამიტომაც ბოლო ორ ეტაპზე გაილაღა ესპანელმა კარლოს საინსმა, რომელმაც ზედიზედ ორ გამარჯვებას მიაღწია, თუმცა ეს ნაკლები შვება იყო აწ უკვე მოქმედი ჩემპიონისთვის, რადგან კარლოსი არათუ ალ-ატიიას ვერ დაეწია, ჟინიელ დე ვილიერსის მეორე ადგილსაც ვერ შეწვდა და გენერალურ კლასიფიკაციაში მხოლოდ მესამე პოზიციით დაკმაყოფილდა.

ალ-ატიიამ კარიერაში პირველად მოიგო დაკარის რალი. ეს აბსოლუტურად დამსახურებული ტიტულია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყატარელი შარშანაც ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. საინსმა კი თავი იმით უნდა ინუგეშოს, რომ მისმა მესამე ადგილმა სრული პოდიუმი მოუტანა "ფოლკსვაგენს" - პირველ სამეულში ამ გუნდის პილოტები არიან და მხოლოდ შემდეგ მოდიან BMW-ს წევრები. ამ გერმანულ გუნდს ამჯერადაც მოეცარა ხელი, თუმცა წლევანდელ რალიზე მის მიერ ნაჩვენები ტემპი იმის თქმის გარანტიას იძლევა, რომ გაისად შეიძლება წარმოიშვას ინტრიგა გუნდურ ბრძოლაში და BMW-მ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს "ფოლკსვაგენს".

"ჩვენ ეს გავაკეთეთ. ძალიან ბედნიერი ვარ! - ამბობდა ფინიშის შემდეგ ალ ატიია. - ეტაპის მსვლელობისას მხოლოდ ფინიშის სწორზე ვფიქრობდი. დაკარზე გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ჩემი ახლობლებისა და მთელი ყატარისთვის. ახლა ხალხი დაიმახსოვრებს, სად მდებარეობს ეს ქვეყანა. ეს დიადი გამარჯვებაა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავს. "ფოლკსვაგენმა" მესამედ მოიგო დაკარი."

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ეტაპი განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა, მოტოციკლთა კლასში ერთი დრამა გათამაშდა. ჩილელმა ლოპეს კონტარდომ ბრწყინვალედ გაიარა ჩილეს ეტაპები და თითქოს საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო ეტაპზე მას სერიოზული სირთულეები შეექმნა. მის "აპრილიას" ელექტრონიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ჩილელი მოტომრბოლი სხვის მოტოციკლზე ჩაბმული მივიდა ფინიშთან. ამან კონტარდოს ბევრი დრო დააკარგვინა და გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილი პორტუგალიელმა ელდერ როდრიგესმა წაართვა.

გამარჯვება კი კარიერაში მესამედ მარკ კომამ მოიპოვა, რომელმაც ფრანგ სირილ დეპრეს 15 წუთით აჯობა. შაბათს კომა არ რისკავდა: მან მხოლოდ მეხუთე დრო აჩვენა გამარჯვებულ ფრანც ვერჰოვენთან ორწუთიანი ჩამორჩენით, რამაც მის პოზიციებს ვერანაირი საფრთხე ვერ შეუქმნა.

მანქანები

XII ეტაპი

1. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - 5:37.18; 2. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +2.43; 3. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - +6:11. 4. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +6.55; 5. ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, BMW) - +13.51...

XIII ეტაპი

1. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - 1:16.08; 2. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - +0.38; 3. ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, BMW) - +1.25; 4. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +1.58; 5. მილერი (აშშ, "ფოლკსვაგენი") - +2.02...

საერთო ჩათვლა

1. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - 45:16.16; 2. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +49.41; 3. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - +1:20.38; 4. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +1:43.48; 5. ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, BMW) - +4:11.21...

მოტოციკლები

XII ეტაპი

14:33.13; 2+2.11; 36.19; 47.44; 5. დუკლო (საფრანგეთი, Aprilia) - +10.03...

1. კომა (ესპანეთი, KTM) - 6:42.42; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +0.37; 3. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +7.21; 4. ლოპეს კონტარდო (ჩილე, Aprilia) - +10.03; 5. კოდი (აშშ, "ჰონდა") - +15.45...

XIII ეტაპი

1. ვერჰუვენი (ბელგია, BMW) - 1:25.07; 2. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +0.05; 3. აზევედო (ბრაზილია, KTM) - +0.19; 4. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +0.44; 5. კომა (ესპანეთი, KTM) - +2.16...

საერთო ჩათვლა

1. კომა (ესპანეთი, KTM) - 51:25.00; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +15.04; 3. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +1:40.20; 4. ლოპეს კონტარდო (ჩილე, Aprilia) - +2:09.45; 5. პედრედო გარსია (ესპანეთი, KTM) - +3:07.03...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება